რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
სინუსიტი - მიზეზები და მკურნალობა
სინუსიტი - მიზეზები და მკურნალობა

სინუსიტი ცხვირის დანამატ ღრუებში აღმოცენებული ანთებითი პროცესია. მისი მიზეზების ნუსხა მრავალფეროვანია. ისეთი ბანალური დაავადებაც კი, როგორიც კარიესია, შეიძლება მწვავე სინუსიტის მიზეზად იქცეს. თვით მწვავე სინუსიტი, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ, შეიძლება ქრონიკულში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობასაც უამრავი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. დროული დიაგნოსტიკისა და კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში კი მწვავე სინუსიტი ადვილად იკურნება. სინუსიტის განვითარების მიზეზებზე, მისი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებებზე გვესაუბრება ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ამბულატორიული განყოფილების უფროსი ექიმი ოტორინოლარინგოლოგი მაია მაისაშვილი:

- რა არის სინუსიტი?
- იმისთვის, რომ

გასუფთავდეს, ჰაერმა ცხვირში არსებული ლორწოვანი გარსით დაფარული ღრუების რამდენიმე ლაბირინთი უნდა გაიაროს. ამ ღრუებს დანამატი წიაღები ეწოდება და ემსახურება არა მარტო კომფორტულ სუნთქვას, არამედ წნევის გათანაბრებას ქალას ღრუ წარმონაქმნებსა და ატმოსფეროს შორის. ამ წიაღების ანთებას ექიმები სინუსიტს უწოდებენ (ლათინურად სინუს წიაღს ნიშნავს). ადამიანს ცხვირის სულ
4 წყვილი დანამატი წიაღი აქვს: ჰაიმორისა, შუბლისა, ძირითადი და ცხავისა. ჰაიმორის წიაღი ყველაზე დიდია, ამიტომ ჰაიმორიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინუსიტია. მისი სიმპტომები პირველად ექიმმა ჰაიმორმა აღწერა XVII საუკუნეში. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.


- როგორ მიმდინარეობს სინუსიტები ბავშვებში?
- დაბადებისას დამანატი წიაღები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. მათი ფორმირება სხვადასხვა ასაკში ხდება. თუკი წიაღი არ არსებობს, ბუნებრივია, ვერც მისი ანთება განვითარდება... თავდაპირველად შუბლის წიაღები ყალიბდება, ამიტომ პატარა ბავშვებს უმეტესად მათი ანთება - ეთმოიდიტი ემართებათ. მოზრდილებში ხშირად გვხვდება პოლისინუსიტი - ყველა წიაღის ერთდროული ანთება. ყველა წიაღს, განურჩევლად ზომისა, აქვს პატარა მილი, რომლითაც იგი ცხვირის ღრუში იხსნება. ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს გამოსავალი მილები იხშობა, ირღვევა წიაღიდან ლორწოს დენა, რის შედეგადაც ვითარდება ანთება.


- რა იწვევს სინუ­სიტს?
- სინუსიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ბოლომდე არანამკურნალევი სურდო და ფეხზე გადატანილი მწვავე ვირუსული ინფექცია (გრიპი, წითელა და სხვა). ასევე - ის მდგომარეობები, რომლებიც ართულებს ცხვირით სუნთქვას: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული (ალერგიული ან ვაზომოტორული) სურდო. ხშირად სინუსიტს პროვოცირებას უწევს დაავადებული ადენოიდები ან ზედა უკანა ოთხი კბილის ფესვის დაავადებები. თავდაპირველად წიაღში ხვდება დაავადების გამომწვევი მიკრობები, ხოლო ორგანიზმი იმუნიტეტის დაქვეითების, გაციების ან ალერგიის გამო ვერ ერევა ინფექციას. შეშუპების გამო წყდება წიაღის ვენტილაცია, ის იზოლირდება ცხვირის ღრუსგან, მაგრამ მასში თანდათანობით გამოიყოფა ლორწო, რომელიც ნელ-ნელა ავსებს წიაღს. წარმოიშობა იდეალური პირობები მიკრობების გამრავლებისთვის და წიაღში გროვდება ჩირქი.


- როდის ვითარდება ქრონიკული სინუსიტი?
- თუ მწვავე სინუსიტს არ ვუმკურნალეთ, ის მიიღებს ქრონიკულ ფორმას. ამ დროს დაავადება თითქოს უკან იხევს: თავის ტკივილი თანდათანობით ქრება და სიმძიმის შეგრძნებაში გადადის, ცხ­ვირი გვეჭედება არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ წოლისას, ჩნდება სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთებისთვის: ჩახეხილობა, ყლაპვისას ყელის ტკივილი, სიმშრალე. ზოგჯერ ეს პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და წლების შემდეგ იჩენს თავს. გაქრონიკულებული სინუსიტი ხშირად იწვევს გართულებებს შინაგანი ორგანოების: გულის, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების, - მხრივ.


- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- ოტორინოლარინგოლოგები სინუსიტის დიაგნოზს, ჩვეულებრივ, რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე სვამენ. დღეისთვის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული მეთოდია დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია. დამხმარე მეთოდად მიიჩნევა დიაფანოსკოპია.




თარიღი : 20-01-2017
მარიკა
გამარჯობათ დედაჩემი იმყოფება იტალიაში და გაციების შედეგად დაემართა სინუსიტი,ვერ უხსნის ექიმს ტავის პრობლემას და რა შეიდზლება რომ გააკეტოს მის სამკურნალოდ არის ეს შესადლებელი?სახლის პირობებში ან რა შეიდლება რომ ჩაიწვეტოს სამკურნალოდ
თარიღი : 10-09-2016
nona
სინუსიტი და შაკიკი ერთად მაქვს მირჩიეთ გთხოვთ რა გავაკეთო?ბევრგან ვიმკურნალე მაგრამ არ მიშველა არაფერმა
თარიღი : 10-06-2014
სინუსიტი
ჩემ 9 წლის ბიჭს ექიმმა სინუსიტის დიაგნოზი დაუსვა გასინჯვით,მერე გადაუგეთ რედგენი და იკ მითხრეს გლანდიაო ამოსაგებიო.მე ალერგია მგონია.უჭირს სუნთქვა,განსაკუთრებით ურტულდება მანგლიში,ბალახიანი ეზო მაქ.შარშან ჰომეოპატტანაც მყავდა,ვასმევდი მის წამლებს,მარა წელსაც იგივე მდგომარეობა გვაქ.მინდა ალერგიაზე გამოვიკვლიო,მარა ძაან ძვირია და ვერ ვახერხებ.გთხოვტ მითხრათ რომელ ექიმს მივმართო?შეიძლება ეს 3 დაავადება ქონდეს ერთდროულად?ეს ნიშნები აქ,თუ გაოფლიანდა და დაიღალა ტკივა თავი,სურდოსავითაა აქ ხშირად,აცემინებს,თვალიდან სდის ცრემლი და უწითლდება,ზოგჯერ ისე უჭირს სუნთქვა ვერ წვება და მჯდომარეს ძინავს,უმეტესად მანგლიში.ძაან გთხოვთ მირჩიოდ სად და ვისთან წავიყვანო,რომ სწორი დიაგნოზი დამისვან.მადლობთ.ნანა პაპუნაშვილი 45 წლის.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი მარტიდან
თუ ადამიანი თვითმფრინავში ძილს არჩევს, ის ყურის დაზიანების რისკის ქვეშაა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშია თვითმფრინავის მიერ სიმაღლის აღებისა და დაშვების მომენტები.
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია. ეს საოცარი ფენომენი ვესტიბულური ანუ წონასწორობის სისტემის წყალობით მიიღწევა. ამავე სისტემის ნორმალური ფუნქციობის პირობებში ჩვენ სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარი გვაქვს.

მოკლე აღწერა

ქრონიკული ტონზილიტის დროს ზიანდება არა მარტო ხახის ლორწოვანი გარსი, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას შეიძლება შეიქმნას მეტად მძიმე, ჯანმრთელობისთვის საზიანო მდგომარეობა. თირკმლები, გული, სახსრები - ეს “სამიზნე ორგანოების” არასრული ჩამონათვალია.
ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება. ის შესაძლოა ხმის ჩახლეჩის (დისფონია) ან ხმის დაკარგვის (აფონია) სახით გამოვლინდეს. ფონასთენია პროფესიული დაავადებაა. ის ძირითადად მომღერლებს, პედაგოგებს, მსახიობებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნება, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ. ხმის ფუნქცია, საზოგადოდ, სახმო აპარატის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. ხალხში ფართოდ გავრცელებული ტერმინი “გლანდები” ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან - “გლანდულადან” მომდინარეობს. “გლანდულა” ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული - სპეციალური მილის - სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა). ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება).

16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
17 იანვარი 2018
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა