რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
სინუსიტი - მიზეზები და მკურნალობა
სინუსიტი - მიზეზები და მკურნალობა

- როგორ მკურნალობენ სინუსიტს?
- პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, შეშუპების მოხსნაა, რათა ლორწომ ბუნებრივი გზით გამოსვლა შეძლოს. ამისთვის საჭიროა დღეში 3-4-ჯერ სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების (ნაფტიზინი, სანორინი, გალაზოლინი) ჩაწვეთება.

  • პარალელურად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო (პროტარგოლი, კოლარგოლი), ანტიბაქტერიული და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარა­ტები.
  • თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო და წიაღების ანთებამ მიიღო ჩირქოვანი ფორმა, ინიშნება ანტიბიოტიკები.


- როდის კეთდება ჰაიმორის ღრუს პუნქცია?
- პუნქცია კეთდება განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში, მაგრამ მისი ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ჰაიმორიტის დროს, რადგან სხვა წიაღები მიუწვდომელია გამორეცხვისთვის. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. შესაძლებელია წიაღის უსისხლო დრენაჟიც კათეტერის საშუალებით. წიაღების გამორეცხვა წნევის ქვეშ ხორციელდება ვაკუუმის დანადგარით. უარყოფითი წნევით ჩირქი წიაღიდან გამოგვაქვს და მასში წამალი შეგვყავს.


- როგორ ამოვიცნოთ სინუსიტი?
- გახანგრძლივებული სურდო საშიში არ არის, მაგრამ თუ, მკურნალობის მიუხედავად, ბავშვს ცხვირი 7-10 დღეა გაჭედილი აქვს და უკეთესობას ვერ გრძნობს, არსებობს რისკი, წიაღებში ანთებითი პროცესი დაიწყოს. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:

  • ხანგრძლივი სურდო ჩირქოვან-ლორწოვანი ან წყლიანი გამონადენით;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხანგამოშვებითი გაჭედილობა ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში;
  • ხახის სიმშრალე;
  • ხშირი ამოხველება, დილაობით ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის ჭარბი გამოყოფა;
  • ანთებითი წიაღის მიდამოში ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ - ტკივილი კბილის, თვალების, ყვრიმალების და ლოყების მიდამოში;
  • სახის ნაწილის მომატებული მგრძნობელობა;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება (380C და მეტი). როგორც წესი, ასეა მწვავე სინუსიტის შემთხვევაში. ქრონიკული პროცესის დროს სხეულის ტემპერატურა იშვიათად იწევს ან სუბფებრილურ ზღვარზეა (37-37,50C);
  • საერთო სისუსტე, მეხსიერების დასუსტება, ადვილად დაღლა, გაღიზიანება, სინათლის შიში, ცრემლდენა, უმადობა, ძილის დარღვევა;
  • ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა;
  • ლოყის და ქუთუთოს შეშუპება.

ყველა სიმპტომი ძლიერდება თავის წინ დახრის დროს (თასმის შეკვრის სინდრომი). თანდათანობით ტკივილის ლოკალიზაცია ბუნდოვანი ხდება, ბავშვს სტკივდება თავი. დაავადების გაქრონიკულება რომ არ დავუშვათ, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. თუ ბავშვს აქვს რამდენიმე ეს სიმპტომი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მხოლოდ მას შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.


- ხშირად სინუსიტს ხალხური, შინაური მეთოდებით მკურნალობენ. მისაღებია ისინი?
- სინუსიტის დროს ბევრი მართლაც იწვეთებს ცხვირში ბოსტნეულის წვენს, იდებს ძგიდეზე კომპრესს... ამ დაავადების დროს ხალხურ მედიცინას ნუ ენდობით. გართულების (სეფსისის, მენინგიტის) თავიდან ასაცილებლად სინუსიტების მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს თავიდან ბოლომდე ექიმის მეთვალყურეობით და მხოლოდ ტრადიციული წესით. თვითმკურნალ­ობის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვა­რიანტია ინჰალაცია. იგი უნდა გავიკეთოთ გა­ხანგრძლივებული სურდოს მე-5-7 დღეს. აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი სალბის ფოთოლი, გვირილის ყვავილი და კალენდულა, დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ქურიდან. პროცედურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჰალატორი ან ფაიფურის ჩაიდანი. თუ ალერგია არ გაქვთ, კარგია მენთოლის ზეთისა და პროპოლისის ინჰალაციაც.


 



თარიღი : 20-01-2017
მარიკა
გამარჯობათ დედაჩემი იმყოფება იტალიაში და გაციების შედეგად დაემართა სინუსიტი,ვერ უხსნის ექიმს ტავის პრობლემას და რა შეიდზლება რომ გააკეტოს მის სამკურნალოდ არის ეს შესადლებელი?სახლის პირობებში ან რა შეიდლება რომ ჩაიწვეტოს სამკურნალოდ
თარიღი : 10-09-2016
nona
სინუსიტი და შაკიკი ერთად მაქვს მირჩიეთ გთხოვთ რა გავაკეთო?ბევრგან ვიმკურნალე მაგრამ არ მიშველა არაფერმა
თარიღი : 10-06-2014
სინუსიტი
ჩემ 9 წლის ბიჭს ექიმმა სინუსიტის დიაგნოზი დაუსვა გასინჯვით,მერე გადაუგეთ რედგენი და იკ მითხრეს გლანდიაო ამოსაგებიო.მე ალერგია მგონია.უჭირს სუნთქვა,განსაკუთრებით ურტულდება მანგლიში,ბალახიანი ეზო მაქ.შარშან ჰომეოპატტანაც მყავდა,ვასმევდი მის წამლებს,მარა წელსაც იგივე მდგომარეობა გვაქ.მინდა ალერგიაზე გამოვიკვლიო,მარა ძაან ძვირია და ვერ ვახერხებ.გთხოვტ მითხრათ რომელ ექიმს მივმართო?შეიძლება ეს 3 დაავადება ქონდეს ერთდროულად?ეს ნიშნები აქ,თუ გაოფლიანდა და დაიღალა ტკივა თავი,სურდოსავითაა აქ ხშირად,აცემინებს,თვალიდან სდის ცრემლი და უწითლდება,ზოგჯერ ისე უჭირს სუნთქვა ვერ წვება და მჯდომარეს ძინავს,უმეტესად მანგლიში.ძაან გთხოვთ მირჩიოდ სად და ვისთან წავიყვანო,რომ სწორი დიაგნოზი დამისვან.მადლობთ.ნანა პაპუნაშვილი 45 წლის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მწეველებს რომ სმენის პრობლემები აწუხებთ, დიდი ხანია დადგენილია, თუმცა, ამჯერად სპეციალისტებს
საულიუს ვაიტკუსი "ლიტვის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის" (Lithuanian University of Health Sciences) პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დეპარტამენტის სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელია. პროფესიული გამოცდილება გერმანიაში, აშშ-სა და ლიტვაში აქვს მიღებული. 22 წლის წინ, ლიტვაში სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ენდონაზალური ქირურგია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიის შედეგები.

პროფესორი ვაიტკუსი თანამედროვე მეთოდებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით (ლაზერით, შეივერით) მუშაობს. ქირურგიულ ჩარევებს ყველაზე ნაკლებინვაზიური მეთოდებით - ენდონაზალური და ენდოსკოპიური მიდგომით ახორციელებს, რაც გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე. ენდონაზალური მიდგომის დროს ხდება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით კონკრეტული უბნის ვიზუალიზაცია, რაც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ეფექტური და ნაკლებტრავმულია. შედეგად, პაციენტისთვის რეაბილიტაციის პერიოდი საგრძნობლად მარტივდება.

საულიუს ვაიტკუსი უკვე რამდენიმე თვეა "ნიუ ჰოსპიტალსში" უწევს პაციენტებს კონსულტაციას და ატარებს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიულ ოპერაციებს ბავშვებსა და მოზრდილებში. "ნიუ ჰოსპიტალსში" არსებული ულტრათანამედროვე აპარატურის დახმარებით, საულიუს ვაიტკუსი მკურნალობს ყელ-ყურ-ცხვირის სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებს და მუშაობს ნებისმიერი სირთულის პაციენტთან, მათ შორის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან.

დაუსვი კითხვა პროფესორ საულიუს ვაიტკუსს



კითხვები, რომლებსაც საულიუს ვიატკუსმა უკვე უპასუხა:


- გამარჯობათ. ვარ 30 წლის. ტონზილეტქომიიდან 3თვეში, დამეწყო პერიოდულად ყურების დაგუბება და შუილი ყურებში, შეიძლება დილით დამიგუბდეს და მერე თავისით მეხსნება (წნევა ნორმაში მაქვს). რას მირჩევთ? (მაქვს ავტოიმუნური თირეოდიტი კვანძოვანი ჩანართით) მადლობთ.

ჩემი 4 წლის ბავშვი ხშირად იტკიებს ყურს. ექიმთან მყავდა და გასინჯვით არაფერი აქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა გამოკვლევა უნდა ჩავუტარო?

წლების მანძილზე სხვადასხვა ცხვირის წვეთებს ვიყენებ ძილის წინ რადგან დაწოლის დროს მეფარება ნესტო და მგონია დავიგუდები, არადა ყველა მეუბნება რომ საკმარისი ჰაერი შედის, ამის გამო სიმშრალე მაქვს ცხვირის, პოლიპები ყველანაირი ამოჭრილი მაქვს. გთხოვთ მომცეთ რეკომენდაცია პრობლემის მოგვარების.მადლობა


გამარჯობა, ვარ ალერგიული სეზონურად, ძირითადად გაზაფხულში:აპრილი-მაისი, თუმცა მთელი წლის განმავლობაში მაწუხებს გაჭედილობა ცხვირში, მეგონა რომ ძგიდე მქონდა გაღუნული ან საოპერაციო , თუმცა ექიმებმა ეგ პრობლემები გამორიცხეს... რაიმე ცხვირის წამალს(წვეთებს, სპრეის) ხომ ვერ მეტყოდით ან ზღვის წყლით წვეთებს, რომელიც ჰორმონალური არაა, დამოკიდებულებას არ იწვევს და მიშველის ამ პრობლემაზე?

გამარჯობა. 29 წლის ვარ და გლანდები მაქვს საოპერაციო. ამ ასაკში რამე გართულებებთან ხომ არ არის ოპერაცია დაკავშირებული და რა პერიოდში ჯობია ოპერაციის გაკეთება?









 



1
გერმანიაში გამგზავრების მსურველი ქართველები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგანაც გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ მიწებზე
ყველამ კარგად იცის, რომ ორგანიზმისათვის ფიზიოლოგიური ცხვირით სუნთქვაა და არა პირით.
ადენოიდები ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ასაკთაერთად მოცულობით მცირდება და თანდათანობით შემაერთებელი ქსოვილით ნაცვლდება.

სინუსიტი საზოგადოდ ცხვირის დანამატი წიაღის ლორწოვანის ანთებაა.
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.