რა საჭიროა ადენოიდების ამოკვეთა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საჭიროა ადენოიდების ამოკვეთა

ეს ახალგაზრდა ექიმი გამოირჩევა არა მხოლოდ პროფესიონალიზმითა და ოსტატობით, არამედ თავმდაბლობით, გულისხმიერებითა და კოლეგიალურობით, რაც მთავარია, პაციენტებისადმი თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულებით, რის გამოც მას ყველა ემადლიერება. გიორგი ბოლქვაძე ძალიან უყვართ არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ სტუდენტებსაც - ის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორიცაა.

- ბატონო გიორგი, აუხსენით მკითხველს, რას წარმოადგენს ადენოიდები და რა აჩენს მათ.

- ცხვირ-ხახის ადენოიდები ცხვირ-ხახაში მდებარეობს. ისინი უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი რგოლი იმუნური სისტემისა, რომელიც შედგება ნუშურა ჯირკვლებისგან, ენისქვეშა ნუშურებისა და ცხვირ-ხახის ადენოიდებისგან. ეს ერთიანი სისტემა ასრულებს დამცველობით ფუნქციას, რაც ორგანიზმში შეჭრილი ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების უვნებელყოფით გამოიხატება. ცხვირ-ხახის ადენოიდები შედგება პოხიერი უჯრედებისგან, რომლებიც გამოირჩევა განსხვავებული აგებულებითა და ფუნქციობით. ისინი ძლიერ სენსიტიურნი არიან ალერგენების მიმართ.

ალერგენსპეციფიკური IგE ანტისხეულები სისხლიდან აღწევს ქსოვილებში, სადაც პოხიერი უჯრედების ზედაპირზე იბოჭება. პოხიერი უჯრედები აქტიურდება მაშინ, როცა ალერგენის მოლეკულა ფიზიკურ კონტაქტში შედის მათ ზედაპირზე არსებულ IგE ანტისხეულებთან, რომლებსაც ამ ალერგენის ამოცნობის უნარი აქვთ და იწყება ალერგიული რეაქცია.

პოხიერი უჯრედებისგან გამოთავისუფლდება ისეთი მედიატორები, როგორებიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები, ციტოკინები. ამ ნივთიერებების გამოთავისუფლებას მოსდევს ქსოვილებში, ადგილობრივად, ანთებითი ცვლილებების განვითარება. სწორედ ჩამოთვლილი ნივთიერებები იწვევს ქრონიკული დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: შეშუპებასა და ლორწოვანის ჰიპერსეკრეციას. თუმცა ასეთი რეაქციები ყველა ადამიანს არ უვლინდება - აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას.

- რა ასაკში ვითარდება ადენოიდები ყველაზე ხშირად?

- ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია უმეტესად 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება, თუმცა იშვიათად სიცოცხლის პირველ წლებში და სქესობრივი მომწიფების შემდეგაც შეინიშნება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ბავშვთა ინფექციები, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და მიკრობული დაავადებები, ალერგია და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მემკვიდრეობითი ფაქტორი.

ზომის მიხედვით, განასხვავებენ ადენოიდების ჰიპერტროფიის სამ ხარისხს.

- უმეტესად რა სიმპტომებით ვლინდება ადენოიდები?

- ადენოიდების ჰიპერტროფია კლინიკურად შეიძლება სხვადასხვა სიმპტომით გამოვლინდეს. პაციენტებს ძირითადად აღენიშნებათ ცხვირით სუნთქვის გაძნელება და უხვი ლორწოვანი გამონადენი, რის გამოც ბავშვებს პირღიას სძინავთ და ხვრინავენ.

- რა გართულებებს აძლევს დასაბამს არანამკურნალები ადენოიდები?

- ადენოიდების ჰიპერტროფიის ხშირი გართულებაა შუა ყურის დაავადებები: ექსუდაციური ოტიტი და შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთება, რაც გამოწვეულია ადენოიდების მიერ ევსტაქის მილის დახშობით და შუა ყურის ნორმალური ვენტილაციის მოშლით. ასევე ხშირია თავის ტკივილი. პირი მუდმივად ღიაა, ქვედა ყბა დაშვებულია, მოგვიანებით სტადიებზე ბავშვებს სახის გამომეტყველებაც ეცვლებათ. ეს მათ აძლევს თავისებურ შესახედაობას, რომელსაც “ადენოიდური სახე” ეწოდება. ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ არასწორი თანკბილვა. ანთებითი პროცესები შესაძლოა გავრცელდეს ცხვირის დანამატ წიაღებშიც.

- რას გულისხმობს ადენოიდების მკურნალობა?

- ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფიის კონსერვატიული მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია, ანუ გართულებების მკურნალობას გულისხმობს. ძირითადი დაავადების კონსერვატიული მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

- გამოდის, რომ ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა... რა უკუჩვენებები აქვს ადენოტომიას?

- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხვირ-ხახის ადენოიდები ორგანიზმის დამცველობითი სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, ამიტომ საჭიროა, ზუსტად და დროულად განისაზღვროს ქირურგიული მკურნალობის ჩვენება. ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის საერთო მდგომარეობა, გართულების რისკი და ქირურგიული მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტურობა. ადენოტომიის უკუჩვენებებია სისხლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ასევე - რბილი სასის პათოლოგია, ცხვირისა და ხახის მწვავე დაავადებები.

- რამდენად ხშირია რეციდივი?

- ლიმფოიდურ ქსოვილს პროლიფერაციის უნარი აქვს, ამიტომ ოპერაციის შემდეგ ზოგჯერ მოსალოდნელია რეციდივიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხვირ-ხახაში თუნდაც უმნიშვნელო ოდენობის ქსოვილი დარჩა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რეციდივი ტექნიკურად უნაკლოდ ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც განვითარდეს.