ვარჯიშები სმენის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარჯიშები სმენის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად

ვარჯიშები მარტივია, მაგრამ თუ რეგულარულად შეასრულებთ, სმენას გაიმახვილებთ და შეაფერხებთ გარეთა ყურის დაბერების პროცესს, რაც მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში კარგი სმენის შესანარჩუნებლად.

ვარჯიშები ყურებისთვის

შეასრულეთ თანმიმდევრობით, თითოეული - 15-20-ჯერ: საჩვენებელი და ცერა თითებით

  • საშუალო ძალით აიწიეთ და დაიწიეთ ყურის ბიბილოები.
  • აიწიეთ ყურის ნიჟარა სასმენ მილზე მაღლა, მერე კი დაბლა დაიწიეთ.
  • გაქაჩეთ გარეთ ყურის ნიჟარის შუა ნაწილი.
  • ატრიალეთ ყურის ნიჟარები წრიულად, ჯერ - საათის ისრის მოძრაობის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით.
  • ცერები მიიდეთ ყურის ნიჟარების უკან, დანარჩენი თითები მოხარეთ მის წინ, მოუჭირეთ ნიჟარებს და ერთდროულად გაქაჩეთ ყურები ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.
  • ჩაივლეთ ყურის ნიჟარებში საჩვენებელი და ცერა თითები და ამოძრავეთ ყველა მხარეს. ეს ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გოგირდის გამოყოფას.
  • მოხარეთ ყურის ნიჟარები, მიიჭირეთ ხელისგულები და ასე გაჩერდით რამდენიმე ხანს.
  • მიიდეთ ხელის მტევნები ყურების უკან და ჯერ ნეკა თითებით ამოძრავეთ ყურის ნიჟარები, მერე კი დანარჩენი თითებით სწრაფად დაიხშეთ ყურები.
  • საჩვენებელი თითების ბალიშები ერთდროულად დააჭირეთ და აუშვით ყბების სახსრებიდან სასმენი მილის შესასვლელისკენ განზიდულ ნიჟარის ნაწილს.
  • საჩვენებელი და ცერა თითები ჩაივლეთ ყურის ნიჟარის სასმენი მილისკენ შემავალ ნაწილზე და ამოძრავეთ ზემოთ-ქვემოთ და გარეთ-შიგნით, ყოველ მხარეს - 3-4-ჯერ.