რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მბგერავი ნაოჭების პათოლოგია
მბგერავი ნაოჭების პათოლოგია
ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება. ის შესაძლოა ხმის ჩახლეჩის (დისფონია) ან ხმის დაკარგვის (აფონია) სახით გამოვლინდეს. ფონასთენია პროფესიული დაავადებაა. ის ძირითადად მომღერლებს, პედაგოგებს, მსახიობებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნება, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ. ხმის ფუნქცია, საზოგადოდ, სახმო აპარატის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.


სახმო აპარატს ქმნის ლორწოვანის მბგერავი ნაოჭები, რომლებიც ხორხის ღრუს ქვედა ნაწილის დასაწყის, შევიწროებულ ნაწილს მოსაზღვრავს. მბგერავი ნაოჭების სისქეში მბგერავი იოგი და კუნთია მოქცეული. მბგერავი ნაოჭები იმეორებს ხორხის კარიბჭის ნაოჭების მიმართულებას, თითქმის მათ პარალელურად განლაგდება (პასიური მდგომარეობის პირობებში) და
თავის მხრივ, მოსაზღვრავს ცვალებადი ფორმისა და ზომის ნაპრალს - ყიას. ამ უკანასკნელს წამყვანი მნიშვნელობა აქვს განსხვავებული ბგერების წარმოქმნაში და რეგულირდება კუნთების საშუალებით ციცხვისებრი ხრტილის საყრდენი ღერძის ირგვლივ გადაადგილებით. საჭიროების მიხედვით იცვლება მბგერავი ნაოჭების დაჭიმულობა და ყიის ზომა.


რა იწვევს მბგერავი ნაოჭების პათოლოგიას


მბგერავი ნაოჭების პათოლოგიას
(უხშირესად გამკვირებასა და კვანძების განვითარებას) ძირითადად მათი გადაძაბვა იწვევს. კვანძები, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანი ქსოვილოვანი წარმონაქმნებია. მუდმივი გადაძაბვის ფონზე თავდაპირველად მბგერავ ნაოჭებზე ერთგვარი გამკვრივებები ვითარდება, დროთა განმავლობაში ისინი მყარდება და კოჟრებს ემსგავსება. თუ მბგერავ ნაოჭებზე დატვირთვა არ წყდება, კვანძები უფრო და უფრო დიდდება. მბგერავ ნაოჭებზე კვანძები შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ფონზეც განვითარდეს და უფრო მეტად 20-50 წლის ქალბატონებში გამოვლინდეს. პათოლოგიური ცვლილებები ხშირია მწეველებთანაც. ბავშვებთან კვანძოვანი პათოლოგიის მთავარი მიზეზი ზემო სასუნთქი გზების ხშირი ანთებითი პროცესები და განმეორებითი ლარინგიტია (ხორხის ანთება). კვანძების ფორმირებას ხელს უწყობს აგრეთვე სისხლისა და ლიმფის არასწორი მიმოქცევა, საზოგადოდ, ტროფიკის (კვების) დარღვევა.


როგორ ავლენს თავს მბგერავ ნაოჭებზე განვითარებული კვანძები


კვანძები აფერხებს მბგერავი ნაოჭების სრულფასოვან ვიბრაციას, რაც ხმის ფუნქციაზე მნიშვნელოვნად აისახება. ძირითადი სიმპტომი ამ დროს დისფონია ანუ ხმის ჩახლეჩაა. დასვენების შემდეგ ხმა ზოგჯერ აღდგება, ტკივილი ხშირ შემთხვევაში არ არის გამოხატული. ძლიერი დაძაბვა ნაოჭების შეშუპებას იწვევს. კვანძები, ჩვეულებრივ, ნაოჭებზე სიმეტრიულად განლაგდება, ანუ წყვილს წარმოქმნის. სწორედ ამით განსხვავდება ისინი პოლიპების, კისტებისა და სიმსივნური წარმონაქმნებისაგან. კვანძების დიაგნოსტიკა ლარინგოსკოპიით ხდება. თავდაპირველად კვანძები წითელი ფერისაა და მბგერავი ნაოჭებისაგან დიდად არ განსხვავდება, მოგვიანებით სულ უფრო მეტად გამკვრივების გამო თეთრი ხდება. შორსწასულ შემთხვევებში მბგერავი ნაოჭები სერიოზულ ანთებას განიცდის და პათოლოგია ქრონიკულ ხასიათს იძენს. დილაობით ხმის ფუნქციაზე ეს არ აისახება, შუადღისთვის კი უკვე შესამჩნევი ხდება ხმის ჩახლეჩის (დისფონიის) გამო.

ასეთ დროს დიდი ყურადღება ექცევა ხმის რეჟიმს. განსაკუთრებით სასარგებლოა ხანგრძლივად დუმილი მბგერავ ნაოჭებზე ყოველგვარი დატვირთვის მოსახსნელად, აუცილებელია ხმადაბლა (ჩურჩულით) საუბრისა და ურთიერთობათა შეზღუდვა სახმო აპარატის დაძაბვის ასარიდებლად.


პოლიპი მბგერავ ნაოჭებზე

პოლიპი მკვეთრად შემოსაზღვრული მცირე ზომის წარმონაქმნია, რომელიც უმთავრესად მბგერავი ნაოჭის ცენტრალურ ნაწილში ლოკალიზდება (მას ტიპური განლაგება აქვს). ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ პოლიპის განვითარების მიზეზი მბგერავი ნაოჭის გასკდომისას (რასაც გადაძაბვა იწვევს) მასში მცირე ზომის შემოფარგლული სისხლჩაქცევაა. ორგანიზმის სხვა უბნებში განვითარებული პოლიპებისაგან განსხვავებით, მბგერავი ნაოჭების პოლიპები ავთვისებიანად პრაქტიკულად არ გადაგვარდება. პოლიპს ხშირად წვრილი ფეხი აქვს, რომლითაც მბგერავ ნაოჭს ემაგრება და მისი ვიბრაციისას მოძრაობს. ეს, თავის მხრივ, საუბრისას ხმის წყვეტილობას განაპირობებს. ხმის ფუნქციის შეცვლას - ფონასთენიას ხშირად თან ახლავს ხახაში უცხო სხეულის შეგრძნებაც. ეს უკანასკნელი დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოლიპი მიმდებარე ქსოვილებისაგან მკვეთრად შემოფარგლული, მკვეთრი კიდეების მქონე პათოლოგიური წარმონაქმნია. მას წითელი ან მოწითალო ფერი აქვს. ის შესაძლოა წვრილ ფეხზე ან მსხვილ საფუძველზე იყოს განთავსებული. პოლიპებს ხშირად გლუვი და სადა ზედაპირი აქვთ, ზოგჯერ კი წილოვანი შენება. ზომებით განსხვავებულია. გვხვდება როგორც ერთეული სახით, ასევე წყვილად განთავსებული ორივე მბგერავ ნაოჭზე. მბგერავ ნაოჭებზე პოლიპების განვითარება, ჩვეულებრივ, ნელ-ნელა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდება. კვანძების მსგავსად მათი დიაგნოსტიკაც ლარინგოსკოპიით წარმოებს.


მკურნალობა

მბგერავი ნაოჭების პათოლოგიების (კვანძები, პოლიპები) დროს თანმხლები ანთებისა და შეშუპების ჩასაცხრობად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალება, მათ შორის სტეროიდული პრეპარატები (ხშირად ინჰალაციის სახით), დიდი ყურადღება ექცევა ხმის თერაპიას, ხმის ჰიგიენისა და რეჟიმის დაცვას.

წარმონაქმნებს აცილებენ ენდოლარინგეალური მიკროქირურგიით. კერძოდ, გამოიყენება ლაზერი ან კრიოქირურგიული (მოყინვის) მეთოდი.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გერმანიაში გამგზავრების მსურველი ქართველები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგანაც გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ მიწებზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი მარტიდან
თუ ადამიანი თვითმფრინავში ძილს არჩევს, ის ყურის დაზიანების რისკის ქვეშაა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშია თვითმფრინავის მიერ სიმაღლის აღებისა და დაშვების მომენტები.
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია. ეს საოცარი ფენომენი ვესტიბულური ანუ წონასწორობის სისტემის წყალობით მიიღწევა. ამავე სისტემის ნორმალური ფუნქციობის პირობებში ჩვენ სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარი გვაქვს.

მოკლე აღწერა

ქრონიკული ტონზილიტის დროს ზიანდება არა მარტო ხახის ლორწოვანი გარსი, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას შეიძლება შეიქმნას მეტად მძიმე, ჯანმრთელობისთვის საზიანო მდგომარეობა. თირკმლები, გული, სახსრები - ეს “სამიზნე ორგანოების” არასრული ჩამონათვალია.
ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. ხალხში ფართოდ გავრცელებული ტერმინი “გლანდები” ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან - “გლანდულადან” მომდინარეობს. “გლანდულა” ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული - სპეციალური მილის - სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა). ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება).

23 თებერვალი 2018
როცა დედა ტყუპისცალია. ბავშვი შარშია :)
22 თებერვალი 2018
ქსანტოგუმოლი, სვიაში შემავალი კომპონენტი და ლუდის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ჭარბ
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა მაია ასათიანის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ჩვენს საიტზე უამრავი წერილი შემოდის, აინტერესებთ მაიას მდგომარეობა
ზოგიერთი გენები ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობს. ამ დასკვნამდე სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა.
პოლონელი მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ფეხის სიმაღლე შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მარკერი აღმოჩნდეს.