რატომ გვტკივა ყელი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვტკივა ყელი?

ყელის ტკივილის სამედიცინო მიზეზები

  • ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სეზონური ვირუსული დაავადებანი: მწვავე რესპირატორული ინფექციები, გრიპი, ინფექციური მონონუკლეოზი;
  • ბაქტერიული ინფექციები - სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ჰემოფილია;
  • აპლასტიური ანემია - სწორედ ყელის ტკივილით იწყება;
  • ყელი ორგანიზმში ინფექციათა შეჭრის გზაჯვარედინზეა, ამიტომ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ ნებისმიერ დაავადებას დასაწყისში თითქმის ყოველთვის ყელის ტკივილი ახასიათებს.

ყელის ტკივილის გამომწვევი შინაგანი ფაქტორები

ზოგჯერ ანალიზებითა და კვლევებით არ ვლინდება კონკრეტული ინფექციის არსებობა, მაგრამ ადამიანს ყელი სტკივა, შეინიშნება დაავადების სიმპტომატიკა და ეს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გრძელდება.

თუ ხორხი ხშირად გტკივათ, ყელი ანთებითია, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების აღმოჩენა კი ვერ ხერხდება, აუცილებელია ყურადღებით შეისწავლოთ თქვენი შინაგანი გარემო და შესაძლო პროვოკატორებიც იქ მოიძიოთ.

ალერგიული რეაქცია

ყელის ტკივილის საფუძვლიანი მკურნალობისათვის აუცილებელია გამღიზიანებლისგან დროული გათავისუფლება.

ალერგენი შესაძლოა იყოს ნებისმიერი აგენტი: მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვი, ობის სოკოები, წიგნის მტვერი, კვების პროდუქტები, ყველაზე ხშირად ციტრუსები და მარწყვი.

წყაროს ლიკვიდაცია საკმაოდ სწრაფად ათავისუფლებს პაციენტს მომაბეზრებელი ყელის ტკივილისგან.

ყელის კუნთების გადაძაბვა

უხშირესად ეს მომღერლებისა და სპორტსმენების პრობლემაა. ორივე შემთხვევაში სახმო იოგები ღიზიანდება, რაც აისახება როგორც ხმასა და მეტყველებაზე, ისე განწყობაზეც.

ასეთ დროს გამოსავალი ვარჯიშისა და რეპეტიციების დროებითი შემცირებაა. თუმცა ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია სახმო იოგების დამარბილებელი პრეპარატების მიღება.

სამუშაო გარემოს ჰაერის არასაკმარისი დატენიანება

გამათბობელი მოწყობილობები ზამთრის პერიოდში ძლიერ აშრობს ჰაერს. ასეთ შენობაში დიდი ხნით ყოფნის შემდეგ იწყება ყელის ტკივილი და ჩახეხვის შეგრძნება.

გამოსავალი ჰაერის ხარისხიანი დამატენიანებელია, რომელიც საფუძვლიანად აღმოფხვრის ამ პრობლემას პრივატულ გარემოსა თუ ოფისში.

საყლაპავ-კუჭის რეფ ლუქსი

ამ პროცესს იწვევს ყელისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის კუჭის მჟავე წვენით გაღიზიანება. ასეთ დრის დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია დეტალური გამოკვლევა გასტროენტეროლოგთან.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მუშაობის აღდგენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გააუმჯობესებას და ყელში გამუდმებულ ტკივილებს შეამცირებს.

სიმსივნური ახალწარმონაქმნების განვითარება

ყელის ლორწოვან გარსზე სიმსივნური ახალწარმონაქმნები შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვიოს:

  • თამბაქოსა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ;
  • სტრესებმა;
  • იმუნიტეტის დაქვეითებამ.

გარეგანი გამღიზიანებელი ფაქტორები

დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებში ცხოვრება საკმაოდ ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გამონაბოლქვი აირები, გზის საფარის დასამუშავებელი ქიმიური ნივთიერებები, სამრეწველო ნარჩენების გადმოტყორცნა გარემოში ყელის ძლიერი ტკივილის მიზეზი ხდება.

პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე ხშირი გასვლაა, მხოლოდ ამ ვითარებაში ახერხებს ყელი სრულფასოვან “დასვენებას” და გაცილებით ნაკლებად მტკივნეული ხდება.

ადამიანის ემოციური მდგომარეობა

ეჭვს არ იწვევს, რომ ყელში მუდმივი ტკივილის შეგრძნება განსაკუთრებით აქტიური ადამიანების ხვედრია, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, ყვირიან და თავიანთ სიმართლეს ასეთი აქტიური ფორმით ამტკიცებენ.

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, თვალი ვადევნოთ საკუთარი მეტყველების მანერას და ვისაუბროთ მშვიდი ტონით.

შეგახსენებთ, რომ დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება ხელს უწყობს შინაგანი ჰარმონიის მიღწევას.

ფსიქოსომატური ტკივილი ხშირად ქრება ქცევითი ხაზის შეცვლისა და ცხოვრებისეული პოზიციის გადახედვის შემდგომ, რაც საკმაოდ ძვირად ღირებული მკურნალობის ტოლფასია.

პოზიტიური განწყობა დაგაძლევინებთ როგორც ყელის ტკივილს, ისე ნებისმიერ ცხოვრებისეულ უსიამოვნებას.