რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ვენების დაავადებები
ვენების დაავადებები

ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა
დღეს ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ფართოდ გამოიყენება ვენოპროტექტორული საშუალებები. ისინი აუმჯობესებენ ვენის კედლების ელასტიკურ თვისებებს და ამ გზით ამცირებენ დაავადებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობის დროს კი ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შემაწუხებელ სიმპტომთა შემცირება. ქვედა კიდურების ვენური უკმარისობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმისთვის - ვარიკოზული დაავადებისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ცვლილებების ლიკვიდაცია ამ პრეპარატების დახმარებით შეუძლებელია. ვენოპროტექტორების გამოყენებისას არ უნდა გვქონდეს ვარიკოზული დაავადების შეჩერება-გაქრობის იმედი. ამ თვალსაზრისით რადიკალური მეთოდი ქირურგიული ჩარევაა. პროცესის პროგრესირების შესაჩერებლად რეკომენდებულია ელასტიკური კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის, შრომის პირობების შეცვლა, პროფილაქტიკური რეკომენდაციების შესრულება.


ვენების ქირურგია
ვინაიდან ვენების ვარიკოზული დაავადება საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული და თანაც დაავადებულთა დიდი ნაწილი ქალია, დღეს ოპერაციული მკურნალობისთვის მოწოდებულია მინიინვაზიური და მაქსიმალური კოსმეტიკური ეფექტის მქონე მეთოდები, მათ შორის - სკლეროთერაპია, ლაზერული და რადიოსიხშირული აბლაცია, მინიფლებექტომია. სულ უფრო დიდი ადგილი ეთმობა მკურნალობის ორგანოშემანარჩუნებელ მეთოდებს. ქირურგიული თუ მინიინვაზიური ჩარევის შედეგად ხდება მხოლოდ დაზიანებული ვენის ლიკვიდაცია, რაც საფუძველს გვაძლევს შევამციროთ დაავადების პროგრესირების, მისი გართულებების საფრთხე და პაციენტის დაინვალიდების რისკი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თუ მკურნალობა, მათ შორის - ქირურგიული, დროულად არ ჩატარდა, დიდია ალბათობა, რომ ვარიკოზული დაავადების პროგრესირების შედეგად დაზიანდეს ღრმა ვენური სისტემაც. ოპერაციისა და მისი შემდგომი პერიოდის თვალსაზრისით ვარიკოზული დაავადება "ჯანმრთელი" დაავადებაა. ოპერაციული ჩარევა უმეტესად იმ მეთოდით სრულდება, რომ არ არის აუცილებელი ზოგადი ნარკოზი, ოპერაციის შემდეგ პაციენტი პრაქტიკულად განკურნებულია, ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ ფეხზე დგას, დადის, კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა რამდენიმე საათი, მაქსიმუმ ერთი დღეა.


ღრმა ვენების დაავადებები
ზედაპირული ვენების ვარიკოზული დაავადებებისგან განსხვავებით, ღრმა ვენების სარქველოვანი უკმარისობა ნაკლებ მანიფესტირებულია. მის უხშირეს გამოვლინებას წარმოადგენს გარდამავალი შეშუპება კოჭ-წვივის სახსრის არეში. ავადმყოფს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ღრმა ვენების დაავადებათა მწვავე გართულება – თრომბოზი. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, ვინაიდან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით განპირობებული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ღრმა ვენების თრომბოზი ვლინდება მკვეთრი და მდგრადი შეშუპებით, კანის გასადავებით (ქრება კანის ნაოჭები), მიკროცირკულაციის დარღვევით, რაც ვლინდება კანის მოლურჯო-ციანოზური შეფერილობით, ზოგჯერ - ჰიპერემიით (სიწითლით), წვივის არეში თავს იჩენს მკვეთრი მწვავე გამბჯენითი ტკივილი. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია სპეციალისტთან დაუყოვნებელს მისვლა.


რატომ შუპდება ქვედა კიდურები
ეს კითხვა განსაკუთრებულ აქტუალობას ზაფხულში იძენს. ქვედა კიდურების შეშუპება, რომელიც შინაგანი ორგანოების დაავადებებთან არ არის დაკავშირებული, შესაძლოა განპირობებული იყოს ქრონიკული ვენური უკმარისობით, ლიმფური უკმარისობით (ლიმფოსტაზით). სისხლძარღვოვანი გენეზის შეშუპება უმთავრესად ვენური სისტემის პათოლოგიებს უკავშირდება, უფრო მკვეთრია ზაფხულში და გარდამავალია - მცირდება წოლის დროს, დატვირთვის შემცირებისას და დილით. შეშუპების მიზეზია სისხლის მომატებული დეპონირება კიდურებსა და ვენურ სისტემაში. წლის ცხელ პერიოდში ადამიანი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, რის გამოც მკვეთრად იზრდება სისხლის სიბლანტე. ასეთ სისხლს დენა უჭირს, ვითარდება ვენური სტაზი, რაც შეშუპებას განაპირობებს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი აფასებს შეშუპების შესაძლო მიზეზებს და გეგმავს სათანადო გამოკვლევებს - დუპლექსსონოგრაფიას, პლეტიზმოგრაფიას, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია შეშუპება - სისხლძარღვთა ორგანულმა ცვლილებებმა თუ ფუნქციურმა დეფიციტმა. საუკეთესო სამკურნალო საშუალებებია ვარჯიში, კონტრასტული შხაპი, ცურვა, რეკომენდებულია ვენოტონური პრეპარატები.


უსამართლოდ ბრალდებული
არის შემთხვევები, როცა გარკვეული ჩივილების მიზეზი პაციენტებს ვენების ვარიკოზული გაგანიერება ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში ისინი სხვა მდგომარეობის გამოვლინებაა. სახელდობრ, ნეიროპათიისა, სახსრების დაავადებებისა, კანის პათოლოგიისა, ზოგჯერ - გულის ან სხვა ორგანოთა დაავადებისაც. როგორც წესი, ექიმი აფასებს პაციენტის ზოგად მონაცემებს, ატარებს სათანადო კვლევებს და აზუსტებს პაციენტთა ჩივილების მიზეზებს.



თარიღი : 26-09-2016
natalia
მაინტერესებსს ვენებისს ვარიკოზისს დროსს თუ შეილება ვარჯიში
თარიღი : 26-09-2016
natalia
გამარჯობბათ მაინტერესებსს ვარიკოსიზზ დროსს თუ შეილება ვრჯიში მადლობა წინასეარ
თარიღი : 13-11-2014
NINI
გამარჯობათ ვენები მაწუხებს კოჯტან ექიმმა მიტხრა მაგლები ცჰაიცვიო ტუმცა არ ჩამიცვია ახლა მიხურს და დაჯიმულობას ვგრდზნობ მეორე ფეხზეც გამიცჰნდა ტალები მაგრამ ჯერ არ მივსულვარ ეხოს გადაგება მინდა მაგრამ არც ის ვიცი სად მივიდე ნორმალურ ექიმტან,მირცჰიეტ რამე გთხოვთ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
აშშ-ში მოუსვენარი ცხოვრება საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის ახალი მაჩვენებელია. ადრე მაღალი სტატუსის სიმბოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება და სადილის შემდეგ გოლფის თამაში იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალკოჰოლი ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად აბერებს სისხლძარღვებს. სპირტიანი სასმელების დიდი რაოდენობით რეგულარულ მიღებას არტერიების სწრაფად დაბერების პროვოცირება შეუძლია. ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხებათ.
ახალი მიდგომით, ლაზერის საშუალებით შესაძლებელი გახდა თრომბების მოშორება. ეს მეთოდი თამამად შეიძლება გამოვიყენოთ თრომბის გამწოვ ტრადიციულ მედიკამენტებთან ერთად.
აშშ-ის, გერმანიისა და ბელგიის სპეციალისტების გუნდმა მღრღნელებზე კვლევები ჩაატარა.
ვარიკოზით გამოწვეული “ვარსკვლავები”, გაგანიერებული ვენები და შეშუპებები - ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. მით უფრო, თუ სხვა სიმპტომებიც შეიმჩნევა - სიმძიმისა და მოჭერის შეგრძნება, ძლიერი დაღლილობა სამუშაო დღის შემდეგ. ეს ყველაფერი ვენების ვარიკოზული გაგანიერების დასაწყისზე მიუთითებს - ქრონიკულ დაავადებაზე, რომელიც დროთა განავლობაში შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.

ქვედა კიდურების ვენების დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც განსაკუთრებით ცხელი სეზონის დროს იჩენს ხოლმე თავს. ამ პრობლემაზე გვესაუბრება “ამტელ ჰოსპიტალ - პირველი კლინიკური საავადმყოფოს” სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ზაურ ნონიკაშვილი.

- ქრონიკული ვენური დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ის მოზრდილი მოსახლეობის 10-55%-ს აღენიშნება და უფრო ხშირია ქალებში. დაგვიანებული ჩარევისას სერიოზულად რთულდება და მკურნალობაც სოლიდურ ხარჯებს უკავშირდება. ქვდ-ის შორს წასული შემთხვევები შრომისუნარიანობის დროებითი თუ მყარი შეზღუდვის გამომწვევი ერთ-ერთი უხშირესი პათოლოგიაცაა.

ათეროსკლეროსი აზიანებს არტერიებს, იწვევს რა, მათი ელასტიურობის დაქვეითებას. ითვლება, რომ ეს ხდება მაღალი წნევის, ქოლესტერინის დონის მომატებისა და სიგარეტის მოხმარების გამო.
07 აგვისტო 2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
22 აგვისტო 2017
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.