რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
აღმოჩენილია მექანიზმი, რომელიც შაქარს ორგანიზმისთვის უვნებელს გახდის
აღმოჩენილია მექანიზმი, რომელიც შაქარს ორგანიზმისთვის უვნებელს გახდის
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ენზიმი, რომელსაც ჭარბი გლუკოზის ეფექტის განეიტრალება შეუძლია და იგი ცნობილია, როგორც G3PP. მისი ამოცანაა გლუკოზის საშიში, გვერდითი პროდუქტი გარდაქმნას უვნებელ, არატოქსიურ გლიცერინად. ახალა, მეცნიერები ეძებენ ამ ენზიმის გამააქტიურებელ მოლეკულას. აღნიშნული მოლეკულის შემცველ პრეპარატებს შეეძლება შეცვალოს ტიპი 2 დიაბეტითა და
სიმსუქნით დაავადებული ადამიანების ცხოვრება. თუმცა, სპეციალისტებს ცდების ცხოველებზე ჩატარება მოუწევთ, იმდენად რამდენადაც, მოქმედების პრინციპულად ახალ მექანიზმთან გვაქვს საქმე.

საქმე ისაა, რომ აქამდე G3PP მხოლოდ მარტივი - ბაქტერიების, წყალმცენარეებისა და სოკოების მსგავსი ორგანიზმებიდან იყო გამოყოფილი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ენზიმი ასევე ხელს უწყობს ნებისმიერი ძუძუმწოვარა ორგანიზმის უჯრედებში, საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმს. G3PP-ის საშუალებით ორგანიზმი ახდენს ჭარბი შაქრის კუპირებას, რომელიც გლიცერინის სახით გამოდის უჯრედებიდან.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ახალი წამალი ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულებს დაეხმარება. კოლორადოს უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატ სოტაგლიფოზინს შეუძლია ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულებში გლუკოზის დონის კონტროლი და ინსულინზე მოთხოვნილების შემცირება.
მეცნიერებმა სისხლში შაქრის მონიტორინგის ახალი მოხერხებული სისტემა შეიმუშავეს. ქაღალდის ერთჯერადი პლასტირი უნიკალური გამოგონებაა, რომელიც ვარჯიშის დროს, შაქრის დონის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
ადელაიდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნური დამატკბობლების ჭარბად გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს შაქარზე ორგანიზმის რეაგირებაზე, რაც თავის მხრივ ზრდის ტიპი-2 დიაბეტის განვითარების რისკს.
მაიამის უნივერსიტეტის დიაბეტის კვლევის ცენტრის მეცნიერებმა შაქრიანი დიაბეტი ტიპი-1-ით დაავადებულ პაციენტებს დონორთა კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) უჯრედები წარმატებით გადაუნერგეს. ერთი წლის წინ დიაბეტის მძიმე ფორმით დაავადებულ ქალს ლანგერჰანსის კუნძულების უჯრედები გადაუნერგეს ბადექონში,
თუ ადამიანის რაციონში სტაბილურადაა კონსერვანტების შემცველი პროდუქტები, შეიძლება ჰორმონული ფონი დაირღვეს. ექსპერიმენტისას მეცნიერებმა ჰორმონწარმომქმნელი ქსოვილები ყველაზე გავრცელებული სამი კონსერვანტით დაამუშავეს.
პროგესტერონის ძირითადი ეფექტი შფოთვასთან ბრძოლაა. ყველასათვის ცნობილია, რომ ორსულობისას ნერვიულობა არ შეიძლება. ქალებში ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს, ოვულაციის შემდეგ, პროგესტერონის დონე იმატებს.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.