ენდოკრინოლოგები ჰორმონულ დარღვევებს კონსერვანტებს უკავშირებენ
საუბარია ბუტიჰიდროქსილტოლუოლზე (Е321), პერფტოროქტანის მჟავაზე (PFOA) და ტრიბუტილოლის ნაერთებზე.
პირველ ნაერთს (Е321) ამატებენ საუზმის ხრაშუნა ფანტელებში, კრეკერებში, დაფასოებულ თხილეულში, რათა არ მოხდეს მათი დამძაღება. მეორე ნივთიერება (PFOA) წარმოიქმნება ტეფლონის ჭურჭლის გახურებისას, მას აგრეთვე შეიცავს ჩიფსებისა და პოპკორნის შეფუთვის შიგნითა ზედაპირის საფარველი. მესამე დანამატი კი გვხვდება იმ საღებავების შემადგენლობაში, რომელსაც გემების შესაღებად იყენებენ. ამ ტოქსიკურმა ნივთიერებამ შეიძლება წყალში შეაღწიოს და ზღვის პროდუქტებში დაგროვდეს.
აღმოჩნდა, რომ ეს ნაერთები აზიანებენ იმ ჰორმონებს, რომლებიც ნაწლავებსა და ტვინს შორის კავშირს უზრუნველყოფენ. შედეგად კი ტვინი ვერ იღებს დროულად ინფორმაციას დანაყრების შესახებ, რაც ჭარბად კვებისა და წონის მატების საშიშროებას ქმნის.
ლალი ჩხიკვაძე