როდის გავიკეთოთ სისხლის ანალიზი ჰორმონებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის გავიკეთოთ სისხლის ანალიზი ჰორმონებზე

, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის მდგომარეობას გვიჩვენებს.

ჰორმონები შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. სისხლში ჰორმონების შემცველობა სხვა კომპონენტებთან შედარებით უმნიშვნელოა, თუმცა ორგანიზმზე მათი გავლენა დიდია. ჰორმონები არეგულირებენ ორგანიზმში ყველა ბიოქიმიურ პროცესს, მათ შორის - ზრდა-განვითარებას, გამრავლებას, ნივთიერებათა ცვლას. სხვადასხვა ჰორმონმა შეიძლება ერთი და იგივე ფუნქცია შეასრულოს, ერთმანეთის მოქმედება შეავსოს, ან პირიქით, ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტი აღინიშნოს. ნორმისას ორგანიზმში ჰორმონული ბალანსი ნარჩუნდება. ეს ერთგვარი წონასწორობაა, რომელიც უზრუნველყოფილია სისხლში ჰორმონების კონცენტრაციით. ამ წონასწორობიდან გადახრა მაშინვე აისახება ორგანიზმზე და იწვევს დაავადების განვითარებას.

ჰორმონებზე სისხლის ანალიზი ჰორმონული ბალანსის დარღვევის გამოვლენის, დაავადების მიზეზის დადგენისა და სწორი მკურნალობის კურსის შერჩევის საშუალებას იძლევა. ეს კვლევა გამოიყენება ენდოკრინოლოგიაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, ანდროლოგიაში, ნევროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, ონკოლოგიაში და სხვა სპეციალობებში.

როდის ინიშნება ჰორმონებზე სისხლის ანალიზი

ჰორმონული ანალიზი, როგორც წესი, ტარდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის ან ამ ჯირკვლების ზომის მომატების შემთხვევაში.


ქალის სასქესო ჰორმონების ანალიზის ჩატარების ჩვენებებია:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • უნაყოფობა;
  • ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა;
  • კანზე გამონაყარი;
  • ჭარბი წონა;
  • კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია (სარძევე ჯირკვლის დაავადება);

მამაკაცის სასქესო ჰორმონებზე ანალიზის ჩაბარების ჩვენებებია:

  • სიმსივნური პროცესების განვითარების ეჭვის შემთხვევაში;
  • სათესლეების ფუნქციის დარღვევა;
  • თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
  • სიმსუქნე;
  • უნაყოფობა;
  • გამონაყარი კანზე;
  • ქალებთან - ჭარბთმიანობა.

ორსულობისას ჰორმონული ანალიზი ინიშნება ნაყოფის პათოლოგიური განვითარების შემთხვევაში. ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონზე ანალიზი (რომელიც ჩანასახის გარსის უჯრედების მიერ გამომუშავდება), ორსულობის გამოვლენის საშუალებას იძლევა განაყოფიერებიდან 6-10 დღეზე.


მნიშვნელოვანია ჰორმონზე სისხლის ანალიზის ჩატარება ორსულობის დაგეგმვებისას. ჰორმონული ფონის დროული შეფასება შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.

ორსულობის დაგეგმვისას შემდეგ ძირითად ჰორმონებზე ტარდება ანალიზი:

  • ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) ქალებთან პასუხისმგებელია საკვერცხეში კვერცხუჯრედის (ფოლიკულის) ზრდაზე. მამაკაცებთან კი არეგულირებს რეპროდუქციულ ფუნქციას.
  • მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH) - ქალებთან უზრუნველყოფს ფოლიკულში კვერცხუჯრედის მომწიფების დასრულებასა და შემდგომ ოვულაციას (ფოლიკულის გასკდომა და კვერცხუჯრედის გამოსვლა). მამაკაცებთან მოქმედებს სპერმატოზოიდის მომწიფებაზე.
  • პროლაქტინი - ასტიმულირებს მშობიარობის შემდგომ ლაქტაციას. ორსულობისას აქვეითებს FSH-ის გამოყოფას. თუ არ არის ორსულობა, პროლაქტინის მომატებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს FSH-ის პათოლოგიური დეფიციტი და ხელი შეუშალოს ჩასახვას.
  • ესტრადიოლი - მოქმედებს ქალის ყველა სასქესო ორგანოზე.
  • პროგესტერონი - გამომუშავდება კვერცხუჯრედის მომწიფების შემდეგ. ამ ჰორმონის გარეშე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ მიემაგრება საშვილოსნოს. პროგესტერონის ნაკლებობამ შეიძლება სპონტანური აბორტი გამოიწვიოს.
  • ტესტოსტერონი - ეს მამაკაცის სასქესო ჰორმონია. ქალებთან მისი მომატება სპონტანურ აბორტს იწვევს, მამაკაცებთან დაქვეითება კი სპერმის ხარისხის გაუარესებას.
  • დეჰიდროეპიანდოსტერონის სულფატი - ქალის ორგანიზმში მცირე რაოდენობით გამომუშავდება. ამ ჰორმონის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს.
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაც შეიძლება გახდეს უნაყოფობის მიზეზი.

როგორ ჩავაბაროთ სისხლი ჰორმონებზე

ჰორმონებზე ანალიზისთვის სისხლს იღებენ ვენიდან. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ


სრული სურათის მიღება შესაძლებელია შემდეგი ჰორმონების გამოკვლევით:

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები:

  • თავისუფალი Т3 (ტრიიოდთირონინი) - ასტიმულირებს ქსოვილებში ჟანგბადის ცვლას.
  • თავისუფალი Т4 (თიროქსინი) - ასტიმულირებს ცილების სინთეზს.
  • თირეოგლობულინის ანტისხეულები - მნიშვნელოვანი პარამეტრია რიგი აუტოიმუნური დაავადების გამოსავლენად.

ჰიპოფიზის ჰორმონები:

  • TSH (თირეოტროპული ჰორმონი) - ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (Т3 და Т4) გამომუშავებას. მისი მაღალი მაჩვენებელი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე მიუთითებს.
  • ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH). ქალებთან მისი ნორმული მაჩვენებელი დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ფაზაზე.
  • მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH). ეს მაჩვენებელიც მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული.
  • პროლაქტინი. ძირითადი ფუნქცია სარძევე ჯირკვლების განვითარება და ლაქტაციაა. პროლაქტინის კონცენტრაციის მომატებას ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება. არჩევენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერპროლაქტინემიას. ფიზიოლოგიური ჰიპერპროლაქტინემია შეიძლება დაკავშირებული იყოს ძუძუთი კვებასთან, ორსულობასთან, ფიზიკურ დატვირთვასთან, სტრესთან. ქალებთან პროლაქტინის კონცენტრაციის მომატება იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას და შეიძლება უშვილობის მიზეზი იყოს. მამაკაცებთან ჰიპერპროლაქტინემია იწვევს სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებასა და იმპოტენციას.
  • ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი - ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰორმონების სინთეზსა და სეკრეციას.

სასქესო ჰორმონები:

  • ტესტოსტერონი (მამაკაცის სასქესო ჰორმონი) - გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლის მიერ და სასქესო ჯირკვლებში. მოქმედებს სასქესო ორგანოების განვითარებაზე, მეორეული სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაზე, ძვლებისა და კუნთების ზრდაზე.
  • ესტროგენები (ქალის სასქესო ჰორმონები). ძირითადი ესტროგენებია - პროგესტერონი და ესტრადიოლი - გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლებსა და საკვერცხეებში. მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ფაზაზე. ესტროგენების მომატებული მაჩვენებელი მიუთითებს საკვერცხისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სიმსივნეზე, ასევე ღვიძლის ციროზზე. დაქვეითება - საკვერცხეების განუვითარებლობასა და სკლეროზზე.

თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები:

  • დეჰიდროეპიანდოსტერონის სულფატი - აუცილებელია ტესტოსტერონისა და ესტროგენების სინთეზისათვის.
  • კორტიზოლი - მონაწილეობს ბევრ ცვლით პროცესში, აქტიურად გამომუშავდება შიმშილსა და სტრესზე ორგანიზმის რეაქციის შედეგად.
  • ალდოსტერონი - ორგანიზმში წყალმარილოვან ბალანსზეა პასუხისმგებელი.

როგორ მოვემზადოთ ჰორმონების ანალიზისთვის.

სისხლში ჰორმონების რაოდენობა დამოკიდებულია დღე-ღამის პერიოდზე, რადგანაც არსებობს სეკრეციის დღეღამური რიტმი. ჰორმონული ანალიზისთვის სისხლი უნდა აიღოთ დილით, უზმოზე.

ქალებთან ჰორმონული ფონი ასევე მენსტრუალური ციკლის სტადიაზეა დამოკიდებული. საუკეთესო ამისთვის არის ციკლის მე-5-7 დღე.

ანალიზის გაკეთების წინ არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, უნდა მოერიდოთ მომატებულ ფიზიკურ დატვირთვას და სტრესულ სიტუაციას. ანალიზის ჩაბარაბამდე 1 საათით ადრე სიგარეტის მოწევაც არ შეიძლება.

ანალიზამდე აუცილებელია ჰორმონული პრეპარატების მიღების შეწყვეტაც.