რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ფტიზიატრია
საშიშია თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულთან მეგობრობა, როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებულთან ურთიერთობისას?ერთგული მკითხველირა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ...ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა. ინფიცირება დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტის დროს ხდება. ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირებს ავადმყოფი უმთავრესად ხველის დროს, ცემინებისას, ხმამაღალი სიცილისა და ლაპარაკისას ავრცელებს გარემოში. ამ დროს მიკრობი ბრონქებიდან ჰაერთან ერთად ამოდის. ადამიანი რომ დაინფიცირდეს, გამომწვევი მიკრობი პირის ღრუში უნდა მოხვდეს. საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სხვა საგნების მეშვეობით ინფექცია არ გაადაედება.
ტუბერკულოზი რეზისტენტულია ანუ წამალგამძლეა, როდესაც დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ მდგრადობას, რეზისტენტობას ამჟღავნებს. ეს საკმაოდ ართულებს დაავადების მკურნალობას. წამალგამძლე ფორმა შეიძლება განუვითარდეს როგორც ახალგამოვლენილ, ისე უკვე ნამკურნალევ პაციენტსაც. ძირითადი ანტიტუბერკულოზური პრეპარატებია იზონიაზიდი, რიფამპიცინი, პირაზინამიდი, ეტამბუტოლი და სტრეპტომიცინი. ისინი საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან მიკობაქტერიას, თუმცა მკურნალობა ნაკლებეფექტიანია, როდესაც მიკობაქტერია ამ პრეპარატებისადმი გამძლე ხდება.
ტუბერკულოზი, გარდა იმისა, რომ ფილტვებს აზიანებს, სხვა ორგანოებსაც ემტერება. საყურადღებოა, რომ ფილტვგარე ფორმა გვიან ვლინდება (დაავადების დაწყების შემდეგ 3 თვიდან 10 წლამდე პერიოდში), რაც გართულებათა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს (80%) განაპირობებს. ტუბერკულოზის ძვალსახსროვანი ფორმა უძველესი დროიდან არის ცნობილი. ევროპაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ქვის ხანაში გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი, რომლის გულმკერდის მალებსაც ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აღენიშნება; ეგვიპტეში იპოვეს მუმიები, რომლებსაც ტუბერკულოზური პროცესით შეცვლილი ძვლები აქვთ. ძვალსახსროვანი ტუბერკულოზი დღესაც აქტუალური სამედიცინო პრობლემაა. მისი განვითარების თავისებურებებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება ფთიზიატრი, მედიცინის დოქტორი გელა ბესელია:
ნაჩვენებია მე-1 გვერ 3 - დან
ექიმი, რომელმაც დღეს საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ამშობიარა, ღუდუშაურის კლინიკის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
16 იანვარი 2018
რამდენიმე თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული გახდა.
მშობიარობის დროს ხაშურის საავადმყოფოში 40 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
შეკითხვა ფსიქოლოგს - მივხვდი, რომ ქმართან ცხოვრება აღარ მინდა, მე ის აღარ მჭირდება, რადგან