რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
საჭმლის მონელება

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კომპლექსური ორგანოა, რომელსაც საჭმლის მონელება აკისრია. მონელებისას საკვები ფიზიკურად (მექანიკურად) და ქიმიურად მუშავდება, სასარგებლო ნივთიერებები შეიწოვება, უვარგისი და მოუნელებელი ნარჩენები კი ორგანიზმიდან გამოიდევნება. საკვების ფიზიკური დამუშავება მისი დანაწევრება-დაქუცმაცებაა, ხოლო ქიმიური - საკვები ნივთიერებებიდან რთული სტრუქტურისა და ორგანიზმისთვის უცხო ნაერთების მარტივ კომპონენტებად დაშლა. ეს პროცესები მიმდინარეობს განსაზღვრული თანამიმდევრობით, იწყება პირის ღრუში, გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით და მთავრდება სწორი ნაწლავიდან განავლოვანი მასების გარემოში გამოყოფით.

ფერმენტები და მათი მოქმედება

საჭმლის მონელება სამი ტიპის ფერმენტთა მიერ ხორციელდება:
I ტიპი - საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები;
II ტიპი - აუტოლიზის ფერმენტები;
III ტიპი - ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები.
აღნიშნული ფერმენტები ხელს უწყობენ საკვების დასველება-დატენიანებას, გაჯირჯვებას, ქმნიან ოპტიმალურ გარემოს მისი ქიმიური დაშლისთვის, შეიცავენ წყალსა და ლორწოს, ზოგიერთ
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მინერალურ მარილებს და საკვების სრულფასოვანი მონელებისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს.

 

საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის ყოველი ფერმენტი ანუ, როგორც მათ უწოდებენ, ენზიმი გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კონკრეტულ ნაწილში და მუშაობს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: მჟავა, ტუტე ან ნეიტრალურ გარემოში. ყოველი ფერმენტი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, რომელსაც ისე ერგება, როგორც გასაღები საკეტს. არსებობს საჭმლის მომნელებელ ფერმენტთა 4 ძირითადი ჯგუფი.
I ჯგუფი, ამილაზები (ამილოლიზური ფერმენტები), მოქმედებს ნახშირწყლებზე, შლის მათ გლუკოზად და სხვა სახის მონოსაქარიდებად, რის შემდეგაც მარტივ შემადგენლებად დაშლილი ნახშირწყლები პირდაპირ სისხლში ხვდებიან.
II ჯგუფი, პროტეაზები (პროტეოლიზური ფერმენტები), მოქმედებს ცილებზე, შლის მათ ოლიგოპეპტიდებად და ამინომჟავებად, რის შემდეგაც მარტივ კომპონენტებად დაშლილი ცილები პირდაპირ სისხლში ხვდებიან.
III ჯგუფი, ლიპაზები (ლიპოზური ფერმენტები), მოქმედებს ცხიმებზე, შლის მათ გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად, რის შემდეგაც მარტივ კომპონენტებად დაშლილი ცხიმები პირდაპირ ხვდებიან ლიმფაში.
IV ჯგუფი, ნუკლეაზები (ნუკლეოლიზური ფერმენტები), ნუკლეინის მჟავებზე მოქმედებს და მათ ნუკლეოტიდებად შლის, რის შემდეგაც მარტივ კომპონენტებად დაშლილი ნუკლეინის მჟავები პირდაპირ სისხლში ხვდებიან.

 

აუტოლიზის ფერმენტები
აუტოლიზის ფერმენტები საჭმლის მომნელებელი ის ნივთიერებებია, რომლებსაც თავადვე შეიცავს თერმულად დაუმუშავებელი საკვები. საჭმლის მომნელებელი ფერმენტები უხვად არის როგორც ცხოველურ, ისე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში.

 

ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები
ადამიანის ნაწლავური ფლორა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. სასარგებლო ბაქტერიებს შორის ჭარბობენ ბიფიდობაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში, კერძოდ, ცილებისა და ცხიმების წარმოქმნაში. ისინი ასევე ასინთეზებენ  K და B  ჯგუფის ვიტამინებს, წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ორგანიზმის ზოგადი იმუნორეაქტიულობის ჩამოყალიბებაში. გახსოვდეთ: საკვების მონელება ყველაზე ოპტიმალურად მაშინ მიმდინარეობს, როდესაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებში მისი გადამუშავება ხდება, უპირატესად, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და აუტოლიზის ფერმენტთა მეშვეობით, შუა ნაწილში ერთდროულად მუშაობენ ყველა ტიპის ფერმენტები, ქვედა ნაწილში კი მიკროფლორის მიერ გამომუშავებულ ფერმენტთა როლი ჭარბობს.

 

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქცია
მოტორიკა ანუ მოძრაობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში ხორციელდება ნებითი, უნებლიე, მაკრო და მიკრომოტორული მოვლენების სახით: საკვების მიღება, მისი მექანიკური დამუშავება ღეჭვის დროს, ყლაპვა, შეყოვნება კუჭში, შემდგომი ევაკუაცია ნაწლავებში, ნაღვლის ბუშტის შეკუმშვა და მოდუნება, ნაწლავის შიგთავსის (ქიმუსის) ერთმანეთში არევა და გადაადგილება, წვრილი ნაწლავების სხვადასხვა განყოფილებაში წნევის გადანაწილება, წვრილი ნაწლავებიდან ქიმუსის მსხვილ ნაწლავში გადასვლა, შემდგომ სფინქტერების შეკუმშვა და მოდუნება, მოძრაობა მსხვილ ნაწლავში - ეს ყოველივე აუცილებელია განავლოვანი მასების ჩამოყალიბებისა და დეფეკაციისთვის. მოძრაობის ეს საკმაოდ რთული ფორმები ხორციელდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთოვანი აპარატის და ტრაქტის მთელ სიგრძეზე არსებული დაახლოებით 35 სფინქტერის (მომჭერი რგოლის) მეშვეობით.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუსკულატურას ქმნის სპეციფიკური ფიზიოლოგიური თვისებების მქონე გლუვი (კუჭ-ნაწლავი) და განივზოლიანი (პირის ღრუ, ხახა, საყლაპავი მილის დასაწყისი) კუნთოვანი უჯრედები (მიოციტები), რომლებიც შემაერთებელი ხარიხების მეშვეობით კონებად არის შეკრული და მთლიანობაში საკმაოდ ძლიერ კუნთს ქმნის. კონებად და ფენებად შეკრული კუნთოვანი უჯრედები სხვადასხვანაირად არის განლაგებული: ნაწილი - ირგვლივად, წრიულად, ნაწილი - რგოლისებურად, ნაწილი - გასწვრივად, ნაწილი - სპირალისებურად, ნაწილი კი კუნთოვან ხარიხებს ქმნის. საკვების მონელებას ორი ძირითადი სახის - ქანქარისებრი და პერისტალტიკური - მოძრაობა განსაზღვრავს. საქანელასებრი მოძრაობა ხორციელდება ნაწლავის გასწვრივი და რგოლისებური კუნთების თანმიმდევრული შეკუმშვით, რის შედეგადაც ნაწლავის მონაკვეთი ხან მოკლდება და ფართოვდება, ხან გრძელდება და ვიწროვდება.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერების აზრით, სხვადასხვა დიეტა ნაწლავის ბაქტერიულ შემადგენლობას ცვლის, რაც თავის მხრივ,
ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერისტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს „ელექტრული ცხვირი“
საჭმლის მონელება ურთულესი პროცესია ორგანიზმში. ნახეთ ვიდეო, რა თანმიმდევრული რგოლებისგან შედგება იგი.
მუცელში ბუყბუყი ანუ სპეციფიკური ხმები გამოწვეულია ნაწლავებში სითხისა და
კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადი აწესრიგებს ძილს და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტრიფტოფანით (შეუცვლელი ამინომაჟავა) მდიდარი პროდუქტები, მათ შორის შოკოლადი, ნაწლავებისთვის სასარგებლოა.
ჰორმონ ქოლეცისტოკინინს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვაში დიდ როლს თამაშობს, სედატიური მოქმედებაც ახასიათებს. ფინელ მეცნიერთა ვარაუდით, ჩვილების მუცლის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ქოლეცისტოკინინის დეფიციტი იყოს.
16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
17 იანვარი 2018
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა