რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
როცა საჭმლის მონელება ირღვევა

ოროფარინგეული დისფაგიის მიზეზთა შორის უნდა აღვნიშნოთ:

  • ნერვული სისტემის დაავადებები – ოროფარინგეული დისფაგია შესაძლოა განვითარდეს გაფანტული სკლეროზის, კუნთოვანი დისტროფიის, პარკინსონის დაავადების და სხვა პათოლოგიების დროს;
  • ნერვული სისტემის მწვავე დაზიანება – ინსულტის, თავის ან ზურგის ტვინის ტრავმის შემთხვევაში;
  • ხახის დივერტიკული – ხახის კუნთოვანი კედლის პარკისებური გამოდრეკა.

გარდა ამისა, არსებობს დისფაგიის აუხსნელი შემთხვევებიც. მათ შორის უნდა დავასახელოთ ზოგიერთი პირის მიერ წამლის გადაყლაპვის შეუძლებლობა მაშინ, როცა საკვების გადაყლაპვა სრულიადაც არ უჭირთ და ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, რომელიც სტრესის ფონზე აღმოცენდება. როგორც ვხედავთ, ყლაპვის დარღვევა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული დაავადების გამოვლინებაც იყოს და ადვილად მოგვარებადი პრობლემის სიმპტომიც. ექიმი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ატარებს პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას და გეგმავს აუცილებელ გამოკვლევებს მიზეზის დასადგენად. ამისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს რენტგენოგრაფია ბარიუმის ფაფის გამოყენებით, ენდოსკოპია - სპეციალური აპარატით საყლაპავის დათვალიერება. ამ გზით ადგენენ ყლაპვის დარღვევის მიზეზს. მკურნალობის ტაქტიკაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ყლაპვის გაძნელების გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. საყლაპავის დაავადებებთან დაკავშირებული დისფაგიის დროს მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა, რეჟიმის დაცვა, დიეტა, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობაც. ოროფარინგეული დისფაგიის დროს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ატარებს ნევროლოგი. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტისთვის სპეციალური თხევადი საკვების მიცემა. ყლაპვის უეცარი გაძნელება რომ არ განვითარდეს, აუცილებელია ნელა ჭამა, საკვების კარგად დაღეჭვა. საყლაპავის სტრიქტურის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია გასტროეზოფაგური რეფლუქსის და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროული მკურნალობა.


- არ შეიძლება გვერდი ავუაროთ პირის ღრუში საკვების დამუშავების მნიშვნელობას ნორმალური მონელებისთვის...
- პირის ღრუში ლუკმა კარგად უნდა დაიღეჭოს. ამისთვის აუცილებელია ჯანსაღი კბილები, მათი არარსებობისას - სათანადო, კარგად მორგებული პროთეზი. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების სრულყოფილ, აუჩქარებელ ღეჭვას. ამ დროს ლუკმა იჟღინთება სანერწყვე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სეკრეტით, რაც ნახშირწყლების გადამუშავებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ნორმალური ღეჭვა აუცილებელია, რათა მოხდეს კუჭის სეკრეციის, მარილმჟავასა და პეფსინის შემცველი კუჭის წვენის სათანადო გამოყოფის სტიმულირება. მოუწესრიგებელი პირის ღრუ, ჩქარი ჭამა უარყოფითად მოქმედებს კუჭზე, იწვევს ჰაერის შთანთქმას, ბოყინს, მეტეორიზმს.


- არის შემთხვევები, როცა საკვების მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ თავს იჩენს კუჭის ტკივილი. რისი ბრალია ეს? კუჭის რომელი დაავადების დროს არის მოსალოდნელი საჭმლის მონელების დარღვევა?
- ასეთი ტკივილი ხშირად კუჭის გადავსებით და მისი გლუვი კუნთების კუმშვითი მოძრაობით – პერისტალტიკით არის გამოწვეული, თუმცა არ არის გამორიცხული, დაავადების სიმპტომიც იყოს. მაგალითად, გასტრიტისა, კუჭის წყლულისა. უკანასკნელ შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს ტკივილის ლოკალიზება ერთ წერტილში, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობა, თანდართული გულძმარვა. არსებული ჩივილების საფუძველზე ტარდება პაციენტის გამოკვლევა, დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდია გასტროსკოპია – კუჭის ლორწოვანის დათვალიერება სპეციალური აპარატის მეშვეობით.  კუჭის წყლულის დროს პაციენტი ზოგჯერ ცდილობს, საკვების მიღებით შეამციროს ტკივილი, რადგან კუჭის მჟავა წვენის ნეიტრალიზაციის საუკეთესო საშუალება სწორედ საკვებია. ეს ქმნის ილუზიას, თითქოს ადამიანს კარგი მადა აქვს, მაგრამ შემდგომ ტკივილის შიშით პაციენტმა შესაძლოა ჭამაზე უარიც კი თქვას. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს საჭმლის მონელება მაშინ ირღვევა, როცა ხდება კუჭის გასავალი ნაწილის – პილორუსის შევიწროება ამ არის ანთებითი შეშუპებისა და დანაწიბურების გამო. ასეთ დროს საკვები კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში ვეღარ გადადის და კუჭში ყოვნდება. მიღებულ საკვებს ემატება კუჭის მიერ სეკრეტირებული წვენი, რაც კუჭის გადავსებას, გულისრევას და ღებინებას იწვევს. ამონაღები მასა შეიცავს წინა დღეებში მიღებული საკვების ნაწილაკებს. ასეთ დროს აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა, სათანადო მკურნალობა. შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაციული ჩარევაც. საკვების მონელება ირღვევა კუჭის სეკრეტში მარილმჟავას შემცველობის დაქვეითების ან მისი არარსებობის დროს. მარილმჟავას დეფიციტის გამო ირღვევა ცილების მომნელებელი ფერმენტის - პეფსინის გააქტიურება, რაც, ბუნებრივია, ცილოვანი საკვების მონელებას არღვევს. იზრდება ბაქტერიების ჭარბი გამრავლების რისკი. საქმე ის არის, რომ კუჭის მჟავა სეკრეტს აქვს ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება, დაბალი მჟავიანობისას კი საკვებში არსებული მიკრობების განადგურება ფერხდება და ისინი ინტენსიურად მრავლდებიან. უფრო მეტად ამიტომაც ემუქრებათ საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციები ადამიანებს, რომელთაც დაქვეითებული აქვთ კუჭის მჟავიანობა. ბაქტერიების ჭარბ გამრავლებას მოჰყვება ფაღარათი, საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების შეწოვის დარღვევა. დაბალი მჟავიანობისას ბაქტერიების ჭარბი გამრავლების გარეშეც კი ირღვევა საკვები ელემენტების, კერძოდ მიკროელემენტებისა და ვიტამინების შეწოვა. პაციენტებს ხშირად აწუხებთ ტკივილი კუჭის არეში, რის მიზეზიც არის მჟავას დეფიციტისას კუჭში არსებული საკვების არასრული მონელება. ასეთ დროს რეკომენდებულია ჩანაცვლებითი თერაპია – კუჭის მჟავა წვენის ჩამანაცვლებელი პრეპარატების სმა, ასევე - მინერალებისა და ვიტამინების მიღება. პაციენტები, რომელთაც სიმჟავე დაქვეითებული აქვთ, საკვებით გამოწვეული ინფექციების მაღალი რისკის გამო განსაკუთრებული გულისყურით უნდა მოეკიდონ კვებას, მიიღონ მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა ხარისხიც ეჭვს არ იწვევს. არ არის მიზანშეწონილი იმ საკვების მიღება, რომელიც შესაძლოა მალე გაფუჭდეს (რძის ნაწარმი, ნიგვზიანი, მაიონეზიანი სალათები, კრემიანი ნამცხვრები და ასე შემდეგ), მაგრამ, ქართული სუფრის თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე საათის განმავლობაში ამშვენებს სუფრას.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერების აზრით, სხვადასხვა დიეტა ნაწლავის ბაქტერიულ შემადგენლობას ცვლის, რაც თავის მხრივ,
ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერისტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს „ელექტრული ცხვირი“
საჭმლის მონელება ურთულესი პროცესია ორგანიზმში. ნახეთ ვიდეო, რა თანმიმდევრული რგოლებისგან შედგება იგი.
მუცელში ბუყბუყი ანუ სპეციფიკური ხმები გამოწვეულია ნაწლავებში სითხისა და
კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადი აწესრიგებს ძილს და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტრიფტოფანით (შეუცვლელი ამინომაჟავა) მდიდარი პროდუქტები, მათ შორის შოკოლადი, ნაწლავებისთვის სასარგებლოა.
ჰორმონ ქოლეცისტოკინინს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვაში დიდ როლს თამაშობს, სედატიური მოქმედებაც ახასიათებს. ფინელ მეცნიერთა ვარაუდით, ჩვილების მუცლის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ქოლეცისტოკინინის დეფიციტი იყოს.
16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
17 იანვარი 2018
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა