გასტრიტი, აშლილობა, შეკრულობა, კოლიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გასტრიტი, აშლილობა, შეკრულობა, კოლიტი

მწვავე გასტრიტის მიზეზია გადაჭარბებული კვება, მით უმეტეს, როცა ამ "სიამოვნებას" ემატება ალკოჰოლი, უხარისხო საკვები, ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენება, ორგანიზმის თვითმოწამვლა ღვიძლის, თირკმლის დაავადებისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას და სხვა.

გასტრიტის სიმპტომებია უეცრად გაჩენილი სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი მკერდის ძვლის ქვეშ, ბოყინი ლაყე კვერცხის ან მიღებული საკვების სუნით, ნადები ენაზე, გულისრევა ღებინებით. 1-2 დღის შემდეგ ეს მოვლენები გაივლის და ხდება სრული გამოჯანმრთელება. უფრო რთულ შემთხვევაში შეგრძნებები უფრო მეტად უსიამოვნოა: იმატებს სხეულის ტემპერატურა, ტუჩებზე ჩნდება გამონაყარი, მოსალოდნელია გონის დაკარგვა. დაავადება გრძელდება 10-15 დღე. აუცილებელია მკურნალობის კურსის ჩატარება.

ქრონიკული გასტრიტი ვითარდება ან მწვავე გასტრიტის ხშირი გამეორების შემთხვევაში, ან ორგანიზმზე ზემოაღნიშნული მიზეზების ხანგრძლივი ზემოქმედებისას, ასევე - რიგი ქრონიკული დაავადებისას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კვების რეჟიმისა და საკვების ხარისხის მიმართ უყურადღებობა (ჩქარი ჭამა, არასაკმარისად დაღეჭილი საჭმლის ყლაპვა, ჭამის დროს კითხვა) შეიძლება გახდეს ქრონიკული გასტრიტის მიზეზი. დაავადება ვლინდება მადის დაქვეითებით, ბოყინით, გულისრევით, ზოგჯერ - ტკივილით, უფრო ხშირად - სიმძიმის შეგრძნებით მკერდის ძვლის ქვეშ. ქრონიკული ფორმის განკურნება ძალიან ძნელია.

ფაღარათი

ეს არის ნაწლავთა ფუნქციის მოშლა, რომელიც ვლინდება თხელი და ხშირი განავლით. არაინფექციური აშლილობის მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავების ინტენსიური (გაძლიერებული) პერისტალტიკა, როცა მათი თხელი შიგთავსი მოძრაობს სწრაფად და ვერ ასწრებს სისხლში შეწოვას. პერისტალტიკის გაძლიერებას იწვევს უხეში, ცუდად გადამუშავებული ან უხარისხო საკვების გამაღიზიანებელი ზემოქმედება, გადაჭარბებული ნერვიულობა და შიში. ზოგჯერ აშლილობა შედეგია კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის მიერ საკვების არასრულყოფილი გადამუშავებისა ან წარმოადგენს ორგანიზმის დამცავ რეაქციას, რომლის დროსაც ორგანიზმიდან იდევნება მავნე, ტოქსიკური პროდუქტები.

აშლილობა ვითარდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების (ენტერიტის, კოლიტის) დროსაც, როცა ირღვევა ბალანსი დუღილისა და ლპობის პროცესებს შორის, რასაც ნაწლავში არსებული მიკროორგანიზმები განაპირობებს. დუღილით აშლილობისას მუცლიდან ისმის ყურყური, აღინიშნება გაზების დაგროვება, განავალი არის ქაფიანი, ბაცი, აქვს ზოგჯერ ჩვეულებრივი, ზოგჯერ მჟავე სუნი. ნაწლავების ანთების დროს, განსაკუთრებით - მწვავე პროცესის შემთხვევაში, მოქმედებს აშლილობის გამომწვევი სამივე ფაქტორი: ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა, შემცირებული გაწოვა, ლორწოს გაძლიერებული წარმოქმნა.

შეკრულობა

ეს არის კუჭ-ნაწლავის ორ-სამდღიანი და უფრო ხანგრძლივი ან სისტემატურად არასრულყოფილი დაცლა. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავების მოქმედება რეგულარულად, ჩვეულებრივ, განსაზღვრულ დროს ხდება. სიხშირე და რაოდენობა დამოკიდებულია საკვების ხასიათზე.

შეკრულობის მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავში არსებული მექანიკური წინააღმდეგობა - სიმსივნე, ჰემოროიდული კვანძები, ნაწიბურები, განავლოვანი მასის დაგროვება, ასევე - ფუნქციური დარღვევა: ატონიური შეკრულობა - ნაწლავის მუსკულატურის დასუსტება ორგანიზმის საერთო სისუსტესთან ერთად, სისხლნაკლებობა და სიგამხდრე, მჯდომარე ცხოვრების წესი და არარეგულარული კვება, დეფეკაციის აქტის ხელოვნურად დათრგუნვა (ატონიური ჩვეული შეკრულობა), ნაწლავის კუნთების ხანგრძლივი სპაზმი (სპასტიკური შეკრულობა), ფსიქიკური ფაქტორი, ქრონიკული პროფესიული მოწამვლა, თამბაქოს წევა. შეკრულობამ შეიძლება გამოიწვიოს მუცელში სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი, უმადობა, თავის ტკივილი.

კოლიტი

კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებაა, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.

განასხვავებენ კოლიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე კოლიტი ხშირად მიმდინარეობს წვრილი ნაწლავების და კუჭის ანთებასთან ერთად. მისი გამომწვევი უმეტესად ინფექციაა (მიკრობი, პარაზიტი). ქრონიკული კოლიტი მეტწილად არასწორი კვებითი რეჟიმისა და ნაწლავის ნერვული რეგულაციის დარღვევის გამო ვითარდება. ეს დარღვევები იწვევს ნაწლავში შიგთავსის დაყოვნებას, ლორწოს ჭარბ გამოყოფას და სხვა მოვლენებს, რომლებიც არღვევს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მუშაობას.

მწვავე კოლიტის მთავარი სიმპტომებია მუცლის ტკივილი, შებერილობა, აშლილობა, განავალში ლორწო, ზოგჯერ - სისხლიც. სხეულის ტემპერატურა 38-390-მდე იმატებს. ასეთი მდგომარეობა გრძელდება რამდენიმე დღიდან 2-3 კვირამდე და მეტხანს.

ქრონიკული კოლიტისთვის დამახასიათებელია შეკრულობისა და აშლილობის მონაცვლეობა, დაავადების პერიოდული მიწყნარება და გამწვავება და ერთი მუდმივი ნიშანი - ცნს-ის აშლილობა: გაღიზიანება, დაღლილობა, ძილის დარღვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მწვავე კოლიტის დროს 1-2 დღის განმავლობაში რეკომენდებულია შიმშილი. შემდეგ გადადიან ჩვეულებრივ კვებაზე. დიეტა ყოველი ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა. ის უნდა იყოს დამზოგველი, ვიტამინებით მდიდარი, სრულყოფილი და უზრუნველყოს ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირება.

მწვავე კოლიტი ხშირად მიმდინარეობს წვრილი ნაწლავების ანთებასთან (ე.წ. ენტეროკოლიტი) და კუჭის ანთებასთან (გასტროენტეროკოლიტი) ერთად.


 

ხალხური მედიცინის  რამდენიმე რჩევა

კოლიტის დროს გამორიცხეთ რაციონიდან ყოველგვარი ცილოვანი პროდუქტი: ხორცი, ხორცის ნახარში, კვერცხი და ა.შ. სასარგებლოა: რძე, ფაფა, კარტოფილის პიურე, ყურძნის წვენი (ნახევარი ჭიქა დღეში).

მწვავე გასტრიტის დროს პირველ რიგში საჭიროა კუჭის გაწმენდა საფაღარათო საშუალებით. მთელი დღე-ღამე არაფერი ჭამოთ, მომდევნო დღეებში კი მიირთვით მხოლოდ თხევადი უცხიმო საკვები მცირე ულუფებით. მუცლის ტკივილისას მუცელი დაითბუნეთ. დილით და საღამოთი გაიკეთეთ ოყნა სოდის, ბორის მჟავას ან გვირილის ხსნარით.

ქრონიკული გასტრიტის დროს შინ შეიძლება ჩაიტაროთ ასეთი მკურნალობა: ოყნა, შემდეგ - მკაცრი დიეტა: არავითარი ცხიმიანი, მარილიანი, სპირტიანი, მწარე, არავითარი ნუგბარი და რაც შეიძლება ცოტა ტკბილეული. უნდა ჭამოთ ცოტა და ხშირად, რათა კუჭი მცირე ხანსაც არ დარჩეს ცარიელი. საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ. პირველ ხანებში მიირთვით ბლანტი - ბრინჯის, ქერის, ჭვავის რძიანი სუპები. სასარგებლოა მცირე რაოდენობით ჩაის მიღება, განსაკუთრებით - მწვანე ჩაისა, მაგრამ არა ჭამის დროს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი წითელი ჭარხალი, მჟავე კომბოსტო და წიწიბურას ფაფა.

გასტრიტის სამკურნალო რეცეპტები

თეთრთავა კომბოსტოს წვენი

კარგადEშემოსული კომბოსტოს ფურცლები დაჭერით, გამოწურეთ, მიიღეთ თბილი წვენი 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. კარგია ქრონიკული გასტრიტის დროს, განსაკუთრებით - კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში.

გამოწურული კომბოსტოს წვენის შენახვა შეიძლება მაცივარში არა უმეტეს ორი დღე-ღამისა.

არსებობს სხვა წესიც: წვენი შეიძლება მიიღოთ ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. დაიწყებთ 1/2 ჭიქიდან და დოზას თანდათან გაზრდით 1 ჭიქამდე დღეში 3-4-ჯერ. სვით 3-4 კვირის განმავლობაში.

კარტოფილის წვენი

მიიღეთ 3/4 ჭიქა ახალგამოწურული წვენი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. ყოველი 10 დღის შემდეგ უნდა შეისვენოთ. კარგია მჟავიანობის მომატებით მიმდინარე გასტრიტის დროს.

შეკრულობის დროს

საჭიროა კვება ბუნებრივი პროდუქტებით, ისეთებით, როგორიც არის საღი მარცვლეული, ცოცხალი წვნიანი ხილი, უმი და სწორად მოხარშული ბოსტნეული. ისინი ნაწლავს ამარაგებენ იმ აუცილებელი ელემენტებით, რომლებიც საჭიროა მისი კუნთების ნაყოფიერი მუშაობისთვის.

საკვები, რომელიც ასუსტებს პერისტალტიკას და იწვევს შეკრულობას:

ყოველგვარი ცხელი სასმელი - ჩაი, ყავა, წყალი და სხვა;

შემკვრელი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ტანინს, კაკაო, წითელი ღვინო;

შემომგარსველი საშუალებები - ბრინჯისა და ჭვავის ნახარში, კისელი და კარტოფილის ფქვილი, ახალი თეთრი პური, ყოველგვარი ღვეზელი, ფქვილის ნაწარმი, ცხიმიანი ხორცი.

შეკრულობისას კარგია პროდუქტები, რომლებსაც საფაღარათო მოქმედება ახასიათებს.

ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს ცივი სასმელები, ნაყინი, ბურახი, მარილიანი პროდუქტები, თაფლი, რძის შაქარი, საზოგადოდ, შაქრის შემცველი, მაგრამ არა ფქვილოვანი პროდუქტი, ასევე - უხეში მცენარეული საკვები: ჭვავის პური, კანიანი ხილი, მაგარი უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (ჭარხალი, თალგამი, ბოლოკი), წიწიბურას ფაფა, ორგანული მჟავების შემცველი პროდუქტი: კეფირი, კუმისი, ნაღები, ალუბალი, გარგარი, მოცხარი, პომიდორი, კომბოსტო, თეთრი ღვინო.

დიზენტერიის დროს

საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი. ყველა პროდუქტი ქუცმაცდება. უხეში და ძნელად გადასამუშავებული პროდუქტი გამოირიცხება.

არ შეიძლება ცივი საკვებისა და სასმლის მიღება, ვინაიდან ცივი აძლიერებს სისხლის მიდინებას დაზიანებულ ნაწლავებთან. დაავადების მწვავე პერიოდში უნდა მიირთვათ ბრინჯისა და ქერის ბლანტი სუპები, ცილოვანი წყალი (ახალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ წყალთან ერთად და სვით მცირე ყლუპებით, თბილი). გამოჯანმრთელების შემდეგ სხვა საკვებზე გადასვლა უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად. როცა განავალში სისხლი აღარ იქნება, შეიძლება, პაციენტს მიეცეს კარტოფილისა და სტაფილოს პიურე, ბულიონი, ახალი ხაჭო, კისელი, ოდნავ დამტკბარი შავი ყავა. შემდეგ შეიძლება, რაციონში თანდათან ჩაერთოს ხორცი, ახალი თევზი, კვერცხი, ნაღების კარაქი, ნაღები, წიწიბურას და შვრიის წყალზე მომზადებული ფაფები.