თმის შეღებვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის შეღებვა

მაგალითად, კარგი იქნება, თუ ღია ფერის თმას ოქროსფრად ან ფერფლისფერ-ქერად შევღებავთ. წყალბადის ზეჟანგით მიღებული თმის ფერი ძალზე არაბუნებრივი და კონტექსტიდან ამოვარდნილია. გასათვალისწინებელია, რომ ვარცხნილობა და თმის ფერი კანის ფერსა და სახის ფორმასაც უნდა შეესაბამებოდეს. იმავდროულად, უნდა გამოკვეთოს ადამიანის ინდივიდუალობაც. ვარცხნილობის შეცვლა, ხშირად თმის ფერის ან მისი გაღიავებული ნაწილის განლაგების ცვლილებასაც ითხოვს. გახსოვდეთ, რომ წინ განთავსებული ღია ფერის ლოკონები ამსხვილებს სახის ნაკვთებს და პირიქით.

გაღიავება - ერთი ტონით ღია ახალი ფერის მიღებას გულისხმობს. ეს პროცესი შლის პიგმენტს და თმის გაბაცების საშუალებას იძლევა. გაღიავებად შეიძლება მოვიხსენიოთ ადრე შეღებილი თმიდან საღებავის მოცილებაც და მუქად წარუმატებლად შეღებილი თმის ფერის კორექტირებაც.

გაუფერულება - გაღიავების ყველაზე მაღალი ხარისხია, როცა პიგმენტი მთლიანად ირღვევა და თმა უფერულდება. გაუფერულება შეიძლება დამოუკიდებელი პროცესიც იყოს და მოსამზადებელიც გაცილებით ღია ტონებისთვის.

შეღებვა - ეს არის თმის ახალი ფერის მიღების პროცესი ფერის წარმომქმნელი კომპონენტების დაჟანგვითა და ნატურალური პიგმენტის ხელოვნურით ჩანაცვლებით.

ტონირება - თმის ელფერის განმტკიცებისათვის განკუთვნილი მსუბუქი ცვლილებაა, რომლის დროსაც ბუნებრივი პიგმენტი ხელშეუხებელი რჩება.

მელირება - თმის გარკვეული რაოდენობის სხვადასხვა დონემდე გაღიავებას ნიშნავს.

კოლორირება - მთელი თმის შეღებვა სხვადასხვა ფერის ნაწილებად.

თმის ღებვის ეტაპები

თმის ღებვის რამდენიმე ეტაპი არსებობს, მათ შორის:

  • საღებავის შერჩევა;
  • პრეპარატისადმი შემგუებლობის ტესტი;
  • წინასწარ დაბანა;
  • საღებავის წასმა;
  • შეღებვის დრო;
  • შეღებილი თმის მოვლა;
  • საღებავის შერჩევა.

თმის საღებავის შერჩევას თმის სტრუქტურა და თავის კანის მდგომარეობა განაპირობებს. თუ კანზე ჭრილობა ან რაიმე დაავადების ნიშანია, შეღებვისგან თავი უნდა შეიკავოთ. თმის ფერის განსაზღვრისთვის თმის მცირე ნაწილს სინათლეზე უნდა გახედოთ, რადგან თმა ერთიანად უფრო მუქი ჩანს. ქიმიური დახვევის შემდეგ უნდა გამოიყენოთ მატონირებელი პრეპარატები - ისინი ამკვეთრებენ თმის ფერს და აუმჯობესებენ მის სტრუქტურას. თმის ნატურალური ფერით შეღებვისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი: თმა ძირებისკენ ოდნავ უფრო მუქი უნდა იყოს, ვიდრე ბოლოებისკენ. უმჯობესია, თუ წინა მხარეს თმა უკანასთან შედარებით ღია იქნება, ისევე როგორც ზედა მხარეს - ქვედასთან შედარებით. თუ ალერგიული მოვლენები გახასიათებთ, შეღებვამდე ტესტი უნდა ჩაიტაროთ. მცირე ოდენობის საღებავი წაისვით ყურის უკან მშრალ კანზე. თუ 24 საათის შემდეგ კანი გაწითლდა და გაღიზიანდა, ე.ი. ეს საღებავი თქვენთვის შეუფერებელია. თმისა და კანის დამცავი ცოცხალი შრის შესანარჩუნებლად შეღებვის წინ თავს არ იბანენ. ამისთვის ცდილობენ მხოლოდ თმის დაბანას კანთან შეუხებლად, ძალიან ჭუჭყიან თმაზე შამპუნს მხოლოდ ერთხელ ისვამენ, ისიც უბალზამოდ. ლაქის, მუსის ან სხვა ნარჩენის მოსაცილებლად ყველაზე კარგი შეღებვის წინ თმის ჩამოვარცხნაა.

საღებავის წასმის წესები

უმჯობესია, თმა სალონში შეიღებოთ. იქ სტილისტი თქვენი თმისთვის ოპტიმალური ქიმიური შემადგენლობის საღებავს შეგირჩევთ, სწორად და თანაბრად გაანაწილებს მას თმაზე და კარგ ფერსაც მიიღებთ. თუ ეს პროცედურა დამოუკიდებლად, შინ ჩაატარეთ, მაშინ რამდენიმე მარტივი წესიც გაითვალისწინეთ. თმის ღებვისას შუბლისა და საფეთქლის მიდამოც რომ არ შეგეღებოთ და კანი არ გაგიღიზიანდეთ, თმის ზრდის ადგილზე, კიდეებში, ცხიმიანი საცხი, ზეთი ან ვაზელინი წაისვით. ხელის კანსა და ფრჩხილებზე თმის საღებავი ცუდად მოქმედებს, ამიტომ  აუცილებლად ჩაიცვით სპეციალური ხელთათმანი. სასურველია, შესაღებად არ გამოიყენოთ ლითონის ინსტრუმენტები, რადგან საღებავის ლითონთან ურთიერთქმედებისას არასასურველი შენაერთები წარმოიქმნება, რაც უარყოფითად მოქმედებს თმასა და საღებავის ხარისხზე. საღებავის შესაზავებლად გამოიყენეთ პლასტმასის ან კერამიკული ჯამები. საღებავი უშუალოდ შეღებვის წინ უნდა გააზავოთ, რადგან მყისიერად იწყება ჟანგვის პროცესი და მცირე ხნის შემდეგ ფერის ინტენსივობა სუსტდება. შეღებვა გადავარცხნილი ხაზიდან იწყება, შემდეგ გადადის კეფის არეში, რადგან ეს ნაწილი უფრო ცივია და ღებვის პროცესი შედარებით ძნელად მიმდინარეობს. საფეთქლებისა და შუბლის ზედა ნაწილის შეღებვა ბოლოს ჯობია, ამ ადგილებში თმა თხელია და სწრაფად იღებება. საღებავი უნდა წაისვათ სწრაფად და ზუსტად, რომ თანაბარი ინტენსივობის ფერი მიიღოთ. საღებავის წასმას ნუ მოანდომებთ 10-15 წუთზე მეტს. რაც უფრო სქელი და ხშირია თმა, მით უფრო თხელ ფენას უნდა წაუსვათ საღებავი, რომ თითოეული ღერი კარგად გაიჟღინთოს.

თმის შესაღებად საჭირო დრო

უმნიშვნელოვანესია თმის შესაღებად საჭირო დროის დაცვა. ათვლა საღებავის წასმის მომენტიდან იწყება.

  • მსუბუქი შეღებვა (პასტელური ტონირება) - 15 წუთი;
  • ნორმალური შეღებვა (ტონი ტონში, ერთი ტონით ღია ან მუქი) - 30-35 წუთი;
  • გაღიავება - 35 წუთი;
  • ძლიერი გაღიავება - 50 წუთი, ნაკლებ დროში საღებავი კარგად არ გამჟღავნდება და არ იქნება მედეგი.

საღებავის ჩამობანა

ჩამობანამდე შეამოწმეთ, რამდენად კარგად შეიღება თმა. შემდეგ ცოტა თბილი წყალი დაისხით, მსუბუქად აიქაფეთ და გაანაწილეთ მთელ თავზე სამასაჟე მოძრაობებით. ამ პროცედურის შემდეგ უკვე სპეციალური შამპუნით გულდასმით დაიბანეთ თავი და თმა გამანეიტრალებელი ბალზამით დაიმუშავეთ, რომ მთლიანად მოიცილოთ საღებავის ნარჩენები და თმას ბრწყინვალება მიანიჭოთ.