რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
მწვავე გასტრიტი
მწვავე გასტრიტი

მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც ტკივილით, სისხლდენითა და სხვა სიმპტომებით გამოიხატება. ეს სიმპტომები ერთბაშად, მოულოდნელად იჩენს თავს. ამით განსხვავდება მწვავე გასტრიტი ქრონიკულისგან, რომელიც დიდხანს და ნელ-ნელა პრო-გრესირებს. ზოგჯერ მწვავე გასრიტი ეროზიულია - კუჭის ლორწოვანი ზედაპირულადაა დაზიანებული. მწვავე გასტრიტი  - ეროზიულიც და არაეროზიულიც - მკურნალობას უმეტესად იოლად ემორჩილება.

კუჭი საყლაპავისა და წვრილი ნაწლავის შემაერთებელი ორგანოა. მასში მოხვედრილი საკვები კუნთების კუმშვის შედეგად და კუჭის მჟავა წვენის ზემოქმედებით წვრილ ნაწილაკებად იშლება და გადამუშავდება. კუჭის ლორწოვანი ამოფენილია განსაკუთრებული უჯრედებით, რომლებიც მას საკუთარი

წვენის მავნე ზემოქმედებისგან იცავს. მწვავე გასტრიტი ვითარდება, როდესაც კუჭის ლორწოვანის დამცავ ფენას მავნე ნივთიერებები ან რომელიმე დაავადება აზიანებს. გასტრიტის სიმპტომები ხანმოკლე და სუსტიც შეიძლება იყოს და ხანგრძლივი და შემაწუხებელიც. ეს თავისებურება ინდივიდუალურია. ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ფაქტორი ზოგიერთ ავადმყოფს კუჭის საპროექციო არეში უმნიშვნელო
დისკომფორტს ჰგვრის, ზოგიერთს კი მწველ ტკივილს, გულისრევას, ღებინებასა და უმადობას, რასაც ზოგჯერ მუქი-მოშავო განავალიც ერთვის.


როგორ ვლინდება
ამრიგად, მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანის მწვავე ანთება და შეშუპებაა. ეს ცვლილება სხვადასხვა სახისა და ძალის სიმპტომებით გამოიხატება. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც ადამიანი, პათოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, არაფერს უჩივის. დაავადების ძირითადი ნიშნებია:

  • წვის შეგრძნება მუცელში;
  • ტკივილი მუცელსა და კუჭის საპროექციო არეში, მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ქვემოთ;
  • უმადობა;
  • გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე.

მწვავე გასტრიტს ზოგჯერ მძიმე გართულება მოჰყვება, მაგალითად, კუჭიდან სისხლდენა. ამიტომაც გვირჩევენ, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუ გასტრიტის სიმპტომებს დაერთო:

  • ძალიან ძლიერი მუცლის ტკივილი;
  • სისხლიანი ან შავი კუპრისმაგვარი განავალი;
  • პირნაღებ მასაში სისხლიანი ან ყავის ნალექისმაგვარი მინარევი.


რა იწვევს
როგორც ითქვა, კუჭის ლორწოვანი გარსი ამოფენილია განსაკუთრებული უჯრედებით, რომლებიც ერთგვარ დამცავ ფენას წარმოქმნის. ის კუჭის ლორწოვანს მჟავა წვენის მავნე ზემოქმედებისაგან იცავს. თუ ეს გარსი დასუსტდა, ვითარდება გასტრიტი. დამცავი გარსის დასუსტებას და ლორწოვანის დაზიანებას მრავალი ფაქტორი იწვევს: თამბაქო, ზოგიერთი მედიკამენტი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სტრესი (არა ემოციით, არამედ ქირურგიული ჩარევით ან მძიმე დაავადებით, მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის ან სუნთქვის უკმარისობით გამოწვეული), კაუსტიკური ნივთიერებები. მწვავე გასტრიტის ყველაზე გავრცელებულ მიზეზთა ნუსხა ასეთია:

  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
  • თამბაქოს წევა;
  • სტრესი;
  • ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მიზეზია ჰელიკობაქტერიით ინფიცირებაც. Hელიცობაცტერ პყლორი-თ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია ინფიცირებული. ზოგჯერ მწვავე გასტრიტი მარტივი ჰერპესის ვირუსისა და ციტომეგალოვირუსის ზემოქმედების შედეგია. ცნობილია სხივური თერაპიის დროს მწვავე გასტრიტის განვითარების შემთხვევებიც. საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი ფაქტორები მწვავე გასტრიტს ყოველთვის არ იწვევს. საბედნიეროდ, რისკფაქტორთა კონტროლის გზით გასტრიტის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი: ვერიდოთ ალკოჰოლს, თამბაქოს, ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების უკონტროლო მიღებას.


როგორ მკურნალობენ
მწვავე გასტრიტს, გამომწვევი ფაქტორისა და სიმძიმის კვალობაზე, სხვადასხვანაირად მკურნალობენ.




თარიღი : 20-11-2016
Bozishviliviko
Bazari araa magari informaciaa shechema
თარიღი : 18-08-2015
ნონა მეფარიშვილი
სამი წლის ბავშვს აქვს გასტრიტი ერთი წელია ვმკურნალობ დიეტაზე მკავს მაგრამ არ მაქვს შედეგი როგორ მოვიქცე სად მივიკვანო დზან გტხოვტ დამეხმარეტ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერების აზრით, სხვადასხვა დიეტა ნაწლავის ბაქტერიულ შემადგენლობას ცვლის, რაც თავის მხრივ,
ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერისტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს „ელექტრული ცხვირი“
საჭმლის მონელება ურთულესი პროცესია ორგანიზმში. ნახეთ ვიდეო, რა თანმიმდევრული რგოლებისგან შედგება იგი.
მუცელში ბუყბუყი ანუ სპეციფიკური ხმები გამოწვეულია ნაწლავებში სითხისა და
კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადი აწესრიგებს ძილს და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტრიფტოფანით (შეუცვლელი ამინომაჟავა) მდიდარი პროდუქტები, მათ შორის შოკოლადი, ნაწლავებისთვის სასარგებლოა.
ჰორმონ ქოლეცისტოკინინს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვაში დიდ როლს თამაშობს, სედატიური მოქმედებაც ახასიათებს. ფინელ მეცნიერთა ვარაუდით, ჩვილების მუცლის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ქოლეცისტოკინინის დეფიციტი იყოს.
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა