რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
მწვავე გასტრიტი
მწვავე გასტრიტი

ანტიბიოტიკები
ჰელიკობაქტერიული ინფექციით გამოწვეული მწვავე გასტრიტის დროს აუცილებელია ანტიბიოტიკები. ექიმმა უნდა დანიშნოს სათანადო კურსი, რომელსაც პაციენტი ზედმიწევნით გაივლის. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ინფექციის მოსპობა და მისი განმეორების თავიდან აცილება. ჰელიკობაქტერიით გამოწვეული გასტრიტის დროს უმეტესად 2 ანტიბიოტიკი ინიშნება და მათი მიღება 10-14 დღე გრძელდება. შესაძლოა ამოქსიცილინის, კლარითრომიცინის, მეტრონიდაზოლის, ტეტრაციკლინის გამოყენება. დამატებით ინიშნება ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მჟავას დამთრგუნველი საშუალებები. მწვავე გასტრიტის მკურნალობის ეფექტური მეთოდია კუჭის მჟავა წვენის პროდუქციის დაქვეითება. საამისოდ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებსა და ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტებს იყენებენ. ამ წამლებს მწვავე გასტრიტის თავიდან ასაცილებლადაც უნიშნავენ, განსაკუთრებით - სტაციონარში მწოლიარე პაციენტებს, რომლებიც მძიმე დაავადებას ან ტრავმას მკურნალობენ, ანდა ეს-ესაა გაიკეთეს ოპერაცია. გასტრიტის ეფექტური მკურნალობისათვის მოწოდებული პროტონული ტუმბოს ინჰიბიოტორებია:

  • ესომეპრაზოლი;
  • ლანსოპრაზოლი;
  • ომეპრაზოლი;
  • პანტოპრაზოლი;
  • რაბეპრაზოლი.

H2 რეცეპტორების ბლოკერებია:

  • ციმეტიდინი;
  • ფამოტიდინი;
  • ნიზატიდინი;
  • რანიტიდინი.

თუ მწვავე გასტრიტის ფონზე ფაღარათი ან ღებინება განვითარდა, შედეგიანი მკურნალობისთვის შესაძლოა საჭირო აღმოჩნდეს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის შევსება. მძიმე შემთხვევებში, მაგალითად, კუჭიდან სისხლდენისას, პაციენტი სტაციონარში გადაჰყავთ.


გართულებები
მწვავე გასტრიტი გართულებებს იშვიათად იწვევს. უფრო მაშინ, თუ მკურნალობა დაგვიანდა. ასეთ დროს მოსალოდნელია:

  • კუჭიდან სისხლდენა;
  • კუჭის კიბოს რისკის მომატება (H. pylori-T გამოწვეული მწვავე გასტრიტის დროს);
  • კვებიერების დაქვეითება უმადობის და დისკომფორტის გამო;
  • კუჭის წყლულის პერფორაცია;
  • შემაწუხებელი ტკივილი და დისკომფორტი;
  • ინფექციის გავრცელება;
  • კუჭის წყლული (H. pylori-T გამოწვეული მწვავე გასტრიტის დროს).


დიეტა
მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა რჩევის თანახმად, გასტრიტის სიმპტომების შესუსტებაში შესაძლოა დაგვეხმაროს ბოჭკოთი მდიდარი საკვები - პარკოსნები, მარცვლეული, კარტოფილი, შვრია, ბარდა, ასევე - ვაშლი, ნიახური, შტოში, ხახვი და ნიორი. ისინი მდიდარია ფიტონციდებით და შესაძლოა შეაჩერონ ჰელიკობაქტერიის გამრავლება. ჰელიკობაქტერიის დათრგუნვაში შესაძლოა დაგვეხმაროს პრობიოტიკებიც. პრობიოტიკებით მდიდარია იოგურტი. მისი ხანგრძლივი გამოყენება ამცირებს გასტრიტის აღმოცენების რისკს.


რას უნდა ვერიდოთ
კუჭის გამაღიზიანებელი საკვები ინდივიდუალურია, ამიტომ დღეს სპეციალისტები თავს არიდებენ საყოველთაო დიეტაზე საუბარს და გვირჩევენ, ვერიდოთ პირადად ჩვენთვის სარისკო საკვებს. უმრავლესობისთვის ასეთია ცხარე სანელებლები, მჟავე სოუსები, შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლიანი სასმელები.


პროფილაქტიკა
გასტრიტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ, საკვები მცირე ულუფებად მივირთვათ, ვერიდოთ პომიდორს, ტომატს, ციტრუსს - ეს საკვები ხელს უწყობს კუჭის მჟავა წვენის სეკრეციას. თუ ტკივილგამაყუჩებლების მიღება აუცილებელია, უპირატესობა მივანიჭოთ აცეტამინოფენს (პარაცეტამოლი) და შეძლებისდაგვარად უარი ვთქვათ ასპირინსა და სხვა არასტეროიდებზე.


გვჭირდება თუ არა ექიმის დახმარება
მართალია, ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ გასტრიტის დროს რეკომენდებულ დიეტასა და მედიკამენტებზე, მაგრამ თუ გგონიათ, რომ მწვავე გასტრიტი გაქვთ, ჯობს დროულად მიმართოთ ექიმს. მართალია, დიეტით სიმპტომებს შეამცირებთ, მაგრამ დიეტა წამლების ალტერნატივა არ არის; სათანადო მკურნალობა კი მხოლოდ ექიმმა შეიძლება დანიშნოს.

 

 



თარიღი : 20-11-2016
Bozishviliviko
Bazari araa magari informaciaa shechema
თარიღი : 18-08-2015
ნონა მეფარიშვილი
სამი წლის ბავშვს აქვს გასტრიტი ერთი წელია ვმკურნალობ დიეტაზე მკავს მაგრამ არ მაქვს შედეგი როგორ მოვიქცე სად მივიკვანო დზან გტხოვტ დამეხმარეტ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერების აზრით, სხვადასხვა დიეტა ნაწლავის ბაქტერიულ შემადგენლობას ცვლის, რაც თავის მხრივ,
ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერისტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს „ელექტრული ცხვირი“
საჭმლის მონელება ურთულესი პროცესია ორგანიზმში. ნახეთ ვიდეო, რა თანმიმდევრული რგოლებისგან შედგება იგი.
მუცელში ბუყბუყი ანუ სპეციფიკური ხმები გამოწვეულია ნაწლავებში სითხისა და
კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადი აწესრიგებს ძილს და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტრიფტოფანით (შეუცვლელი ამინომაჟავა) მდიდარი პროდუქტები, მათ შორის შოკოლადი, ნაწლავებისთვის სასარგებლოა.
ჰორმონ ქოლეცისტოკინინს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვაში დიდ როლს თამაშობს, სედატიური მოქმედებაც ახასიათებს. ფინელ მეცნიერთა ვარაუდით, ჩვილების მუცლის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ქოლეცისტოკინინის დეფიციტი იყოს.
19 იანვარი 2018
ამერიკელმა ექიმებმა სექსის დროს მიღებული ყველაზე მოულოდნელი ტრავმების სია შეადგინეს.
19 იანვარი 2018
ლასტერის საავადმყოფოში მოხვდა 34 წლის პაციენტი, რომელიც ცდილობდა შეეკავებინა ცემინება
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა
შეკითხვა ფსიქოლოგს - ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს უღალატია და არც მიღალატებს, მაგრამ