რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
პროთრომბინი და მისი მაჩვენებლები
პროთრომბინი და მისი მაჩვენებლები

როდის არ არის მიზანშეწონილი საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდებისა და პროთრომბინის კონტროლი?
მაშინ, როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ აქვს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები და არც რომელიმე ზემოთ ნახსენები მდგომარეობა აღენიშნება. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, ზედა კიდურების პარესთეზია (დაბუჟება) ღამის საათებში ჯანმრთელი ადამიანისთვის არ არის სისხლის შედედების სისტემის მდგომარეობის კონტროლის ჩვენება, რადგან დასახელებულ სიმპტომებს, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არავითარი კავშირი არ აქვთ თრომბოზის რისკთან. როცა ჯანმრთელ ადამიანს აღმოაჩნდება პროთრომბინის მაღალი ინდექსი, მკურნალობა არ ინიშნება.


როგორ შეიძლება პროთრომბინის დაქვეითება?
ზემოთ მითითებული ჩვენებების შემთხვევაში ინიშნება ანტიკოაგულანტები - შედედების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები. მათი გამოყენების მიზანია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებლის შენარჩუნება განსაზღვრულ ფარგლებში. ანტიკოაგულანტების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასპირინის ზემოქმედებით პროთრომბინის ინდექსი ან საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება არსებითად არ იცვლება.


რა შეიძლება იყოს პროთრომბინის მატების მიზეზი?
პროთრომბინის მატება შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • K ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებით;
  • ესტროგენების შემცველი ჰორმონული მედიკამენტების მიღებით (ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის - გრიზეოფულვინის მიღებით;
  • დიმედროლის მიღებით;
  • თრომბოზით.


რა იწვევს პროთრომბინის დაქვეითებას?
პროთრომბინის დაქვეითებას იწვევს:

  • შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • ღვიძლის დაავადებები;
  • ცილის დეფიციტი;
  • K ვიტამინის დეფიციტი;
  • სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები - ანტაციდები;
  • ზოგიერთი სხვა მედიკამენტი.

ამის გათვალისწინებით, თუ ჰეპატიტის (ღვიძლის ანთებითი დაავადების) დროს აღმოჩნდა, რომ პროთრომბინის მაჩვენებელი ნორმალურია, ესე იგი ღვიძლის მდგომარეობაც ნორმალურია და ანთების აქტივობა უმნიშვნელოა.


საკვები, რომელიც ხელს უშლის პროთრომბინის დაქვეითებას
როგორც აღვნიშნეთ, განსაზღვრული სახის საკვები დიდი რაოდენობით

შეიცავს კ ვიტამინს. მისი ჭარბი მიღება არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ამცირებს ეფექტს და აბრკოლებს თრომბოზის პროფილაქტიკისთვის საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების სასურველი მაჩვენებლის მიღწევას. კ ვიტამინით მდიდარია ყოველგვარი ჯიშის კომბოსტო, მწვანილი, მწვანე ხახვი, ბოლოკი, საქონლის ღვიძლი, სოია და მისი პროდუქტები, მწვანე ჩაი. მათი მიღება ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას უნდა შეიზღუდოს.  პროთრომბინის დაქვეითებას ხელს უწყობს თევზის ქონი, ე ვიტამინი, კოჭა, ნიორი, თუმცა მათი ეფექტიანობა სამეცნიერო კვლევებს არ დაუდასტურებია.


 



თარიღი : 23-08-2014
protrombini
Gamarjobat,protrombini maqvs 69 roca qalebshi Norma 80-100 aris. Sakveb racions k vitaminit vamdidreb tumca arvici Ra sakvebi shevzgudo aseve risi shemcvleli preparatebi AR mivigo. Veli tqvens pasuxs.
თარიღი : 12-06-2014
.........
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ დაბალი პროთრომბინის შემთხვევაში რა საშუალებებით შეიძლება მისი გაზრდა?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სისხლის ფერადობის მაჩვენებელი ერითროციტების კვლევისთვის გამოიყენება. სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობა, ფორმა, მოცულობა და ფერი სისხლის ხარისხზე მიუთითებს. ფერადობის მაჩვენებლით განისაზღვრება წითელი სხეულაკების წილი და ჰემოგლობინის რაოდენობა. სისხლის ანალიზის ეს მაჩვენებელი ინფექციისა და სხვადასხვა სახის ანემიის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ფერადობის მაჩვენებლის ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 0,85-დან 1,05-მდეა.

სისხლის ბანკები ზაფხულის სეზონზე მარაგების შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ. როგორც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი სისხლის ბანკის, ”ჰემა 2012”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დიანა ტარიელაძემ განაცხადა, მათი კლინიკაც იმ კლინიკებს შორისაა, რომლებსაც საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სისხლის პროდუქტების მარაგი უმცირდებათ.
ანემია არის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში ჰემოგლობინის ან სისხლის წითელი სხეულაკების დაბალი მაჩვენებელი. კლინიკურად ანემია შეიძლება გამოვლინდეს: ზოგადი სისუსტით, ადვილად დაღლილობით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით,
პრაქტიკულად ყველამ იცის, რა არის ლეიკოციტები - სისხლის მსხვილი, ბურთისებრი, უფერული ელემენტები. მათ ხშირად სისხლის თეთრ სხეულაკებსაც უწოდებენ.
1. ადამიანის სხეულის სისხლძარღვების სიგრძე დაახლოებით 100 ათასი კილომეტრია.   

2. სისხლის პლაზმა შეიცავს 90% წყალს და მხოლოდ 10% მასში გახსნილი ორგანული და მინერალური ნივთიერებები: მარილები, გლუკოზა, ფერმენტები და სხვ.
ე.წ. “კარგი” ქოლესტერინი (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა რისკს ამცირებს. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურებული (განსაკუთრებით ავტომობილების გამონაბოლქვით) ჰაერი ორგანიზმში “კარგი“ ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.