რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ანემია ბავშვებში
ანემია ბავშვებში

ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ანემიის ნებისმიერი ვარიანტი, თუმცა 90% მაინც ნორმალური სისხლწარმოქმნისთვის აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტით გამოწვეული ფორმების, კერძოდ, რკინადეფიციტური ანემიის წილად მოდის. ანემიით დაავადებულთა 40% სამ წლამდე ასაკისაა, მესამედი - პუბერტატული ასაკისა. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ანემია უფრო იშვიათია. ბავშვობის ასაკში განვითარებულ ანემიებზე პედიატრი ქეთევან ჭანიშვილი გვესაუბრება.

- რით არის განპირობებული ანემიის სიხშირე ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში?
- სამ წლამდე და სქესობრივი მომწიფების პერიოდში ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება, რასაც თან ახლავს სისხლის ფორმიანი ელემენტების, სისხლის მოცულობის ზრდა და ერითროპოეზის (ერითროციტების წარმოქმნის) მაღალი აქტიურობა. სისხლის

წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს ბავშვის ძვლის ტვინი. ორგანიზმს გამუდმებით სჭირდება დიდი ოდენობით რკინა, სრულფასოვანი ცილები, მიკროელემენტები, ვიტამინები. ამიტომ კვების თუნდაც უმნიშვნელო დარღვევები, ინფექციური დაავადებები, მედიკამენტები (რომლებიც თრგუნავენ ძვლის ტვინის ფუნქციას) ადვილად იწვევს ორგანიზმის ანემიზაციას, განსაკუთრებით სიცოცხლის მეორე წლიდან, როცა რკინის ნეონატალური მარაგი განლეულია. ხანგრძლივად მიმდინარე სიდეროპენია
შეკითხვა ექიმს
-ძალიან მჭირდება კომპეტენტური ადამიანის რჩევა, ვიცი მეტყვით რომ კოსმეტოლოგს უნდა მივმართო, მაგრამ თქვენიი დახმარებაა უფრო მჭირდება, რადგან რამდენიმე კოსმეტოლოგთან მქონდა უკვე ვიზიტი და ისინი ერთი პრობლემის მოგვარების შემდეგგ სხვაა უამრავ პრობლემას მიჩენენ. კონკრეტულად მაქვს გაფარტოებული ფორები შუბლზე, ცხვირის გასწვრის, ნიკაპთან, რომლებიც გამიჩნდა სახის გაწმენდის შემდეგ. სახეს ვიწმენდდი კვირაში ერთხელ ექიმ კოსმეტოლოგტან და როგორც აღმოვაჩინე ის სათანადოდ არ ზრუნავდა გაწმენდი შემდეგ ფორების დახურვაზე. ქიმიური პრეპარატების გამოყენება აღარ მინდა რადგან მათ ისედაც საკმარისად ვხმარობ გამონაყარის წინააღმდეგ და იქნებ რამე ბუნებრივი ნიღბები ან რაიმე სხვა საშუალებები მასწავლოთ ფორების დასახურად.
(რკინის ნაკლებობა) იწ­ვ­ევს ღრმა ქსოვილოვან და ორგანულ ცვლილებებს, ჰიპოქსიას (ჟანგბადის ნაკლებობას) და უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევას. ანემია აფერხებს ბავშვის ზრდის პროცესებს, მის ჰარმონიულ განვითარებას, წარმოიქმნება ინფექციის ქრონიკული კერები, მძიმდება სხვა პათოლოგიური პროცესები.


- როგორ ხდება ორგანიზიმში რკინის ცვლა ასაკის მიხედვით?
- რკინის ოდენობა ყოველდღე იზრდება 0,5 მგ-ით და 18 წლამდე მისმა მარაგმა უნდა მიაღწიოს 4,5 გრამს. დედის რკინის ჩალაგება დეპო ორგანოში ძირითადად ორსულობის ორ უკანასკნელ თვეს ხდება. რკინის მარაგი არასაკმარისი იქნება, თუ ახალშობილი დღენაკლულია, ტყუპია, დედას ანემია აქვს ან ორსულობის მეორე ნახევრიდან აღენიშნება ტოქსიკოზი. დაბადების შემდეგ დროული ახალშობილის რკინის დეპო ივსება “ზედმეტი” ერითროციტების დაშლისას გამოთავისუფლებული რკინის ხარჯზე. დღენაკლულებში ეს პროცესი პირველი ორი კვირის განმავლობაში დაქვითებულია ან საერთოდ არ მიმდინარეობს. ამის შემდეგ რკინა ორგანიზმში ხვდება მხოლოდ საკვებით, უმთავრესად - ცხოველურით. სიცოცხლის პირველ წელს საკვებში რკინის ოდენობა შეზღუდულია და ვერ აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმისა და მისი სისხლმბადი ორგანოების მოთხოვნას. ნეონატალური (მუცლადყოფნის პერიოდის) მარაგი დროულ ახალშობილებში - 3-4 თვისთვის, ხოლო დღენაკლულებში 5-6 თვისთვის ქრება. ეს მარაგი დაახლოებით 300 მგ-ია. შეზღუდულია რკინის ათვისების პროცესიც, ვინაიდან, ოპტიმალური ბალანსირებული რაციონისა და რკინის პრეპარატების დამატების მიუხედავად, 5-8 თვის ასაკში ჰემოგლობინის დონე პრაქტიკულად ყველა ბავშვს 110-130გ/ლ-მდე უქვეითდება, რაც უფლებას გვაძლევს, ვილაპარაკოთ “ფიზიოლოგიურ ანემიაზე” ამ ასაკში. ნორმაში ახალშობილის ჰემოგლობინია 170-240გ/ლ. ამ პერიოდში ბავშვის შიმშილი და არასაკმარისი კვება, რაციონში წვენების, ბოსტნეულისა და ხორცის დაგვიანებული დამატება, ერთფეროვანი,  არაბალანსირებული კვება (ძროხის ან თხის რძით, უპირატესად ნახშირწყლოვანი საკვებით) ადვილად აფერხებს ბავშვის სისხლწარმოქმნის პროცესებს.


- რაზეა დამოკიდებული რკინის ათვისება?
- რკინის ათვისება და მისი შეწოვა, რაც უმთავრესად წვრილ ნაწლავებში მიმდინარეობს, დამოკიდებულია საკვების ხარისხზე, საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციაზე, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე. რკინის შეწოვა ქვეითდება ინფექციური დაავადებების, განსაკუთრებით - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების, რაქიტის, ჰიპოტროფიის, თანდაყოლილი და შეძენილი ფერმენტოპათიების (მალაბსორბციის სინდრომი, მუკოვისციდოზი) დროს.


- როდის იზრდება რკი­ნაზე ორგანიზმის მოთხოვნა?
- რკინაზე ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნა იზრდება სხეულის მასის ინტენსიური მატების, ქრონიკული ინფექციის კერების არსებობის დროს, ასევე - სისხლის გაძლიერებული კარგვის: ფარული და აშკარა სისხლდენების, ექსუდაციური ენტეროპათიების, სისხლისმწოველი ჭიებით ინვაზიის - დროსაც. ჩამოთვლილი ფაქტორების შერწყმისას ირღვევა რკინის ბალანსი და ვითარდება რკინადეფიციტური ანემია. იმის მიხედვით, რა ასაკში განვითარდა პათოლოგია და რომელი ფაქტორი იყო მის განვითარებაში წამყვანი, განასხვავებენ ადრეულ და გვიან ანემიებს, დღენაკლულთა და პუბერტატული ასაკის გოგონების ქლოროზს.


- რას ნიშნავს დღენაკლულთა ადრეული ანემია?
- ანემიის ამ ფორმას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვილ ბავშვებში გავრცელებულ დეფიციტურ ანემიებს შორის. იგი სიცოცხლის პირველ-მეორე თვეს უვითარდება დღენაკლულთა დაახლოებით ნახევარს, იშვიათად - დროულებსაც (ფიზიოლოგიური კეთილთვისებიანი ანემია), უმთავრესად - არადამაკმაყოფილებელი ჰემორაგიული ფონის (ქალასშიდა სამშობიარო ტრავმა, პრენატალური დისტროფია, ინფექციები) არსებობისას. გამოკვეთილი კლინიკური ნიშნები არ გააჩნია. შეინიშნება მხოლოდ კანის სიფითრე ჰემოგლობინის დონის 80გ/ლ-ზე მეტად დაქვეითებისას. ადრეული ანემიის მთავარი მიზეზია ფეტალური ჰემოგლობინის შემცველი ერითროციტების ფიზიოლოგიური ჰემოლიზი (დაშლა) და ძვლის ტვინის ფუნქციური და მორფოლოგიური უმწიფრობა, რაც აიხსნება ნაადრევი მშობიარობით ან დროულ ახალშობილთა ინდივიდუალური თავისებურებებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ ნივთიერებების დეფიციტი, რომლებიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს - ცილებისა, B-ჯგუფის, ჩ და E ვიტამინებისა, სპილენძისა, კობალტისა. როგორც კი რკინის ნეონატალური მარაგი ამოიწურება, ადრეული ანემია დღენაკლულთა გვიან ანემიაში ან დროულთა ალიმენტურ-ინფექციურ ანემიაში გადადის.


- როგორ გამოვლინდება გვიანი (კონსტიტუციური) ანემია დღენაკლულებში?
- იგი ვითარდება რკინის ნეონატალური მარაგის ამოწურვის შემდეგ სიცოცხლის მე-3-4 თვეს. კლინიკურად შეუმჩნეველია, ლაბორატორიული მონაცემებით ვლინდება რკინის დეფიციტი. დროულ ახალშობილთა ნახევარს აღენიშნება ალ­ი­მენტური და ალ­იმენტურ-ინფექციური ანემია სიცოცხლის მეორე ნახევარში. ამის მიზეზი რკინის მარაგის ამოწურვასთან ერთად არის კვების დარღვევაც, რომელიც იმავდრო­ულად დისტროფიას იწვევს. ინფექციური დაავადებების თანდართვა, სასუნთქი სისტემის ვირუსები და ოტიტი ანემიის მიმდინარეობას ამძიმებს. კლინიკური და ლაბორატორიული გამოვლენა ადასტურებს ანემიის შერეულ ბუნებას რკინის დეფიციტის უპირატესობით.




თარიღი : 01-04-2016
slishi
რა დაავადებები შეიდზლება გამოიცვიოს რკინადეფიციტური ანემიის დაგვიანებულმა მკურნალობამ,რამდენად სასშიშია
თარიღი : 29-04-2015
თინათინ ქორიძე
ძალიან გთხოვთ პასუხი მითხარით ჩემი პატარა საკეისროს შედეგად 2კვირით ადრე ამოვიყვანე და დაბადებიდან 3თვემდე ტუჩები ულურჯდებოდა ანემია ეწერა ისტორიაში და ეხლა 9თტვის არის და ოდნავ აქვს სილურჯე და რას მირჩევთ როგორ მოვიქცე საშიში არის თუ არა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ინფექციური დაავადებები მოავადე ადამიანის სისხლში შესაბამის ანტისხეულებს ინიცირებს.
სისხლის სხვა ანალიზების მსგავსად, ბიოქიმიური კვლევაც მომზადებასა და მარტივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს:

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი ერითროციტების კვლევისთვის გამოიყენება. სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობა, ფორმა, მოცულობა და ფერი სისხლის ხარისხზე მიუთითებს. ფერადობის მაჩვენებლით განისაზღვრება წითელი სხეულაკების წილი და ჰემოგლობინის რაოდენობა. სისხლის ანალიზის ეს მაჩვენებელი ინფექციისა და სხვადასხვა სახის ანემიის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ფერადობის მაჩვენებლის ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 0,85-დან 1,05-მდეა.

სისხლის ბანკები ზაფხულის სეზონზე მარაგების შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ. როგორც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი სისხლის ბანკის, ”ჰემა 2012”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დიანა ტარიელაძემ განაცხადა, მათი კლინიკაც იმ კლინიკებს შორისაა, რომლებსაც საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სისხლის პროდუქტების მარაგი უმცირდებათ.
ანემია არის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია
პრაქტიკულად ყველამ იცის, რა არის ლეიკოციტები - სისხლის მსხვილი, ბურთისებრი, უფერული ელემენტები. მათ ხშირად სისხლის თეთრ სხეულაკებსაც უწოდებენ.
22 იანვარი 2018
გენეტიკა ის მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს, გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები
19 იანვარი 2018
ლასტერის საავადმყოფოში მოხვდა 34 წლის პაციენტი, რომელიც ცდილობდა შეეკავებინა ცემინება
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა
შეკითხვა ფსიქოლოგს - ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს უღალატია და არც მიღალატებს, მაგრამ