რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
სინგაპურში კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედები შექმნეს
სინგაპურში კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედები შექმნეს
სინგაპურელმა მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედების შექმნა შეძლეს. მათ ექსპერიმენტები ვირთაგვებზე ჩაატარეს. აღნიშნული მეთოდით შექმნილი სისხლის უჯრედები მღრღნელების ორგანიზმში რამდენიმე თვის განმავლობაში ცირკულირებდა. წინა ეტაპზე განხორციელებული ექსპერიმენტების ფარგლებში ერთჯერადი ინექციით შეყვანილი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სისხლისა და კანის უჯრედები ბევრი ნიშნით განსხვავდება ერთმანეთისგან, ძალზე ძნელია მათზე უფრო განსხვავებული ტიპის სხვა უჯრედების გამოყოფა. იმისათვის, რომ გადაეწყოთ (გადაეპროგრამებინათ) კანის უჯრედები სისხლის უჯრედებად, მკვლევარებმა გამოიყენეს ოთხი განსხვავებული ფაქტორის კომბინაციის ზემოქმედება. აღნიშნული ოთხი ფაქტორი ნორმაში სისხლის
უჯრედებში ექსპრესირდება.

მკვლევარები ახლა ამ შემუშავებული მეთოდიკის ადამიანების უჯრედებზე გამოცდას გეგმავენ. თუ ყოველივე წარმატებით ჩაივლის, რეგენერაციული (აღდგენითი) მედიცინა განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა. როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჩენგ ხუეი აცხადებს, ამ გზით შექმნილი უჯრედების გამოყენება წარმატებით მოხდება იმუნური დარღვევების მქონე პაციენტებთან და ასევე იმ პირებთან, რომლებსაც სისხლის გადასხმა ესაჭიროებათ. ეს მეთოდი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პაციენტებს დიდი სიხლდენებით მიმდინარე ოპერაციების დროს, აგრეთვე ანემიებისა და სიმსივნური პათოლოგიების მკურნალობისას.

კანის უჯრედებიდან სისხლის უჯრედების მიღება უჯრედთა გადაწყობა-გადაპროგრამებასთან დაკავშირებული პირველი შთამბეჭდავი ექსპერიმენტი როდია. არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა ვირთაგვების კანის უჯრედებიდან კვერცხუჯრედები მიიღეს. კულტივირების პროცესში მათ მოუწიათ შესაბამის არეში ვირთაგვების ემბრიონების საკვერცხეებიდან გამოყოფილი უჯრედების დამატება. მიღებული კვერცხუჯრედები სრულფასოვნად მოფუნქციე აღმოჩნდა, მათმა განაყოფიერებამ სავსებით ჯანმრთელ შთამომავლობას მისცა დასაბამი.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სისხლის ფერადობის მაჩვენებელი ერითროციტების კვლევისთვის გამოიყენება. სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობა, ფორმა, მოცულობა და ფერი სისხლის ხარისხზე მიუთითებს. ფერადობის მაჩვენებლით განისაზღვრება წითელი სხეულაკების წილი და ჰემოგლობინის რაოდენობა. სისხლის ანალიზის ეს მაჩვენებელი ინფექციისა და სხვადასხვა სახის ანემიის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ფერადობის მაჩვენებლის ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 0,85-დან 1,05-მდეა.

სისხლის ბანკები ზაფხულის სეზონზე მარაგების შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ. როგორც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი სისხლის ბანკის, ”ჰემა 2012”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დიანა ტარიელაძემ განაცხადა, მათი კლინიკაც იმ კლინიკებს შორისაა, რომლებსაც საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სისხლის პროდუქტების მარაგი უმცირდებათ.
ანემია არის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში ჰემოგლობინის ან სისხლის წითელი სხეულაკების დაბალი მაჩვენებელი. კლინიკურად ანემია შეიძლება გამოვლინდეს: ზოგადი სისუსტით, ადვილად დაღლილობით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით,
პრაქტიკულად ყველამ იცის, რა არის ლეიკოციტები - სისხლის მსხვილი, ბურთისებრი, უფერული ელემენტები. მათ ხშირად სისხლის თეთრ სხეულაკებსაც უწოდებენ.
1. ადამიანის სხეულის სისხლძარღვების სიგრძე დაახლოებით 100 ათასი კილომეტრია.   

2. სისხლის პლაზმა შეიცავს 90% წყალს და მხოლოდ 10% მასში გახსნილი ორგანული და მინერალური ნივთიერებები: მარილები, გლუკოზა, ფერმენტები და სხვ.
ე.წ. “კარგი” ქოლესტერინი (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა რისკს ამცირებს. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურებული (განსაკუთრებით ავტომობილების გამონაბოლქვით) ჰაერი ორგანიზმში “კარგი“ ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.