რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ ამოვიცნოთ ანემია გარეგნული ნიშნებით
როგორ ამოვიცნოთ ანემია გარეგნული ნიშნებით
ანემია არის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში ჰემოგლობინის ან სისხლის წითელი სხეულაკების დაბალი მაჩვენებელი. კლინიკურად ანემია შეიძლება გამოვლინდეს: ზოგადი სისუსტით, ადვილად დაღლილობით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით, გულისცემის გახშირებით, არტერიული წნევის დაქვეითებით, მძიმე შემთხვევაში გულის წასვლით.

სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითება წარმოადგენს ორგანოებსა და ქსოვილებში რკინის უკმარისობის ირიბ ნიშანს. შესაბამისად ვლინდება შემდგეგი სიმპტომები: ფრჩხილის ფირფიტების ცვლილება (ის ხდება მტვრევადი, იფიტება, შრევდება), კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეების მტკივნეული ნახეთქები, თმის ცვენა ან მისი ზრდის შენელება, გემოს დარღვევა (საკვებად დაუშვებელი ნივთიერებების - ცარცი, კბილის ფხვნილი, ნახშირი, მიწა, თიხა, ქვიშა
You must have Flash Player installed in order to see this player.
და უმი პროდუქტების - ბურღულეული, ცომი, ფარში მიღების სურვილი). ყნოსვის დაკარგვა (აცეტონის, ფრჩხილის ლაქის, ნაფტალინის, მანქანის გამონაბოლქვის ყნოსვის სურვილი). შესაძლებელია უმიზეზო სუბფებრილიტეტი, 37-37,5 С ფარგლებში.

ჰემოგლობინის ნაკლებობისას გარეგნულად ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს კანის საფარველისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე. В12 ვიტამინის ნაკლებობისას ადგილი აქვს ენის ლორწოვანი გარსის ტიპურ ცვლილებას, ე.წ. გლოსიტს - პრიალა, მკვეთრად წითელი, მტკივნეული ენა, კიდურების დაბუჟებას.

ზოგიერთი ფორმის ანემიებისას, როდესაც ადგილი აქვს ერითროციტების მომატებულ დაშლას, კანის საფარველმა შეიძლება მიიღოს მოყვითალო ელფერი.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებისას, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სისხლის ბანკები ზაფხულის სეზონზე მარაგების შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ. როგორც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი სისხლის ბანკის, ”ჰემა 2012”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დიანა ტარიელაძემ განაცხადა, მათი კლინიკაც იმ კლინიკებს შორისაა, რომლებსაც საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სისხლის პროდუქტების მარაგი უმცირდებათ.
1. ადამიანის სხეულის სისხლძარღვების სიგრძე დაახლოებით 100 ათასი კილომეტრია.   

2. სისხლის პლაზმა შეიცავს 90% წყალს და მხოლოდ 10% მასში გახსნილი ორგანული და მინერალური ნივთიერებები: მარილები, გლუკოზა, ფერმენტები და სხვ.
ე.წ. “კარგი” ქოლესტერინი (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა რისკს ამცირებს. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურებული (განსაკუთრებით ავტომობილების გამონაბოლქვით) ჰაერი ორგანიზმში “კარგი“ ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.
გაზაფხულზე პაციენტები ხშირად უჩივიან საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, უმადობას, რასაც ჰემოგლობინისა თუ ერითროციტების ნაკლებობით ხსნიან. თუმცა არსებობს დაავადება, რომელიც მსგავსი ნიშნებით ხასიათდება და სისხლში ე.წ. წითელი ფორმიანი ელემენტების პათოლოგიითაა განპირობებული. გვესაუბრება ექიმი-ლაბორანტი ნანა ექიმიანი.

ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი დაავადების დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა. დაავადების გამოვლენამდე სისხლის მაჩვენებლები შეიძლება განგაშის სიგნალს იძლეოდეს. ლაბორატორიული ანალიზი შემდგომი ძიების გზას გვკარნახობს, ამიტომ რეგულარული პროფილაქტიკური კვლევა დროული მკურნალობის საწინდარია. თანამედროვე ლაბორატორიაში ანალიზების ჩასაბარებლად სწორად მომზადება კი ზუსტი დიაგნოზის წინაპირობაა.

მეცნიერები, რომლებმაც რამდენიმე საინტერესო კვლევა უკვე ჩაატარეს, ვარაუდობენ, რომ ზღვის ჭიების ჰემოგლობინი სისხლის წითელი სხეულაკების ალტერნატივაა. ცხოველური წარმოშობის ჰემოგლობინებისაგან განსხვავებით, უბრალო ზღვის ჭიის Arenicola Marina ჰემოგლობინი არც ალერგიულ რეაქციებს იწვევს და არც ღვიძლს აზიანებს.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.