როგორ მოვემზადოთ ლაბორატორიული კვლევისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვემზადოთ ლაბორატორიული კვლევისთვის

სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად მომზადება

1. მთელი რიგი ანალიზები კეთდება უზმოზე. მაგალითად, ბიოქიმიური (გლუკოზა, ქოლესტეროლი, ბილირუბინი და სხვა) და სეროლოგიური ტესტები (ათაშანგი, ჰეპატიტი), ჰორმონები (თირეოტროპული ჰორმონი, პარათჰორმონი) და სხვა. „უზმოზე“ იგულისხმება, როდესაც ბოლო ჭამასა და სისხლის აღებას შორის არანაკლებ 8 საათია გასული (სასურველია არანაკლებ 12 საათისა). წვენი, ჩაი, ყავა, მით უმეტეს, შაქრით, ასევე საჭმელია. ამიტომ მოთმენა მოგიწევთ. შეიძლება მხოლოდ წყლის დალევა;

2. მკაცრად უზმოზე (12-საათიანი შიმშილის შემდეგ) უნდა ჩავაბაროთ სისხლი ლიპიდური პროფილის პარამეტრების განსაზღვისათვის: ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები;

3. სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარებისას საკვების უკანასკნელი მიღება უნდა იყოს ანალიზის ჩაბარებამდე 1 საათით ადრე. საუზმე შეიძლება იყოს უშაქრო ჩაი, ვაშლი;

4. კვლევამდე 1-2 დღით ადრე სასურველია გამორიცხოთ რაციონიდან ცხიმიანი, შემწვარი კერძები და ალკოჰოლი. ანალიზის აღებამდე 1 საათით ადრე თავი შეიკავეთ მოწევისგანაც;

5. სისხლის ანალიზის ბევრი მონაცემის შეცვლა დღეღამურ რყევებს ექვემდებარება, ამიტომ ზოგიერთი კვლევისთვის სისხლი მკაცრად განსაზღვრულ დროს უნდა ჩაბარდეს. მაგალითად, ჰორმონებსა და რკინაზე მხოლოდ დილის 10 საათამდე;

6. ვენური სისხლის ჩაბარებისას უნდა გამოირიცხოს კვლევის შედეგებზე მოქმედი ფაქტორები: ფიზიკური დაძაბულობა (სირბილი, კიბეზე ასვლა), ემოციური აღგზნება. ამიტომ პროცედურის წინ საჭიროა 10-15 წუთი დასვენება და დამშვიდება;

7. სისხლის ანალიზის ჩაბარება საჭიროა მედიკამენტების (მაგალითად, ანტიბაქტერიულის და ქიმიოთერაპიულის) მიღებამდე. გამონაკლისია, თუ სისხლში წამლის კონცენტრაციის განსაზღვრაა საჭირო;

8. სისხლის ჩაბარება არარეკომენდებულია რენტგენოგრაფიის, რექტალური კვლევის ან ფიზიოთერაპიული პროცედურების შემდეგ;

9. რეპროდუქციული ასაკის ქალებთან (12-13 წლიდან კლიმაქსის პერიოდამდე) შედეგებზე გავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლის სტადიასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ფაქტორები. ამიტომ კვლევისთვის მოსამზადებლად საჭიროა ციკლის ფაზის მითითება;

10. ინფექციური პროცესის დასადგენი კვლევისას საჭიროა ინფიცირების პერიოდისა და იმუნური სისტემის მდგომარეობის გათვალისწინება. ნებისმიერ პაციენტს შეიძლება უარყოფითი შედეგი აღენიშნებოდეს, რაც ინფექციას არ გამორიცხავს.

პაციენტის მომზადება შარდის ანალიზისთვის

1. ანალიზის ჩაბარების წინ არაა რეკომენდებული ისეთი ხილისა და ბოსტნეულის მიღება, რომელიც შარდის ფერს შეცვლის (ჭარხალი, სტაფილო და სხვა). არ მიიღოთ დიურეტიკები. შარდის შეგროვების წინ აუცილებელია სასქესო ორგანოების ჰიგიენა. ქალებმა მენსტრუაციის დროს არ უნდა ჩააბარონ შარდის ანალიზი;

2. შეაგროვეთ დაახლოებით 50 მლ დილის შარდი კონტეინერში. კვლევის სწორად ჩასატარებლად უმჯობესია შარდის შუა ულუფა. მცირე რაოდენობა მოშარდეთ უნიტაზში და შუალედური ულუფა მოაგროვეთ კონტეინერში.

ლაბორატორიული კვლევების ოპტიმალური პროგრამის შედგენა და ანალიზის შედეგების შეფასება შეუძლია მხოლოდ მკურნალ ექიმს.