რომელი დაავადებები დიაგნოსტირდება სისხლის სეროლოგიური ანალიზით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი დაავადებები დიაგნოსტირდება სისხლის სეროლოგიური ანალიზით

ასე გამომუშავდება ორგანიზმის იმუნური დაცვა. კონკრეტული ვირუსის ან ბაქტერიის მიმართ გარკვეული ანტისხეულების არსებობა დაავადების ძირითადი სიმპტომების გამოვლენამდე შეიძლება დაავადების შესაძლო არსებობაზე მიუთითებდეს. სეროლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა მეტ-ნაკლებად სრულ სურათს იძლევა.

რა არის სეროლოგიური კვლევა?

ეს არის ადამიანისა და ცხოველის ბიოლოგიური მასალის შესწავლის მეთოდი, რომლის დროსაც შესაძლებელია მასში ანტისხეულების ან ანტიგენების გამოვლენა, რომლებიც დამცველობითი რეაქციის სახით ორგანიზმში გამომუშავდება ინფექციასთან ბრძოლისას. ასეთი მეთოდი გამოიყენება ინფექციის გამომწვევის აღმოსაჩენად, ასევე შემდეგი მიზნით:

  • სისხლის ჯგუფის განსაზღვრა;
  • იმუნიტეტის დონის შესწავლა;
  • ქსოვილოვანი ანტიგენების განსაზღვრა.

კვლევა რეკომენდებულია პაციენტებისთვის ინფექციური დაავადების ფართო სპექტრისას, დიაგნოზის დასადგენად. სეროლოგიური კვლევა ტარდება მკურნალობის ეფექტურობის გამოსავლენადაც.

სპეციალისტები მეთოდს დაავადების ხარისხიან დიაგნოსტიკად აფასებენ.

თუ ავადმყოფი დაავადების სტადიაშია, განმეორებითი კვლევა, ჩატარებული მკურნალობის ეფექტიანობაზე დასაკვირვებლად, რეკომენდებულია ერთკვირიანი ინტერვალით.

ხშირად სეროლოგიურ კვლევას დაავადების გამომწვევის განსაზღვრისთვის უკვე მას შემდეგ იყენებენ, რაც პაციენტი გადაიტანს დაავადებას.

უკუჩვენება

იმასთან დაკავშირებით, რომ მეთოდი გულისხმობს პაციენტის ბიოლოგიური მასალის შესწავლას, ის უარყოფითად ვერ იმოქმედებს ადამიანზე და შესაბამისად, უკუჩვენებაც არ გააჩნია. კვლევა სრულებით უსაფრთხოა.

კვლევის ჩვენებები?

მეთოდი გამოიყენება ინფექციის გამომწვევის განსასაზღვრად ისეთი დაავადებებისას, როგორებიცაა:

  • ციტომეგალოვირუსული ინფექცია;
  • აივ-ინფექცია;
  • ჰერპესი;
  • ტოქსოპლაზმოზი;
  • ლაბირინთოპათია;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
  • დიფტერია;
  • ეპშტეინ-ბარის ვირუსი;
  • სარტყლისებური ლიქენი;
  • შრატისმიერი დაავადება;
  • ბრუცელოზი;
  • ინფექციური დერმატიტი;
  • ბულოზური ოტიტი;
  • ბლასტომიკოზი;
  • სტაფილოკოკური ინფექცია;
  • ჰეპატიტი.
  • ოპისტორქოზი;
  • ამებიაზი;
  • ცისტიცერკოზი;
  • ლამბლიოზი;
  • პნევმონია.

პროცედურისთვის მზადება

პროცედურისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, მხოლოდ უზმოზე სისხლის აღებაა საჭირო.

მიღებული შედეგები უნდა განიხილებოდეს დაავადების კლინიკურ სურათთან ერთად. კვლევას გააჩნია სპეციფიკური ხასიათი და ზოგჯერ ინფექციური დაავადებებისადმი აბსოლუტური მგრძნობელობა არ ახასიათებს.