რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობა
ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობა

A ჰეპატიტი - ინფექცია 6 თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება, უფრო ხშირად - ერთ თვეს. თუ ორგანიზმი საკმაოდ ძლიერია, ის ვირუსს აქტიური მკურნალობის გარეშეც უმკლავდება და დაავადება სპონტანური გამოჯანმრთელებით მთავრდება. მიუხედავად ამისა, მაინც აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი გამოკვლევა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში საჭიროა სითხეების ინტრავენური წვეთოვანი გადასხმა, რათა შემცირდეს ღვიძლზე ვურუსის ტოქსიკური ზემოქმედება.

D ჰეპატიტი - ამ ჰეპატიტით ადამიანი იზოლირებულად იშვიათად ავადდება. იგი უმეტესად B ჰეპატიტს ახლავს თან და მის მიმდინარეობას ამძიმებს. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება მკურნალობის კურსის გახანგრძლივება და მედიკამენტების დოზის გაზრდა. მაშინაც კი, როცა ვირუსი ორგანიზმიდან მთლიანად არ გამოიდევნება, აღინიშნება შესამჩნევი უკეთესობა ღვიძლის უჯრედების მხრივ, რაც ღვიძლის ციროზის განვითარებას აფერხებს.


E ჰეპატიტი - მას, როგორც წესი, არ მკურნალობენ. 1-1,5 თვის შემდეგ ის თავისთავად გაივლის. ორგანიზმი თვითონვე უწევს ვირუსს წინააღმდეგობას. იშვიათად ინიშნება სიმპტომური საშუალებები თავის ტკივილის, გულისრევის ან სხვა არასასიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად.


B ჰეპატიტი - მისი მწვავე ფორმის სრული განკურნება შესაძლებელია. მოზრდილთა უმრავლესობა ამ დაავადებას მკურნალობის გარეშეც მოერევა. B ჰეპატიტი ოფიციალურად მიეკუთვნება თვითგანკურნებად დაავადებათა რიცხვს - ასიდან 85-90 შემთხვევაში ავადმყოფი თავისთავად იკურნება, ამიტომ მწვავე B  ჰეპატიტის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების შემთხვევაში სპეციფიკური ანტივირუსული (ვირუსის საწინააღმდეგო) მკურნალობა ნაჩვენები არ არის. 2009 წელს მიღებული გაიდლაინის თანახმად, მწვავე B ჰეპატიტის მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა დაინიშნოს ანტივირუსული პრეპარატი ლამივუდინი. ძირითადად კი მწვავე B ჰეპატიტს სიმპტომურად მკურნალობენ. სასურველია, ავადმყოფი მოთავსდეს სტაციონარში, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არ არის მიჩნეული აუცილებელ ღონისძიებად. მნიშვნელოვანია, დაავადების მწვავე სტადიაზე ადეკვატურად შეფასდეს ავადმყოფის მდგომარეობა. სწორედ ობიექტური მონაცემების საფუძველზე ადგენს ექიმი, აუცილებელია თუ არა ავადმყოფის სტაციონარში მოთავსება. მწვავე B ჰეპატიტის მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფი უფრო ინტენსიური დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, ფულმინანტური მიმდინარეობისას ის რეანიმაციულ განყოფილებაში თავსდება, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში კი შეიძლება ამბულატორიული მკურნალობა ექიმის ზედამხედველობით. ავადმყოფს პერიოდულად უტარდება ექიმის კონსულტაცია. უნდა ითქვას, რომ მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, სად ტარდება მკურნალობა, საავადმყოფოში თუ ბინაზე, მთავარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნაა. უმთავრესად ტარდება დეზინტოქსიკაციური მკურნალობა საინფუზიო ხსნარებით. შესაძლოა, ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაინიშნოს ვიტამინოთერაპიაც. ამბულატორიულ პირობებში მკურნალობისას ინიშნება წოლითი რეჟიმი და დიდი ოდენობით სითხის მიღება. შემთხვევათა 10-15%-ში შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული B ჰეპატიტი. ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები და ე. წ. ნუკლეოზიდის ანალოგები. B ჰეპატიტის სამკურნალოდ შერჩევის პრეპარატია ინტერფერონი (ჩვეულებრივი ან პეგილირებული). პეგილირებული ინტერფერონი უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი (კონვენციური). მისი ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით ერთი კვირაა. აქედან გამომდინარე, კვირაში ერთხელ ამ პრეპარატის ინექცია ორგანიზმში ვირუსის მყარ დათრგუნვას უზრუნველყოფს. პეგილირებული ინტერფერონით მკურნალობა ერთ წელიწადს უნდა გაგრძელდეს. B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ნუკლეოზიდის ანალოგებიც. ოფიციალურად რეგისტრირებულია ნუკლეოზიდის რამდენიმე ანალოგი. რომელი პრეპარატით ჩატარდეს მკურნალობა, ამას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სპეციალისტი წყვეტს. ცნობილია, რომ არანამკურნალევ შემთხვევებში ქრონიკული B

You must have Flash Player installed in order to see this player.
ჰეპატიტით დაავადებულთა საშუალოდ 40%-ს ვირუსით ინფიცირებიდან დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ უვითარდება ღვიძლის ციროზი და/ან ჰეპატოცელულარული კარცინომა, რის შემდეგაც დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ღვიძლის უკმარისობით სრულდება.



თარიღი : 23-03-2017
გიო
მაია ჯობია ექიმთან გაიარო კონსულტაცია..
თარიღი : 22-04-2015
maia
მე მაქვს ბ ეპატიტი მყავს სამი სვილი რამდენად სასისია მატი უსაპრტხოება სემისტანა დედის გვერდიტ რომ ცხოვრობენ,გტხოვტ მიპასუხოტ,ან რა გავაკეტო რომ დავიცვა ისინი,სასისროებისგან
თარიღი : 28-12-2014
ehh
ამატ ხელსჰი 20 წელი ვინ მაცოცხლებს...
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
აშშ-ში მოუსვენარი ცხოვრება საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის ახალი მაჩვენებელია. ადრე მაღალი სტატუსის სიმბოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება და სადილის შემდეგ გოლფის თამაში იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ედინბურგის რეგენერაციული მედიცინის ცენტრისა და სკოლკოვსკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარებმა მრავალწლიანი ერთობლივი კვლევით აჩვენეს, რომ ღვიძლშიდა სანაღვლე სადინრების უჯრედები აქტიურად მონაწილეობენ ღვიძლის ქსოვილის განახლების (რეგენერაციის) პროცესში.
საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ღვიძლის ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მთლიანობაში ორგანოს ფუნქციობაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. სპეციალისტების აზრით, ეს წარმონაქმნი, უხშირესად, მემკვიდრული დეფექტია, რადგანაც ძალიან პატარა ასაკის ბავშვებთანაც გვხვდება. ღვიძლის ჰემანგიომა უფრო ხშირია ქალებთან, ვიდრე მამაკაცებთან, ამიტომაც ზოგიერთი სპეციალისტი მის განვითარებას ჰორმონულ ფონს, უფრო კონკრეტულად, მდედრობითი სასქესო ჰორმონების ცვლას უკავშირებს. მით უფრო, რომ ღვიძლის ჰემანგიომის პროგრესირება შეინიშნება ჰორმონული პრეპარატების მიღების დროს, ან კიდევ ორსულობის პერიოდში. საბოლოოდ, ღვიძლის ჰემანგიომის აღმოცენების კონკრეტული მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ჩვენი ჯანმრთელობა სამზარეულოდან იწყება. ჯანსაღი კვება და ჩვევები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. როგორ ამოვიცნოთ ღვიძლის ტოქსიური გადაძაბვა.
(ქართველი პროფესიონალები და ახალი ერა მედიცინაში)

ტრანსპლანტოლოგია რომ მედიცინაში ახალი ერაა - ამას ბევრი აღიარებს. ამ ერას რომ მხოლოდ გამორჩეული პროფესიონალები ქმნიან - ამაზეც არავინ კამათობს. მთავარი კი ის არის, რომ ასეთი გამორჩეული სპეციალისტები საქართველოსაც ჰყავს და ეს ახალი ერა ჩვენს მედიცინაშიც დაიწყო. დიახ, ღვიძლის გადანერგვა უკვე საქართველოშიც წარმატებით ხორციელდება. ცხადია, ეს უდიდესი მიღწევა და გამარჯვებაა!

4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული უნდა იყოს
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება,
07 აგვისტო 2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
22 აგვისტო 2017
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.