რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ღვიძლის ტოქსიური გადაძაბვის 10 ნიშანი
ღვიძლის ტოქსიური გადაძაბვის 10 ნიშანი
ჩვენი ჯანმრთელობა სამზარეულოდან იწყება. ჯანსაღი კვება და ჩვევები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. როგორ ამოვიცნოთ ღვიძლის ტოქსიური გადაძაბვა.

  • თავის ტკივილი და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა
  • უარყოფითი ემოციები
  • დაღლილობა
  • გადაჭარბებული ოფლიანობა
  • კუნთების ტკივილი
  • საჭმლის მონელების პრობლემები
  • შფოთვა
  • დეპრესია
  • პირიდან უსიამოვნო სუნი
  • წონის უეცარი მატება

თუ ეს პრობლემები აღგენიშნებათ, დასაწყისისთვის უნდა შეზღუდოდთ ხორცის დამუშავებული პროდუქტებისა და არაჯანსაღი
საკვების მიღება და ჩაანაცვლოთ ჯანმრთელი საკვებით - ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული კერძებით. უნდა მოერიდოთ დაკონსერვებულ პროდუქტებს და მიიღოთ ახალი ხილი და ბოსტნეული. კერძები უმჯობესია მომზადდეს მცენარეულ ცხიმზე. მოერიდეთ მძიმე ცხოველურ ცხიმებს, ნახევარფაბრიკატებს, შებოლილ პროდუქტს. რაციონში ჩართეთ თევზი. დღის განმავლობაში რეგულარულად დალიეთ წყალი. მიიღეთ ჯანსაღი ცხიმი (ავოკადო, ქოქოსის ზეთი და ა.შ.) მიიღეთ ბოჭკოვანი პროდუქტები. შეამცირეთ გაზიანი სასმელების, რაფინირებული შაქრის მიღება და შეზღუდეთ ალკოჰოლი.

ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 13-01-2017
natia
გამარჯობათ ერთი შეკითხვა მაკ რომელიც ზალიან მაინტერესებს,გთხოვთ მიპასუხოთ.მიტხრეს რომ რვიზლი მაკ გადიდებული 16 სმ იკნებ მითხრათ რამე რშევა,მე არ ვარ საკარტველოსჰიდა მაინტერესებს კართველი ეკიმების აზრი,ზალიან გთხოვთ,მიპასუხოთ,მადლობთ ტინასტარ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ედინბურგის რეგენერაციული მედიცინის ცენტრისა და სკოლკოვსკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარებმა მრავალწლიანი ერთობლივი კვლევით აჩვენეს, რომ ღვიძლშიდა სანაღვლე სადინრების უჯრედები აქტიურად მონაწილეობენ ღვიძლის ქსოვილის განახლების (რეგენერაციის) პროცესში.
საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ღვიძლის ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მთლიანობაში ორგანოს ფუნქციობაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. სპეციალისტების აზრით, ეს წარმონაქმნი, უხშირესად, მემკვიდრული დეფექტია, რადგანაც ძალიან პატარა ასაკის ბავშვებთანაც გვხვდება. ღვიძლის ჰემანგიომა უფრო ხშირია ქალებთან, ვიდრე მამაკაცებთან, ამიტომაც ზოგიერთი სპეციალისტი მის განვითარებას ჰორმონულ ფონს, უფრო კონკრეტულად, მდედრობითი სასქესო ჰორმონების ცვლას უკავშირებს. მით უფრო, რომ ღვიძლის ჰემანგიომის პროგრესირება შეინიშნება ჰორმონული პრეპარატების მიღების დროს, ან კიდევ ორსულობის პერიოდში. საბოლოოდ, ღვიძლის ჰემანგიომის აღმოცენების კონკრეტული მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

(ქართველი პროფესიონალები და ახალი ერა მედიცინაში)

ტრანსპლანტოლოგია რომ მედიცინაში ახალი ერაა - ამას ბევრი აღიარებს. ამ ერას რომ მხოლოდ გამორჩეული პროფესიონალები ქმნიან - ამაზეც არავინ კამათობს. მთავარი კი ის არის, რომ ასეთი გამორჩეული სპეციალისტები საქართველოსაც ჰყავს და ეს ახალი ერა ჩვენს მედიცინაშიც დაიწყო. დიახ, ღვიძლის გადანერგვა უკვე საქართველოშიც წარმატებით ხორციელდება. ცხადია, ეს უდიდესი მიღწევა და გამარჯვებაა!

4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული უნდა იყოს
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება,
ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული და ჩართვის მსურველი პაციენტებისთვის განცხადებას ავრცელებს.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.