ამირან გამყრელიძე - საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული

პრესკონფერენცია ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი (28 ივლისი) მიძღვნილ კვირეულს დაეთმო, რომელიც დღეს დაიწყო.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში C ჰეპატიტით ქრონიკულად დაავადებული დაახლოებით 150 ათასი ადამიანია და მათგან დაახლოებით 100-110 ათასმა თავისი სტატუსი არ იცის.

მისივე თქმით, კვირეულის ფარგლებში რეგიონებში მსურველებს უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ, რათა დაავადებულები გამოვლინდნენ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, C ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანიდან 40 ათასმა მკურნალობის კურსი სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარა და უკვე განიკურნა.

„40 ათასიდან, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, დაახლოებით 80%-მა იცოდა, რომ მათ C ჰეპატიტი ჰქონდათ, ხოლო 20 % კი სკრინინგის შედეგად გამოვავლინეთ. დაახლოებით 100-110 ათასმა არ იცის, რომ ინფიცირებულია. ადამიანებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და სწრაფი მარტივი ტესტით გაიგონ, აქვთ თუ არა C ჰეპატიტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოს ხარჯზე დაავადების სკრინინგი და მკურნალობა არის უფასო - სახელმწიფო ასევე ნაწილობრივ აფინანსებს გაღრმავებულ დიაგნოსტიკას და დაკვირვების ეტაპს, რომელიც უფასოა უმწეოთათვის, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში თანაგადახდის პრინციპით სახელმწიფო 30%-ს აფინანსებს.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას ესემეს-შეტყობინებები დააგზავნეს ნახევარი მილიონი ადამიანისთვის.

„ეს ადამიანები გახლავან ძირითადად 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები. ანუ, ეს გახლავთ ჯგუფი, სადაც ინფექციის, თითქმის 50%-ია კონცენტრირებული. SMS-ს შეტყობინებებში მითითებულია, თუ რა არის ჰეპატიტი და სად მივიდნენ სამკურნალოდ. ჩვენი ცენტრის ვებ-გვერდზე ასევე მითითებულია, თუ სად უნდა მივიდნენ ჰეპატიტების სკრინინგისთვის და სამკურნალოდ. ესემესები მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე გავრცელდება. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში უკვე გასულია მობილური თუ ჩვენი ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები და მუშაობენ სწრაფი ტესტირების თვალსაზრისით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კვირეულის ღონისძიებების მთავარი მესიჯი „C ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა“, თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიდეს.

„თითოეულმა ადამიანმა, ვინც არ იცის თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან დაკავშირებით, საჭიროა მივიდეს, ჩაიტაროს სწრაფი ტესტით სკრინინგი.

საქართველოში ორი წლის პირველადი შედეგებით, მკურნალობის 98%-ში ჩვენ განკურნებადობის მაჩვენებელი გვაქვს. მკურნალობა 40 ათასამდე ადამიანმა ჩაიტარა და განიკურნა“, - დასძინა გამყრელიძემ.