მეცნიერებმა ღვიძლის განახლების კიდევ ერთი გზა აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ღვიძლის განახლების კიდევ ერთი გზა აღმოაჩინეს

მათი აზრით, ამ აღმოჩენით საბოლოოდ დამარცხდება ღვიძლის პათოლოგიები, მათ შორის ციროზიც.

ის, რომ ღვიძლის უჯრედებს (ჰეპატოციტებს) განახლების უნარი აქვთ, კარგა ხანია ცნობილია. თუმცა, რეგენერაცია არც ისე სწრაფად ხდება და ახლად წარმოქნილი უჯრედები წინამორბედებზე ბევრად მალე "ბერდებიან". ამიტომაც ცდილობდნენ მეცნიერები განახლების დამატებითი გზის ძიებას. იდეალურ კანდიდატებად კი აღმოჩნდნენ ღვიძლშიდა სანაღვლე გზების უჯრედები - ქოლანგიოციტები.

ექსპერიმენტები ტარდებოდა ღვიძლდაზიანებულ ვირთაგვებზე, რომელთაც ჰეპატოციტებში უჯრედების დაყოფაზე პასუხისმგებელი გენები "გათიშული" ჰქონდათ. პრაქტიკულად ეს იყო მოდელი სიტუაციისა, როდესაც ღვიძლის ქსოვილის განახლება ჰეპატოციტების გარეშე მიმდინარეობს. ღვიძლმა საბოლოოდ მაინც განიცადა განახლება, ოღონდ, ამჯერად ქოლანგიოციტების წყალობით. აღნიშნული უჯრედები გამოდიოდნენ სანაღვლე გზებიდან და დაზიანებული (დეფექტური) ჰეპატოციტების ნაცვლად ღვიძლის უჯრედებად გარდაიქმნებოდნენ. მეცნიერები იმასაც აცხადებენ, რომ ქოლანგიოციტების რეგენერაციის პოტენციალი ჰეპატოციტებისას ბევრად აჭარბებს.

ამ ეტაპზე მეცნიერები ციროზით დაავადებული ადამიანის ღვიძლის აღდგენას ორგანოში ქოლანგიოციტების შეყვანით გეგმავენ. თინათინ გოცაძე