რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს - აკაკი ზოიძე
ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს - აკაკი ზოიძე
მე ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ის მომხრეა ასევე, რომ ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს.

"ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აუცრელი ბავშვების დაშვებაზე აკრძალვაც კი არის სკოლებსა და ბაღებში. მე ასეთი რეგულაციის მომხრეც ვარ, რადგან ვაქცინაცია არის შეუცვლელი მეთოდი, რათა დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატის თქმით, იმუნიზაცია მე-20 და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ქვეყანაში ასიათასობით ბავშვს იცავს დაავადებისა და სიკვდილისგან.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ არ აცრან ბავშვები, შეიცვალოს. ამას წერტილი უნდა დაესვას, რადგან ისინი ამით ზიანს აყენებენ არა მხოლოდ საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ გარშემო მყოფების, ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მშობელს ვუთხრათ - აცერით და დაიცავით თქვენი შვილები", - განაცხადა ზოიძემ.

მისივე
თქმით, იგეგმება უკვე არსებულ ვაქცინებზე დამატება და სხვა ვაქცინების შემოტანაც, მათ შორის, მისი თქმით, კალენდარში ჩაჯდება პაპილომა ვირუსის აცრაც.

დეპუტატმა განცხადება ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
აცრები, რომლებიც ბავშვებს აუცილებლად უნდა გავუკეთოთ - ვაქცინაციის მნიშვნელობაზე პედიატრი ნინო გოდერძიშვილი საუბრობს
25-01-2018
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება.
20-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით
ბოლო მონაცემებით, წელს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც 30 შემთხვევით მეტია გასული წლის
დიდი ხანია დადგენილია და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ქოლესტერინის მაღალი დონით გამორჩეული ადამიანები
მენინგიტი, მენინგოკური ინფექცია, მენინგოკოკცემია - ინფექციები, რომლებიც ერთობ საშიშია, თუმცა მასზე საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია.
ყოველდღიურად შხაპის მიღება ზრდის ინფექციის რისკს. კანზე წყლისა და დასაბანი საშუალებების ხშირი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.