ახლა გვიტევს წითელა, მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები - ამირან გამყრელიძე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახლა გვიტევს წითელა, მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები - ამირან გამყრელიძე

განცხადებით, ვაქცინაციის სავალდებულოდ დანერგვასთან დაკავშირებით ინიციატივა მომზადდება. ამის შესახებ გამყრელიძემ ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი რამდენჯერმე დადგა, თუმცა ვერ მოხდა მისი ორგანიზება.

"დღეს არსებობს პარლამენტის პოლიტიკური ნება და მომზადდება ეს ინიციატივა, ვინაიდან მრავალმა ქვეყანამ მთელ რიგ ვაქცინებზე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია, მათ შორის მაგალითად, ექიმებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა გამყრელიძემ და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"იმუნიზაცია არის ყველაზე უფრო ეფექტური საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც მედიცინაში მეცნიერებას მოუგონია. მან გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და იცავს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას. იმუნიზაციის მეშვეობით აღმოიფხვრა მრავალი დაავადება, მათ შორის ყვავილი. დღესაც მიმდინარეობს დაავადებების აღმოფხვრა. ახლა რიგში დგას წითელა, რომელიც ასევე უნდა აღმოიფხვრას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც იმუნიზაციის კალენდრით შემოდის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო ვაქცინებია.

"ვაქცინა და ვაქცინაცია არის უფასო. მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები, ახლა გვიტევს წითელა და ვთხოვ ყველას, გაიკეთონ აცრები თავად და გაუკეთონ შვილებს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება წითელას, მისი ინფორმაციით, წითელას ზრდის ტემპმა მოიკლო.

გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.