ინფექციონისტები ყოველდღიურად შხაპის მიღებას არ გვირჩევენ
ზემოქმედება არღვევს ბუნებრივი დატენიანების პროცესს და აშრობს კანს. შედეგად ზედაპირზე წარმოიქმნება მიკრონაკაწრები, რომელიც პათოგენური მიკრობებისთვის კარიბჭე შეიძლება აღმოჩნდეს.
ადამიანები შხაპს ჰიგიენური მოსაზრებით იღებენ და ფიქრობენ, რომ ამით დაავადებებისგან დაიცავენ თავს, მაგრამ ბაქტერიოლოგიური კუთხით საქმე სულ სხვაგვარადაა. ყოველდღიური დაბანით კანს ნატურალურ ცხიმებს ვაცლით და ვარღვევთ მის ბაქტერიოლოგიურ მიკროფლორას. ეს უკანასკნელი იმუნური სისტემის შემანარჩუნებელი ერთ-ერთი საშუალებაა. უარყოფითი ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ანტიბაქტერიული საპნის ან გელის ხშირი გამოყენებისას.
შხაპის ან აბაზანის მიღების ოპტიმალური სიხშირეა კვირაში 1-2-ჯერ. საჭიროა ხელების ხშირი დაბანა და ტანსაცმლის ყოველდღიური გამოცვლა. ტანსაცმელი იწოვს და აგროვებს სხეულის ყველა გამონაყოფსა და კანის მკვდარ უჯრედებს. უსიამოვნო სუნის თავიდან ასცილებლად, ყოველდღე დაიბანეთ იღლიისა და საზარდულის არე, ანუ ის მიდამოები, რომლებიც უფრო მძაფრი სუნის სეკრეტს გამოიმუშავებენ.
ლალი ჩხიკვაძე