უნიკალური მოწყობილობა ბაქტერიულ ინფექციას ვირუსულისგან განასხვავებს
ვირუსულისგან განსხვავება. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ამ ახალი მოწყობილობით ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობასთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდება.
პაციენტისგან აღებული მცირეოდენი სისხლით მოწყობილობა განსაზღვრავს რომელი ინფექცია აქვს ადამიანს, შესაბამისად, ადვილად დაიგეგმება მკურნალობაც.
ბაქტერიული ინფექციის გამოსავლენად გამოიყენება გენეტიკურად მოდიფიცირებული ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის ცილა ლიპოკალინის აღმოჩენა. აღნიშნულ ცილას დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს იმუნური სისტემის უჯრედები ბაქტერიული ინფექციებისას. ცილა უერთდება საშუალო ზომის მოლეკულებს, რომლებსაც იყენებენ ბაქტერიები ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი რკინის მისაღებად.
მკვლევარები გენეტიკურად მოდიფიცირებულ ბაქტერიებს ამატებდნენ სისხლის ნიმუშებში. თუ ლიპოკალინის დონე დაბალი იყო, ბაქტერიები ფლუორესცენტული ხდებოდა. ეს კი ვირუსული ინფექციის არსებობაზე მიუთითებდა.
თინათინ გოცაძე