ვის უქადის გრიპი განსაკუთრებულ საფრთხეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის უქადის გრიპი განსაკუთრებულ საფრთხეს

როგორც სპეციალისტები წერენ, პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალგაზრდას გრიპი თითქმის არავითარ საფრთხეს არ უქადის. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობის პერიოდში ასეთი ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, იძულებულნი არიან, ერთი კვირით მოსწყდნენ მრავალ მნიშვნელოვან საქმეს, გრიპი მაინც უკვალოდ ჩაივლის. მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც გრიპი მრავალ გართულებათას უქადის. გართულება მოსალოდნელია, როცა:

 

 

  • ავადმყოფის ასაკი 64 წელს აღემატება;
  • პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადება, კერძოდ:
  • გულის პათოლოგია;
  • ფილტვების პათოლოგია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სისხლის დაავადება;
  • თირკმელების უკმარისობა;
  • იმუნური სისტემის დეფიციტი.

განსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანუ მეოთხედან მეცხრე თვის ჩათვლით.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს გრიპს ასეთ პაციენტებში? უპირველეს ყოვლისა, პნევმონია. ის შეიძლება განვითარდეს როგორც უშუალოდ გრიპის ვირუსის ზემოქმედებით (ვირუსული პნევმონია), ასევე ბაქტერიების ზემოქმედების შედეგადაც (მეორეული ბაქტერიული პნევმონია). ხშირია ორივე ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება.

უშუალოდ გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია იშვიათია, მაგრამ რთული. რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა? როდესაც გრიპიანი პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება, ცხელება არ იკლებს, ჩნდება ქოშინი, ვითარდება ციანოზი (ტუჩების სილურჯე), ნახველს ერევა სისხლი, - ექიმი ფილტვების ანთებას ვარაუდობს. ამ ნიშნების შემჩნევისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მას გასინჯავენ, ჩაუტარებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ნახველის ანალიზს და დაუსვამენ დიაგნოზს.

ცნობილია,  რომ გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთებისადმი განწყობილნი არიან ადამიანები, რომელთაც გულის დაავადებები აქვთ, განსაკუთრებით - ის პაციენტები, რომლებიც დაავადებულნი არიან გულის მანკის ერთ-ერთი ნაირსახეობით - მიტრალური ხვრელის სტენოზით.

ვირუსული ფილტვების ანთების რისკი მაღალია ხანშიშესულ ადამიანებს შორის, თუ ისინი დაავადებულნი არიან ფილტვების ქრონიკული დაავადებით - ქრონიკული ბრონქიტით ან ბრონქული ასთმით.

გრიპის ეპიდემიები, რომლებიც 1918 და 1957 წლებში დაფიქსირდა, გამოირჩეოდა ვირუსული პნევმონიის მაღალი მაჩვენებლით ორსულთა შორის. საავადმყოფოში მოთავსებულ პირთა უმრავლესობას სწორედ ისინი შეადგენდნენ.

ფილტვების მეორეული ბაქტერიული ანთების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა თავდაპირველად უმჯობესდება, მაგრამ 2-3 დღის შემდეგ ტემპერატურა ისევ იმატებს, იწყება ხველა, გამოიყოფა მყრალი ნახველი, გასინჯვისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს ვლინდება ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

მეორეულ ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და ინფლუენცას ჩხირი. ეს მიკროორგანიზმები ყველა ჯანმრთელი ადამიანის ცხვირ-ხახაში ბინადრობენ. მათი აქტივაცია მაშინ ხდება, როცა ბრონქებისა და ფილტვების თავდაცვითი მექანიზმები სუსტდება.

მეორეული ბაქტერიული ფილტვების ანთება უმთავრესად იმ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთაც აქვთ გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები. ხშირია ასეთი გართულება ხანდაზმულებს შორისაც. თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყო, დაავადება იკურნება.

გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილებს ხშირად ემართებათ შერეული - ერთდროულად ბაქტერიული აგენტებითა და გრიპის ვირუსით გამოწვეული- პნევმონიაც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ფილტვების ანთების მაღალი რისკი აქვთ. გარდა ამისა, მათთვის გრიპი იმ თვალსაზრისითაც არის არასასურველი, რომ მწვავდება ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმა.

გრიპი უვნებელ დაავადებად ვერც ბავშვებში ჩაითვლება. ამ ასაკში ის ხშირად რთულდება კრუპით, სინუსიტით, შუა ყურის ანთებით. კიდევ ერთი გავრცელებული გართულებაა რეის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის დისტროფია და ნერვული სისტემის დაზიანება. მკვლევართა უმრავლესობის აზრით, მისი მიზეზი მეტწილად ასპირინის გამოყენებაა. სწორედ ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ბავშვებში სიცხის დაწევის მიზნით ასპირინის მიღება.

დადგენილია, რომ გრიპის დროს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობა მკვეთრად უარესდება, ამ ორგანოთა ფუნქციის გაუარესება კი შესაძლოა შეუქცევადი და სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც იმატებს გრიპის ეპიდემიის დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ცნობილია, რომ ფარულად, კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარე გულის უკმარისობის გამოვლენა, მისი ნიშნების - ქოშინის, კიდურების შეშუპების, გულის ფრიალის - აღმოცენება უმეტესად სწორედ გრიპის ფონზე ხდება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა შეიმუშავა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც, უნდა აიცრას 6 თვეს გადაცილებული ყველა ადამიანი, რომელსაც გრიპის გართულების მაღალი რისკი აქვს. მათი მონაცემებით,  გრიპის გართულების ალბათობა მაღალია, როცა:

  • პაციენტი 65 წლისა ან უფრო ასაკოვანია;
  • ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარში;
  • აქვს ქრონიკული დაავადება;
  • აქვს სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადება (განურჩევლად ასაკისა);
  • სჭირდება რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა ან საავადმყოფოში მკურნალობა ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული მოშლის (მათ შორის _ დიაბეტის), თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, სისხლის დაავადებების და იმუნოდეფიციტის (სიმსივნის მკურნალობის, სტეროიდების გამოყენების ან შიდსის) გამო;
  • ბავშვებს ან მოზარდებს უტარდებათ მკურნალობა ასპირინით, რის გამოც გრიპის შემთხვევაში იზრდება რეის სინდრომის რისკი;
  • ქალი ორსულად არის და გრიპის შემთხვევათა მატების პერიოდისთვის მეორე (3-დან 6 თვემდე) ან მესამე (6-დან 9 თვემდე) ტრიმესტრში იქნება;
  • ადამიანი 50-დან 64 წლამდე ასაკისაა. ამ ასაკის ადამიანებში უფრო ხშირად გვხვდება ჩვენს მიერ მითითებულ ის დაავადებები, რომელთა დროსაც მაღალია გრიპის გართულებების ალბათობა.

    ადამიანებმა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ან გადაცილებულნი არიან 65 წელს, გრიპის გართულებათა თავიდან აცილებისა და დროულად დიაგნოსტირების მიზნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.