ამირან გამყრელიძე - გრიპით გარდაცვალების ოთხივე შემთხვევაში მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - გრიპით გარდაცვალების ოთხივე შემთხვევაში მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით

, - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გრიპის გავრცელების შემთხვევაში ბოლო დღეებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, სიტუაცია საგანგაშო არ არის. გამყრელიძის განცხადებით, გასულ კვირაში 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი შეადგენდა 245-250-მდე, დღეისთვის კი - 273-ია.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გრიპის ვირუსის გავრცელების შემთხვევები რეგიონებში თანაბარია. დღეისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის შედეგად გარდაცვალების ოთხი შემთხვევა. აღნიშნული შემთხვევიდან სამი H1N1 ვირუსის შედეგად მოხდა, ერთი შემთხვევა კი H3N2-ის შედეგად.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით გარდაცვალება გამოიწვია იმანაც, რომ თანმხლები დაავადების ფონზე განვითარდა და ოთხივე შემთხვევაში დაავადების მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით. კერძოდ, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას მე-4-მე-5 დღეს მიმართეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა საზოგადოებას, გრიპის პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართონ ექიმს.

ბრიფინგზე თავის მხრივ, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ H3N2-ის ვირუსის შედეგად გარდაცვალების ფაქტიც დაფიქსირდა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა გრიპის რომელი ვირუსით იქნება დაავადებული პაციენტი, მან დროულად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, სულ საქართველოში დაფიქსირებულია ლაბორატორიულად შემოწმებული გრიპის ვირუსის 83 შემთხვევა, მათგან H1N1 არის 80, სამი შემთხვევა კი H3N2. ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული პაციენტებიდან 16-17% გართულებული გრიპის შემთხვევას წარმოადგენს.