ეპიდემიოლოგები ზიკას ვირუსის საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეპიდემიოლოგები ზიკას ვირუსის საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ

შესაძლებელია ეს იყოს ახალი მასშტაბური ეპიდემიის დასაწყისი. აღნიშნულ ვირუსს უკავშირდება თანდაყოლილი დეფექტები და ნევროლოგიური პრობლემები, ამიტომ ორსულები განსაკუთრებული რისკის ჯგუფში განიხილებიან.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ ამ ვირუსით დასნებოვნებასა და გიიენ-ბარეს სინდრომს (ხასიათდება მწვავე აუტოიმუნური ანთებითი რეაქციით) შორის კავშირს.

პირველად, ზიკას ვირუსი 1947 წელს აღმოაჩინეს და დიდი ხნის განმავლობაში ის თავს არავის ახსენებდა. მაგრამ ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და ვირუსი ფიქსირდება 20-ზე მეტ ქვეყანაში, უპირატესად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. მისი გადამტანები არიან მოსკიტები Aedes Mosquito, დენგეს ცხელებისა და ყვითელი ცხელების გადამტანები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები შიშობენ ვირუსის შემდგომი გავრცელების, იმუნიტეტის, ვაქცინების, წამლებისა და ვირუსისთვის სპეციალურად შემუშავებული სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტების არ არსებობის გამო.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი აზიანებს როგორც ღარიბ, ისე საკმაოდ შეძლებულ რეგიონებსაც. განსაკუთრებული მღელვარება უკავშირდება რიო-დე-ჟანეიროს, აგვისტოში ჩასატარებელი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო.

ლალი ჩხიკვაძე