აჭარაში ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სინჯი უკვე აღებულია და რამდენიმე დღეში გაირკვევა, უკავშირდება თუ არა ქალის გარდაცვალება H1N1-ის ვირუსს, ე.წ. ღორის გრიპს.
აჭარის მასშტაბით, H1N1-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 9 პაციენტი მკურნალობას განაგრძობს, ხოლო ორი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.