ზიკას ვირუსი ევროპაშიც დაფიქსირდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზიკას ვირუსი ევროპაშიც დაფიქსირდა

ეს ევროპაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. როგორც ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაინფიცირებული კოლუმბიაში იმყოფებოდა.

ზიკას ვირუსი, რომელიც ამერიკის კონტინენტებზეა გავრცელებული, ნაყოფში ტვინის განუვითარებლობას - მიკროცეფალიას იწვევს. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაისხან იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც ზიკას ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნული ვირუსით შესაძლოა, უკვე 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი იყოს დაინფიცირებული. დაიფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-სა და დანიაშიც. ვირუსის სიმპტომებს სიცხე, თავის ტკივილი და კონიუნქტივიტი წარმოადგენს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მას სიმპტომები არ აქვს, რის გამოც რთულია მისი გამოვლენა.

ეპიდემიოლოგები ზიკას ვირუსის საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ