ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება

ეს სიმპტომები 2-7 დღე გრძელდება.

• დღეისათვის სპეციფიკური მკურნალობა და ვაქცინა არ არსებობს.

• პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური გზაა კოღოების კბენისგან თავის დაცვა.

• ცნობილია, რომ ვირუსი ცირკულირებს აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

შესავალი

ზიკას ვირუსი საკმაოდ ადვილად გავრცელებადია, გადაიტანება კოღოების მიერ. პირველად აღმოჩენილი იქნა მაკაკების რეზუს სახეობაში უგანდაში, 1947 წელს, ტყის ფორმის ყვითელი ცხელების ერთ-ერთი მონიტორინგის დროს. შემდგომ კი - 1952 წელს ვირუსი გამოვლინდა ადამიანებშიც უგანდასა და ტანზანიაში. ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების აფეთქებები დაფიქსირდა აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

• გვარი: ფლავინოვირუსები

• გადამტანი: Aedes-ის გვარის კოღო (იკბინება ძირითადად დილით და საღამოს)

• რეზერვუარი: უცნობია

ნიშნები და სიმპტომები

ზიკათი გამოწვეული დაავადების ინკუბაციური პერიოდის (დრო ვირუსთან კონტაქტიდან სიმპტომების გამოვლენამდე) ხანგრძლივობა ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ სავარუდოდ - რამდენიმე დღეა. დაავადების სიმპტომები ჰგავს სხვა არბოვირუსებით გამოწვეული ინფექციების სიმპტომებს. ასეთი ინფექციაა, მაგალითად დენგეს ცხელება. მახასიათებელი სიმპტომები კი: მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი. ეს სიმპტომები სუსტად არის გამოხატული და გრძელდება 2-7 დღე.

ძლიერი აფეთქებების დროს საფრანგეთში (2013 წელს) და ბრაზილიაში (2015 წელს) ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციები იტყობინებოდნენ ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების ნევროლოგიური და აუტოიმუნური გართულებების შესახებ. ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ჯანდაცვის ადგილობრივმა ორგანომ გაავრცელა ცნობა დაავადების შემთხვევათა მატების შესახებ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, როგორც ზოგად პოპულაციაში, ისე ახალშობილებში. ზუსტად ამავე პერიოდში ამ რეგიონში გაიზარდა იმ ახალშობილთა რიცხვი, რომლებიც მიკროენცეფალიით დაიბადნენ. ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება შესაძლოა კავშირში იყოს ახალშობილთა მიკროცეფალიასთან. ამის მიუხედავად, მიკროენცეფალიასა და ზიკას ვირუსით ინფიცირებას შორის კავშირის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. გარდა ამისა, შესწავლილი უნდა იქნას სხვა შესაძლო მიზეზებიც.

გარდა ამისა, ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელების რეგიონებში - საფრანგეთის პოლინეზიასა და ბრაზილიაში, დაავადების აფეთქების შესაბამის პერიოდებში აღინიშნა გიიენ-ბარეს სინდრომის გამოვლენის შემთხვევები. ამ სინდრომის დროს ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსის ზემოქმედების გამო უტევს საკუთარ ნერვულ სისტემას. სინდრომის ძირითადი სიმპტომებია კუნთების სისუსტე და ხელ-ფეხში ჩხვლეტის შეგრძნება. თუ სასუნთქი კუნთებიც დაზიანდა, შესაძლოა მძიმე გართულებებიც განვითარდეს. გიიენ-ბარეს სინდრომი უხშირესად განკურნებით მთავრდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში ადამიანს შეიძლება დარჩეს კუნთების სისუსტე.

რა არის მიკროცეფალია

მიკროცეფალია არის მეტად იშვიათი მდგომარეობა, როცა ახალშობილი პათოლოგიური პატარა თავით იბადება. ამას თან სდევს ტვინის განუვითარებლობაც. მიზეზი შეიძლება იყოს მთელი რიგი ეკოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები: დაუნის სინდრომი, ნარკოტიკების და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება, ინფექცია და სხვა.

დაავადების გავრცელება

ზიკას ვირუსი ადამიანს გადაედება, თუკი მას უკბენს Aedes-ის გვარის ვირუისთ დასნებოვნებული კოღო. ძირითადი გადამტანია Aedes aegypti, რომელიც ტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული. ეს კოღოები არიან აგრეთვე დენგეს ცხელების, ჩიკუნგუნიისა და ყვითელი ცხელების გადამტანები.

ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების აფეთქების შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა 2007 და 2013 წლებში წყნარი ოკეანის რეგიონში, აგრეთვე 2015 წელს ამერიკაში (ბრაზილია, კოლუმბია) და აფრიკაში (კაბო-ვერდე). გარდა ამისა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 13 ქვეყანაში დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, რაც ვირუსის სწრაფ გავრცელებაზე მეტყველებს.

დიაგნოსტიკა

ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების დიაგნოსტიკა ხდება პჯრ-ს ანუ პსრ-ის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით და სისხლიდან ვირუსის გამოყოფის გზით.

პროფილაქტიკა

გადამტანი კოღოებისა და და მათი გამრავლების ადგილების არსებობა ზიკას ვირუსით ინფიცირების მაღალ რისკს ქმნის. დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს კოღოების რაოდენობის შემცირებას მათი გამრავლების ადგილების მოსპობის გზით და აგრეთვე - ადამიანების კოღოებთან კონტაქტის ალბათობის შემცირებას.

გაითვალისწინეთ:

• იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც კოღოა გავრცელებული, წლის თბილ პერიოდში დილაობით და მოსაღამოებისთანავე ჩაიცვით გრძელსახელოებიანი და სხეულის კოჭებამდე დამფარავი ტანსაცმელი (გრძელი კაბა ან შარვალი). სასურველია ტანსაცმელი იყოს ღია ფერის.

• გამოიყენეთ კოღოს დამაფრთხობელი კანზე წასასმელი საშუალება - რეპელენტი.

• შენობის კარ-ფანჯარაზე უნდა აეკრას დამცავი ბადე (ან დოლბანდი). ოთახებში შემოფრენილი კოღოების განადგურება შეიძლება ელექტროფუმიგატორით ან ინსექტიციდური აეროზოლით.

• მოსპეთ წყლის ხელოვნური საგუბარები, რომლებიც კოღოს გამრავლების რეზერვუარად შეიძლება იქცეს.

დაავადების აფეთქებისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინსექტიციდების გამოყენების მითითებას გასცემს ხოლმე. დიდი წყალსაცავების დასამუშავებლად ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ლავრიციდები.

ტურისტებმა განსაკუთრებულად უნდა დაიცვან ზემოტ ცამოთვლილი მითითებები.

მკურნალობა

ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. ინფიცირებული ადამიანი არ უნდა დაიტვირთოს მეტისმეტად, უნდა სვას საკმაო რაოდენობით სითხე და მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები. სიმპტომების გაღრმავებისას აუცილებელია მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

დღეისათვის ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩართულობა

ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელებისას ამა თუ იმ ქვეყანაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწესებს კონტროლს დაავადებაზე და დახმარებას აღმოუჩენს ქვეყნის ჯადაცვისა და ეპიდემიოლოგიის სამსახურებს დაავადების პროფილაქტიკის, მკურნლობისა და მეცნიერული კვლევის საქმეში.