საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 292 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის ვირუსის 302 შემთხვევა, მათ შორის, 292 H1N1 და 10 - H3N2-ია.
ლეტალურად დასრულდა 12 შემთხვევა, მათ შორის, 11-ის გამომწვევი მიზეზი H1N1 იყო, ერთი შემთხვევა კი H3N2-მა განაპირობა.