რა უნდა გაითვალისწინონ ჰერპესვირუსით დაავადებულებმა
• გადაციებას
• მზეზე გადახურებას
• ამინმჟავა-არგინინით მდიდარ პროდუქტებს (მიწის თხილს, შოკოლადს, ქიშმიშს)
• ლუდს
შეგახსენებთ, რომ ლუდი საკმაოდ ძლიერი პროვოკატორია. წინათ მას გონორეის გამოსავლენადაც კი იყენებდნენ - დაალევინებდნენ ინფიცირებულს და პროცესიც მწვავდებოდა, რადგან ლუდი, სხვა შუშხუნა სასმელების მსგავსად, დაუჟანგავ, თავისუფალ რადიკალებს შეიცავს, რომლებიც იმუნიტეტისთვის ერთობ უსიამოვნო აგენტია.
ჰერპესვირუსით დაავადებულთათვის აუცილებელია:
• ქრონიკულ დაავადებათა მკურნალობა, რადგან ჰერპესის გამწვავებას ხელს უწყობს კარიესი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი და სხვა ქრონიკული დაავადებები.
• ანტიჰერპესული დიეტა - მდგომარეობას აუმჯობესებს ამინმჟავა ლიზინით მდიდარი პროდუქტები – რძის ნაწარმი, ხორცი, კვერცხი, ხორბალი, კარტოფილი.
თინათინ გოცაძე
ჰერპეს ზოსტერი - ბუშტუკოვანი ლიქენი
კიდევ ერთხელ ჰერპესის შესახებ