დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სწორედ ახლა ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სწორედ ახლა ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალება ვაქცინაციაა.

”რეკომენდებულია, რომ ამ პერიოდში თავი დავიცვათ რესპირაციული ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი წარმომადგენლის,გრიპის ვირუსისგან. ზოგადად, რესპირაციულ დაავადებებსა და ინფექციებს იწვევს დაახლოებით 200 სხვადასხვა სახეობის ვირუსი და მათ შორის ყველაზე ცუდი და მძიმე შედეგებით გრიპის ვირუსი გამოირჩევა. გრიპის ვირუსისთვის არსებობს ვაქცინა, სხვა ვირუსებისგან თავდაცვის ასეთი უნიკალური საშუალება არც არსებობს. შესაბამისად, ახლა არის ძალიან კარგი სეზონი გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად. გრიპის ვირუსის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალება არის ვაქცინაცია. სხვა პირდაპირი პროფილაქტიკა არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი არის არაპირდაპირი პროფილაქტიკა, რისი შესრულებაც რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ვირუსი იწყებს ცირკულაციას გარემოში. გრიპის ვირუსი საქართველოში ჯერჯერობოთ არ ცირკულირებს”, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარ რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის დაიწყებს ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებას, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვირუსები ჩნდება დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ ნახევარში ან იანვრის ბოლომდე პიკს აღწევს.

ზახაშვილის განმარტებით, აცრები რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით გართულების მაღალი რისკის ქვეშ მყოფებისთვის.

”ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაღალი რისკის კატეგორიად გამოყოფს ბავშვებს, ხანდაზმულ პირებს, სამედიცინო დარგის მუშაკებს, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს და ორსულებს. საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ მიწოდება დაიწყო 2013-14 წლების სეზონიდან და მას მერე სახელმწიფო სულ ზრდის ვაქცინის რაოდენობას, რომელსაც შეიძენს. ასევე, აფართოებს ამ ადამიანთა წრეს, რომელსაც მიეწოდება ვაქცინა უფასოდ. ესენი არიან 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულები, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი ტიპის დიალიზზე და მათი მომვლელი პერსონალი, სამედიცინო დარგის ნებისმიერი მუშაკი, მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრების ბინადრები, C ჰეპატიტით დაავადებულები, რომლებიც გადიან მკურნალობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, აივ ინფიცირებულები და ორსულები ”, - განაცხადა ზახაშვილმა.

სახელმწიფომ წელს 27 000 დოზა ვაქცინა შეისყიდა.