ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის

დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მათ ინფორმაცია არ აქვთ, რომ რომელიმე პაციენტს თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში С ჰეპატიტის ვირუსზე ჩატარებული კვლევისას პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების ხელმძღვანელის, ეკა ადამიას განცხადებით, სამინისტრო აღნიშნული საკითხის მოკვლევას დაიწყებს.

„ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. რასაც თქვენ ყვებით, ეს უფრო ტექნიკური ხასიათის შემთხვევაა და დაწესებულებასთან არის გასარკვევი, რა როგორ იყო. თუ არსებობს ეჭვი, რომ ამ კვლევის შედეგით პაციენტები სამკურნალო პროგრამაში არიან ჩართულები, მაშინ ეს უნდა შემოწმდეს.

დიაგონსტიკა მკურნალობაში ჩართვამდე არ მოიცავს ერთ და ორ კვლევას. პირველია სკრინინგული კვლევა. თუ კვლევის პასუხი უარყოფითია, პაციენტი მიდის სახლში და სხვა კვლევებს აღარ იტარებს, თუ დადებითია, გვჭირდება კონფირმაცია, საფუძვლიანი, ჩაღრმავებული, რაოდენობრივი კვლევა. თუ რაოდენობრივი კვლევა დადებითია, ორგანიზმში ვირუსი გამრავლებულია; კვლევა სწორედ ვირუსის ამ რაოდენობას ითვლის. თუ რაოდენობას მივიღებთ, ვთვლით, რომ ეს არის С ჰეპატიტის მქონე დადებითი პაციენტი, რომელსაც უნდა ჩავუტაროთ დანარჩენი კვლევები.

რაოდენობრივი კვლევა არის გამყოფი. ამ კვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი დამატებით იტარებს სხვა კვლევებსაც და რაც მთავარია, იტარებს გენოტიპის კვლევას, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ტიპის გენოტიპი აქვს. გენოტიპის განსაზღვრა ვერ მოხდება, თუ არ არის С ჰეპატიტი. ამ კვლევების შემდეგ, ყველა საბუთი გადის კომისიაზე და კომისია განიხილავს პაციენტის მდგომარეობას. ამის შემდეგ ერთვება პირი მკურნალობის პროგრამაში. ნამდვილად არავის აქვს იმის სურვილი, რომ С ჰეპატიტის არმქონე პაციენტი მკურნალობაში ძალით ჩართოს“, – განაცხადა ადამიამ.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუფიქსირდება, რომ С ჰეპატიტის ვირუსი აქვს, ლაბორატორია ვალდებულია, ჯანდაცვის ბაზაში დაარეგისტრიროს. თუმცა, როგორც ადამიამ აღნიშნა, ბაზაში არ მომხდარა იმ პაციენტის მონაცემების ჩასწორება, რომელსაც ჯერ დადებითი, ხოლო შემდეგ უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

„ვერ გეტყვით, ზუსტად რა მოხდა ამ შემთხვევაში, რადგან საკითხი არ შეგვისწავლია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ერთი დაშვება ტესტის პრობლემა იყო. გარდა ამისა, განმეორებით კვლევის ჩატარება არის დაშვებული, როდესაც რაღაც ეჭვი არსებობს. ჩვენ ახლა საერთოდ ვცვლით კონფირმაციული კვლევის პრინციპს, კიდევ დამატებით სხვა კვლევების შესაძლებლობას ვამატებთ, მხოლოდ PCR კვლევა არ კეთდება, სხვა მეთოდებითაც კეთდება კვლევები და ამის დაშვებას გავაკეთებთ ცოტა ხანში. ახალ კვლევას აქვს შესაძლებლობა, რომ პაციენტების დაახლოებით 20%–ში განმეორებით ჩატარდეს კვლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე ცდომილება მოხდება, დამატებით კონფირმაციას (კვლევას) ჩავუტარებთ. ანუ დამატებით კონფირმაცია ცდომილების ალბათობისთვის გვაქვს გათვალისწინებული. რაც შეეხება მიმდინარე კვლევებს, რამდენ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი კვლევა, ამის ატვირთვა არ ხდება. ბაზაში მხოლოდ დადებითი შედეგი იტვირთება“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ადამიას ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან, 2015 წლის 20 აპრილიდან, 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, С ჰეპატიტის პროგრამაში 45 ათასამდე პაციენტია დარეგისტრირებული, ჩართულია 41 ათასზე მეტი და მკურნალობა დაასრულა 37 ათასამდე პაციენტმა. აქედან განკურნების მაჩვენებელი 98%-შია.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა პაციენტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში HCV RNA, VL ტესტით ჩატარებული ე.წ. PCR კვლევით პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

პაციენტის მტკიცებით, ლაბორატორიაში С ჰეპატიტი დაუდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა

ლუგარის ლაბორატორია ჩატარებული კვლევის დროს გამოვლენილ შეცდომაზე განმარტებას აკეთებს