ამირან გამყრელიძე - კვლევებში ცდომილება შესაძლებელია, თუმცა გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პაციენტის საბოლოო დიაგნოზი შეცდომით იყოს დადებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - კვლევებში ცდომილება შესაძლებელია, თუმცა გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პაციენტის საბოლოო დიაგნოზი შეცდომით იყოს დადებული

დადებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ერთ-ერთი პაციენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად C ჰეპატიტზე დადებითი, განმეორებითი ანალიზისას კი უარყოფითი შედეგი დაუდგინეს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმა რომ არ მოხდეს, ლაბორატორია, მათ შორის, ლუგარის სახელობის ლაბორატორიაც, როგორც შიდა, ასევე გარე კონტოლს გადის. „როგორც მოგეხსენებათ, პირველ რიგში, ლუგარის ლაბორატორია, მაღალი დონის ლაბორატორიაა და გადის ხარისხის როგორც შიდა, ასევე გარე კონტროლს. ნებისმიერი კვლევა, იქნება ეს ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, მოლეკულური თუ სხვა, რომელიც ლუგარში ტარდება, გადის მრავალხმრივ კონტროლს. ჩვენი მთავარი გარე მაკონტროლებელი არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიები, ასევე ამერიკის პათოლოგთა ასოციაცია, პათოლოგთა კოლეჯი.

ლუგარში მიღებული შედეგები რომ ვალიდური და სწორია, ეს დაადასტურა ჰეპატიტის ელიმინაციის პირველმა დიდმა კვლევამ, რომლითაც განისაზღვრა ქვეყანაში საბაზისო მდგომარეობა ჰეპატიტის გავრცელების კუთხით. კვლევა 2015 წელს, 6300 ადამიანზე ჩატარდა და პარალელურად ეს სინჯები მოწმდებოდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში. კვლევის შედეგები 100%-ით დაემთხვა ერთმანეთს.

ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გამო, ლაბორატორია წელიწადში 4-ჯერ გადის შემოწმებას. შემთხვევა, რომელზეც დაიწერა, თვითონ ლუგარის ლაბორატორიამ აღმოაჩინა. მოგეხსენებათ, ჰეპატიტის კვლევაში თითქმის ყველა ანალიზის გადამოწმებას ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში ერთი PCR კვლევა იყო ჩატარდა ადგილზე, სადაც პაციენტი დახვდათ, მეორე PCR კვლევა გაკეთდა ლუგარში და რადგან მათ შორის იყო ცდომილება, ამიტომ გაკეთდა კიდევ ერთი კვლევა ასევე ლუგარში, გარდა ამისა, დამატებითი კვლევა სხვა ლაბორატორიაში. ერთადერთი ხარვეზი, რაც ამ შემთხვევაში იყო და ადამიანურ ფაქტორთან იყო დაკავშირებული, არის ის, რომ პირველადი შედეგი გაიგზავნა სწრაფად პაციენტთან. ანუ პასუხი, რომელიც პაციენტმა მიიღო, გაიგზავნა იქამდე, ვიდრე დამატებითი კვლევის შედეგი დაიდებოდა. ამ პირს პრინციპში არ დაშავებია არაფერი, თუმცა, გიდასტურებთ, რომ ადამიანური ფაქტორით სწრაფად იყო გაგზავნილი პასუხი, რაც არასწორია.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში ჩატარებული არც ერთი ლაბორატორიული კვლევა 100%-ინი სარწმუნოობის არ არის. რა თქმა უნდა, ის კვლევები, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ამით კეთდება ლუგარშიც, 99 %-ზე მეტით არის სარწმუნო. ამიტომ ხდება ჯვარედინი და ამდენი გადამოწმება, საბოლოო შედეგის დადებამდე, რომ გარკვეულ კვლევებს შორის შესაძლოა იყოს ცდომილება. აქ სამწუხაროდ, ადამიანური ფაქტორით მოხდა ასეთი აჟიოტაჟის გამოწვევა. თვითონ პაციანტის შემდგომ პროტოკოლს, რითაც მისი მართვა უნდა წასულიყო, არაფერი დაშავებია“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული კონკრეტული შემთხვევის შიდა გარჩევა გაკეთდა, რაც მოწმობს, რომ პაციენტის ანალიზი რამდენჯერმე გადამოწმდა.

რაც შეეხება სხვა მსგავს ფაქტებს, გამყრელიძის თქმით, კლინიკების შიდა ინფორმაციას ვერ გასცემს, რადგან არ იცის. „მაგრამ როგორც გითხარით, ლაბორატორიულ კვლევებში არის ცდომილება და ეს ნორმალურია. ამიტომაა აუცილებელი და კლინიკები ამას აკეთებენ, ლაბორატორიას ჰქონდეს შიდა და გარე კონტროლი. ასეთი მუდმივი მონიტორინგით და კონტროლით მინიმუმამდეა დაყვანილი შეცდომის ალბათობა. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში 100%-იანი არსად გახლავთ. სხვა მსგავსი შემთხვევების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ინფორმაცია არ აქვს. სწორედ შიდა კონტროლით გაირკვა, რომ აპარატს ჰქონდა ხარვეზი. იმიტომ მოხდა იმ დღეს ეს, სწორედ ამიტომ გადამოწმდა რამდენჯერმე მონაცემები, ჯერ იმავე აპარატზე, ოღონდ გასწორებულზე, როდესაც აპარატმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, შემდეგ კიდევ ერთხელ, დასარწმუნებლად გადაამოწმეს სხვა ლაბორატორიაში, სხვა აპარატზე ბრმა მეთოდით, ისე, რომ არაფერი იცოდნენ იმ ლაბორატორიაში რა მოწმდებოდა. იქაც აჩვენა უარყოფითი შედეგი, რომ პაციენტს არ ჰქონდა ვირუსი. ამის შემდეგ მიეცა პასუხი ავადმყოფს, რომ დადებითი კი არა, უარყოფითი შედეგი გაქვთ, რომ არ გაქვთ აქტიური ვირუსული ინფექცია ორგანიზამში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა პაციენტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში HCV RNA, VL ტესტით ჩატარებული ე.წ. PCR კვლევით პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.