რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ყველას, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ავტომატურაად შიდსზეც შეამოწმებენ
ყველას, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ავტომატურაად შიდსზეც შეამოწმებენ
ხელი მოეწერა ინიციატივას და დეკლარაციას „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“, რომელიც 2020 წლამდე შიდსით ინფიცირების სრულად აღმოფხვრას ითვალისწინებს. ინიციატივა გულისხმობს, თავდაპირველად შიდსით დაინფიცირებულთა რაოდენობის გამოვლენას, შემდეგ კი მათ მკურნალობას.

როგორც შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, შიდსის კვლევა მიებმება C ჰეპატიტის პროგრამას. კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით წელიწადში ათასობით ადამიანის გამოკვლევა ხდება და ყველა მათგანის სისხლს, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ასევე შეამოწმებენ შიდსზე.

„უფრო ზუსტად რომ გაიგოთ, ეს არის იმ მნიშვნელობის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა იყო. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ისეთი
ძალისხმევა, როგორიც დაგვჭირდებოდა, რომ არ ყოფილიყო C ჰეპატიტის პროგრამა. ჩვენი ინიციატივა დეკლარაციაზე ხელმოწერით განვამტკიცეთ. ფაქტობრივად, შეიქმნა ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს წამყვანმა ექსპერტებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა. ეს ინიციატივა გულისხმობს, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში. მართალია, შიდსისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ბოლო 5 წლის კვლევებით
დადგინდა, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი იმყოფება ხარისხიან მკურნალობაზე, ვირუსი სისხლში ქრება და ეს ადამიანი აღარ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. თუ გამოვავლენთ შიდსით ინფიცირებულ ყველა ადამიანს და მათ ვუმკურნალებთ, ქვეყანაში აღარ იქნება შიდსის ახალი შემთხვევები. ეს საშუალებას მოგვცემს, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ასევე დავზოგოთ დიდი მოცულობით თანხები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, შიდსის კვლევისთვის სპეციალური ტესტერების შეძენა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ინიციატივის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
2017 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში, 0-15 წლამდე ასაკის 105 აივ ინფიცირებული ბავშვია გამოვლენილი.
01-12-2017
2017 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში
01-12-2017
საქართველოში აივ/შიდსის 6 711 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან მიმდინარე წელს 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
01-12-2017
ექიმი, რომელმაც დღეს საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ამშობიარა, ღუდუშაურის კლინიკის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
6 წლის ფლორიდელი ბიჭი ცოფის დიაგნოზით გარდაიცვალა, დაავადება მას ინფიცირებული ღამურასთან კონტაქტის შედეგად გადაედო.
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს,
მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების მონაცემებით,
ვიდეოზე ასახულია, როგორ გავრცელდა აივ ვირუსი მსოფლიოში 1981 წლიდან.
გამოიჩინეთ სიფრთხილე, მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ ურთიერთობებს,
16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
16 იანვარი 2018
რამდენიმე თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული გახდა.
მშობიარობის დროს ხაშურის საავადმყოფოში 40 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
შეკითხვა ფსიქოლოგს - მივხვდი, რომ ქმართან ცხოვრება აღარ მინდა, მე ის აღარ მჭირდება, რადგან