როგორ ვლინდება მენინგოკოქცემია და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვლინდება მენინგოკოქცემია და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

მენინგოკოქცემია და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა.

- მენინგოკოქცემია იწყება ტემპერატურის უეცარი მომატებით. სიცხე ერთბაშად 39-40 გრადუსამდე იწევს, მერე კი შესაძლოა, მუდმივი ჰექტიური (ძალიან მაღალი) ან ტალღისებური ხასიათი მიიღოს. ზოგჯერ დაავადება ტემპერატურის გარეშეც მიმდინარეობს. ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს ტემპერატურა, ჩვეულებრივ, სუბფებრილურ დონემდე ეცემა, ზოგჯერ ჰიპოთერმიაც კი ვითარდება. ჰიპოთერმიას ერთვის შემცივნება, განმეორებითი ღებინება, თავის ძლიერი ტკივილი. ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ამ დროს დამახასიათებელია ტირილი გამყინავი ხმით, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა. გარდა ამისა, გამოხატულია ინტოქსიკაციის სხვა ნიშნები, უმადობა, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი, წყურვილის შეგრძნება, პირის ღრუს სიმშრალე, სიფერმკრთალე, ქოშინი, ციანოზი (კანის მოლურჯო ელფერი). ეს ყველაფერი პირველი 6-12 საათის განმავლობაში ვითარდება, ზოგჯერ - უფრო გვიან. დაავადებისთვის დამახასიათებელი გამონაყარი მეორე დღიდან ჩნდება. განსაკუთრებით შესამჩნევია ქვედა კიდურებზე, დუნდულებზე, ბარძაყის უკანა ზედაპირზე, წვივებზე, ქუთუთოებზე, სკლერებზე. მძიმე ფორმის კლასიკური მიმდინარეობის შემთხვევაში გამონაყარი ჰემორაგიულია, სხვადასხვა ზომისა და ფორმისა - წვრილწერტილოვანი პეტექიიდან დაწყებული, მსხვილი სისხლჩაქცევებით დამთავრებული. შედარებით ტიპობრივია უსწორმასწორო, ვარსკვლავისებური გამონაყარი ცენტრალური ნეკროზით, რომელიც კანიდან წამოწეულია და შეხებისას მკვრივი. ჰემორაგიული ხასიათის ერთეული გამონაყარი მენინგოკოქცემიის ეჭვს ბადებს. გამონაყარი ერთდროულად არ ვითარდება, ამიტომ ავადმყოფს სხეულზე სხვადასხვა შეფერილობის ელემენტები აქვს. ჰემორაგიული გამონაყარის უკუგანვითარება კანის დაზიანებული ფართობის ზომაზეა დამოკიდებული. მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს თითების, ტერფის, ყურის ბიბილოს, ცხვირის განგრენა. მენინგოკოქცემია ზოგჯერ თვალის სისხლძარღვების ანთებას - ირიდოციკლიტს იწვევს. ამ დროს თვალის ფერადი გარსი ჟანგისებრ ელფერს იღებს, ვითარდება კონიუნქტივიტი. დაზიანება ხშირად ცალმხრივია.

უფრო დეტალურად წაიკითხეთ აქ