თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა

დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განუცხადა, წელს ჩუტყვავილა „ჩვეულებრივთან შედარებით მოდებულია, თუმცა უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ეს დაავადება შეიძლება ფატალურად დასრულდეს“.

“წითელას შემთხვევაში ეპიდაფეთქება გვაქვს ახლა აჭარაში, დანარჩენ საქართველოშიც იმატებს შემთხვევები. წითელას მართვა შესაძლებელია - თუ ავიცრებით, წითელას თავიდან ავიცილებთ. სამწუხაროდ, ჩუტყვავილა უმართავი ინფექციაა, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობაში იგი ყოველგვარი გართულების გარეშე მიდის ხოლმე. უკიდურესად იშვიათად შეიძლება მძიმე მიმდინარეობა იყოს, განსაკუთრებით თუ რაიმე ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემებია. უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ჩუტყვავილამ შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, - განუცხადა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსს“.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ჩვეულებრივ ყოველწლიურად ჩუტყვავილას 8-10 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.

ჩუტყვავილა და მისი გართულებები - რას გვირჩევს ინფექციონისტი თინათინ ქორიძე