7 შეცდომა, რის გამოც, წნევის აპარატი არასწორ მაჩვენებელს გვიჩვენებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 შეცდომა, რის გამოც, წნევის აპარატი არასწორ მაჩვენებელს გვიჩვენებს

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია, ხოლო წნევის კონტროლი ადამიანის მდგომარეობის გაუარესების დროულად შეტყობინების საშუალებას იძლევა.

თუმცა სახლის ტონომეტრით წნევის გაზომვისას, ადამიანები შეცდომებს უშვებენ. ამერიკის გულის ასოციაცია (American Heart Association) წნევის გაზომვისას შემდეგი შვიდი რჩევის გათვალისწინებას გვირჩევს:

• წნევის გაზომვამდე შედით საპირფარეშოში. სავსე შარდის ბუშტი არტერიული წნევის მაჩვენებელს 10-15 პუნქტს უმატებს.

• სკამი, რომელზეც ზიხართ, უნდა უზრუნველყოფდეს ზურგის სრულ საყრდენს, ფეხები თავისუფლად უნდა იყოს იატაკზე ან სპეციალურ სკამზე დაშვებული და არა ჰაერში ჩამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ტონომეტრი 6-10 პუნქტით მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს.

• არ გადააჯვარედინოთ ფეხები. ეს წნევის მაჩვენებელს რამოდენიმე ქულას დაუმატებს ( 2 - 8).

• ხელი, რომელზეც მანჟეტია გაკეთებული, უნდა ეყრდნობოდეს იდაყვს. თუ ის სხეულის გასწვრივაა ჩამოკიდებული, წნევის მაჩვენებელი შეიძლება 10 პუნქტით მაღალი იყოს.

• თავად მანჟეტი შიშველ ხელზე უნდა იყოს გაკეთებული. ხელსა და მანჟეტს შორის არსებული ტანსაცმელი მაჩვენებელს 5-50 პუნქტს უმატებს.

• მანჟეტის ზომაც მნიშვნელოვანია. წნევა შეიძლება 2-10 პუნქტით მაღალი იყოს, თუ მანჟეტი ძალიან პატარაა.

• გაზომვისას სჯობს არ ვისაუბროთ და ვიმოძრაოთ. ლაპარაკი ასევე უმატებს წნევის მაჩვენებელს 10 პუნქტს.

ლალი ჩხიკვაძე