რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
საშვილოსნოსგარე ორსულობა: მიზეზები და მკურნალობის საშუალებები
საშვილოსნოსგარე ორსულობა: მიზეზები და მკურნალობის საშუალებები

- როგორ სვამენ ექტოპიური ორსულობის დიაგნოზს?

- ექტოპიური ორსულობის დიაგნოსტიკა არცთუ ისე ადვილია. მისი დროული ამოცნობა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული და დიდ გამოცდილებას, არსებული დიაგნოსტიკური ხერხების ფართო გამოყენებას მოითხოვს. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა არა სიმპტომების უბრალო შეჯამება, არამედ მათი ხვედრითი წონის განსაზღვრა, ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება და ამ მონაცემების გაანალიზება. განსაკუთრებით ძნელია პროგრესული საშვილოსნოგარე ორსულობის დიაგნოსტიკა. ორსულობის სუბიექტური და ობიექტური ნიშნები, აგრეთვე ის, რომ დეციდუალური ქსოვილის განვითარების გამო საშვილოსნოც ოდნავ დიდდება, არცთუ იშვიათად საფუძველს გვაძლევს, ექტოპიური ორსულობა ნორმალურ ორსულობად მივიჩნიოთ. ორსულობის დასაწყისში ფალოპის მილი შესაძლოა ისე უმნიშვნელოდ იყოს გადიდებული, რომ ბიმანუალური გასინჯვისას ვერც კი შევამჩნიოთ. შედარებით ადვილია ექტოპიური ორსულობის ამოცნობა, როცა ის დარღვეულია და მუცლის ღრუში სისხლია ჩაღვრილი. ასეთ დროს ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავბრუხვევას, ყურების შუილს, მხედველობის დაბინდვას, წყურვილს, ზოგჯერ - ტკივილს ბეჭის ან ბეჭთაშუა არეში (ფრენიკუს-სიმპტომი). ეს ფენომენი მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლით შუასაძგიდის ნერვის გაღიზიანების შედეგია და გამოხატულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალი წევს. ავადმყოფი უმეტესად ნათელ ცნობიერებას ინარჩუნებს, ზოგჯერ კი მცირე ხნით გონებას კარგავს. შესაძლოა, გონის დაკარგვა რამდენიმეჯერაც გამეორდეს. კანი და ხილული ლორწოვანი გარსები მეტისმეტად ფერმკრთალია, სახე - ცვილისფერი, ტუჩები - ციანოზური, ავადმყოფს ცივი ოფლი ასხამს, სუნთქავს ზერელედ და ხშირად, არტერიული წნევა უვარდება, ტემპერატურა უმეტესად ნორმალური აქვს, იშვიათად - სუბნორმული ან სუბფებრილური. თუ მუცლის ღრუში სისხლის ჩაღვრიდან განსაზღვრული ხანია გასული, ტემპერატურა შესაძლოა მომატებულიც იყოს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ინფექციას ან ანთებით პროცესს - ტემპერატურის აწევა მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლის ცილების შეწოვით არის გამოწვეული. მაჯისცემა აჩქარებულია - 120-160 წუთში, პულსი ძაფისებრი და სუსტი დაჭიმულობისაა. გამოხატულია მუცლის ფარის გაღიზიანების ნიშნები - შებერილობა და პალპაციისას ძლიერი ტკივილი. თუ მუცლის ღრუში სისხლის ჩაღვრიდან რამდენიმე დღეა გასული, ჩაღვრილი სისხლის შეწოვის გამო თვალის სკლერა ყვითლად იქნება შეფერილი. თუ მუცლის ღრუში ცოტა სისხლია ჩაღვრილი, მწვავე ანემიის ნიშნები გამოხატული არ იქნება. შესაძლოა, არც მუცლის ფარის გაღიზიანების ნიშნები შეიმჩნეოდეს. შინაგანი, საშოსმხრივი გასინჯვის დროს შესაძლოა აღინიშებოდეს ძლიერი ტკივილი, რასაც ფრანგმა ავტორებმა დუგლასის ყვირილი უწოდეს. საშვილოსნოს მილის გახევას თითქმის ყოველთვის ძლიერი ტკივილი (ხანჯლის ჩაცემის შეგრძნება) სდევს თან. იშვიათად ტკივილი სუსტია. თითქმის არ გვხვდება საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტის ისეთი შემთხვევა, როდესაც სუსტი ტკივილი მაინც არ იგრძნობოდეს. ტკივილი ან ფალოპის მილის გახევის შედეგია, ანდა ჩაღვრილი სისხლით მუცლის ფარის გაღიზიანებისა. ზოგჯერ ძლიერ ტკივილამდე სუსტი მოვლითი ტკივილი იჩენს თავს. საქმე ის არის, რომ ზოგჯერ მილის გახევას წინ უძღვის სისხლჩაქცევა სანაყოფე კვერცხში. ამის გამო სანაყოფე კვერცხი იზრდება, რაც მილის პერისტალტიკას იწვევს, ქალი კი ამას შეიგრძნობს როგორც მილის ჭვალს. გონების დაკარგვა ან ცნობიერების დაბინდვა, საერთო სისუსტე გამოწვეულია არა მარტო შინაგანი სისხლდენით (კოლაფსი), არამედ პერიტონეული შოკითაც, რომელსაც ტკივილი ერთვის.


- შესაძლოა თუ არა, საშვილოსნოსგარე ორსულობა ისე მიმდინარეობდეს, რომ სუბიექტური ნიშნები ვერ შევიგრძნოთ? აქვე მინდა გკითხოთ: ახასიათებს თუ არა რაიმე თავისებურება ასეთ შემთხვევაში მენსტრუალურ ციკლს?
- ანამნეზში ორსულობის დამახასიათებელი სუბიექტური ნიშნების არარსებობა საშვილოსნოსგარე ორსულობას არ გამორიცხავს. მილის გახევა ან აბორტი შესაძლოა სანაყოფე კვერცხის განვითარების ადრეულ სტადიაშივე, რიგითი მენსტრუაციის დაწყებამდე მოხდეს. ამ შემთხვევაში მენსტრუაცია არ დაიგვიანებს, ხოლო სისხლიანი ჩამონაშალი, რომელიც დეციდუალური გარსის დესკვამაციით არის გამოწვეული, ქალმა შესაძლოა ჩვეულებრივ მენსტრუაციად მიიჩნიოს. ასეთ დროს კითხვაზე, დაგვიანებით ხომ არ ჰქონდა მენსტრუაცია, ქალი უარყოფითად პასუხობს, მაგრამ თუ დაწვრილებით გამოვკითხავთ, შესაძლოა საინტერესო რამ გავარკვიოთ. კერძოდ, მართალია, მენსტრუაცია დროულად ან დროზე ადრე დაიწყო, მაგრამ ჩვეულებრივზე მეტხანს და შედარებით მცირე რაოდენობის გამონადენით მიმდინარეობდა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ქალი ასეთ დროს ჩვეულებრივზე მეტ სისხლს კარგავს. შეწყვეტილი საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს სისხლი უფრო შოკოლადისფერია, მაგრამ ამ ნიშანს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს ყველაზე ინფორმაციულია სისხლიანი ჩამონაშალის ხანგრძლივობა. დიაგნოსტიკური თვალსაზრისით გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსვაგინალურ ულტრაბგერით გამოკვლევას. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, დიაგნოზი ორსულობის მეორე კვირიდანვე დავსვათ.


- როგორ მოვიქცეთ ექტოპიური ორსულობის დროს, როგორია მკურნალობის ტაქტიკა?
- საშვილოსნოსგარე ორსულობა, განურჩევლად იმისა, როგორ მდგომარეობაშია პაციენტი, სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს. ფალოპის მილის გახევისა და შინაგანი სისხლდენის დროს საჭიროა დაზიანებული მილის ამოკვეთა, რაც ქალს სრულიადაც არ ართმევს ხელმეორედ დაორსულებისა და ნორმალურად მშობიარობის შანსს, თუ, რასაკვირველია, მეორე მილი ჯანსაღია. მეტად მნიშვნელოვანია ექტოპიური ორსულობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მკურნალობა, რადგან შესაძლოა ასეთი რამ კიდევ განმეორდეს.


- ეს რომ არ მოხდეს, როგორ მოვიქცეთ?
- უწინარეს ყოვლისა, დროულად უმკურნალეთ მცირე მენჯის ორგანოთა ანთებით დაავადებებს. ორსულობის დაგეგმვამდე აუცილებლად ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევა ქლამიდიაზე, მიკოპლაზმაზე, ურეაპლაზმასა და სხვა პათოგენურ მიკრობებზე, შემდეგ კი იმკურნალეთ. შეგახსენებთ: ეს პროცედურები ქალთან ერთად მისმა მეუღლემაც უნდა ჩაიტაროს.
აბორტი საშვილოსნოსგარე ორსულობის ძირითადი რისკფაქტორია, ამიტომ არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო მეთოდები გამოიყენეთ. საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მეტად მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია, რომლის უმთავრესი მიზანიც მომდევნო ორსულობისთვის მზადებაა. ის გინეკოლოგის კონტროლით უნდა წარიმართოს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ხელახლა დაორსულებისთვის ოპტიმალური დრო საშვილოსნოსგარე ორსულობის შემდეგ 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდია.





კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
გულის შეტევის ამოცნობა არც ისე მარტივია. ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, არსებობს ერთი საინტერესო სიმპტომი, რომელიც ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს.
ვიაგრა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამედიცინო საშუალებაა. ის ეფექტურად გამოიყენება ერექციული დისფუნქციის დროს. ამჯერად მას კარდიოლოგებმა ახალი დანიშნულება მოუძებნეს იმ პაციენტებში, რომელთაც სტენტირება (არტერიების გაფართოება) ესაჭიროებათ.
ამერიკელმა ექიმებმა უეცრად გარდაცვლილი 302 ადამიანის სისხლის შედგენილობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომელთა გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები იყო, სისხლში მომატებული ჰქონდათ C-რეაქტიული ცილა.
1. საშუალო ასაკის ადამიანის გული ახორციებს დაახლოებით:

წუთში 72 დარტყმას;
დღეში 100 ათასს;
ახალი მეთოდი შეიმუშავეს ოჰაიოს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერის დახმარებით შეძლეს კონკრეტული პაციენტების გულის მოდელის შექმნა და მონაცემების ანალიზი. ამ მეთოდით შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, ადამიანი იმყოფება თუ არა გულში თრომბის ფორმირების რისკის ქვეშ.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.