რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გული

გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა. იგი სისხლს სისხლძარღვოვან კალაპოტში ამოძრავებს. გული მუშაობას ადამიანის სიცოცხლის ჩანასახოვანი პერიოდიდან იწყებს და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ჩერდება. უგულოდ ადამიანი ვერ იცოცხლებს, რადგან იგი სისხლთან ერთად ორგანიზმს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებით ამარაგებს, ამასთანავე, არა მხოლოდ მის ქვემოთ მდებარე ორგანოებს, არამედ მის ზემოთ მოთავსებულ სახესა და თავის ტვინსაც.




მდებარეობა და აგებულება
გული გულმკერდის ღრუს მარცხენა ნაწილში, შუასაყარის მიდამოში მდებარეობს. კონუსისებური მოყვანილობა აქვს და დაახლოებით ადამიანის მუშტისოდენაა, იწონის 300 გრამს. განარჩევენ გულის ფუძეს, მიმართულს ზემოთ, უკან და მარჯვნივ, და მწვერვალს, მიმართულს ქვემოთ და მარცხნივ, დაახლოებით მე-5 ნეკნთაშუა სივრცეში. გულის კედელი 3 გარსისგან შედგება. გარეთა გარსი სეროზულია და, თავის მხრივ, ორი ფურცლისგან შედგება. შიგნითას ეპიკარდიუმი ეწოდება, გარეთას - პერიკარდიუმი ანუ გულის პერანგი. ამ ორ ფურცელს შორის ცოტაოდენი სეროზული სითხეა. გული ამ სითხეში სრიალებს და მუშაობისას ხახუნისგან დაზღვეულია. ამ გარსის ანთებას პერიკარდიტი ეწოდება. გულის მეორე გარსი კუნთოვანია. მას მიოკარდიუმი ეწოდება. იგი ჩონჩხის კუნთების ანალოგიური განივზოლიანობის მქონე ბოჭკოებისგან შედგება, თუმცა მათგან განსხვავებული უჯრედული აგებულება აქვს - მისი უჯრედები, კარდიომიოციტები, ერთმანეთს ბადებურადაც უკავშირდებიან. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გულის კუნთის ქსოვილის უჯრედები გლუვ კუნთებს ჰგვანან, მათსავით უნებლიეთ იკუმშებიან და არ ემორჩილებიან ჩვენს ნებას, ამიტომ მიჩნეულია, რომ გულის კუნთი განსაკუთრებული - შერეული ტიპის კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება. მიოკარდიუმი განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული გულის პარკუჭების მიდამოში და მასზეა დამოკიდებული გულის შემკუმშავი ძალა. ამ გარსის ანთებას მიოკარდიტი ეწოდება. მესამე ანუ შიგნითა გარსი ენდოთელიუმით არის ამოფენილი. მას ენდოკარდიუმი ეწოდება. ამ გარსის ანთებას ენდოკარდიტს უწოდებენ. ადამიანის გული ოთხი ნაწილისგან შედგება, ანუ ოთხსაკნიანია. სიგრძივი კუნთოვანი ძგიდის საშუალებით გული ორ - მარცხენა და მარჯვენა - ნაწილად იყოფა, ხოლო განივი ძგიდით - წინაგულებად და პარკუჭებად. ამრიგად, გული შედგება მარცხენა და მარჯვენა წინაგულებისა და მარცხენა და მარჯვენა პარკუჭებისგან. წინაგულები და პარკუჭები ერთმანეთს სპეციალური ხვრელებით უკავშირდება. ამ ხვრელებს თავიანთი სარქვლები აქვთ. მარცხენა წინაგულ-პარკუჭს შორის მოთავსებულ ხვრელს ფარავს ენდოკარდიუმის გარსით შექმნილი ორკარიანი (მიტრალური) სარქველი, ხოლო მარჯვენა წინაგულ-პარკუჭის ხვრელს - სამკარიანი. სარქვლები მოთავსებულია აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრის დასაწყისში, გულიდან გამომავალ მსხვილ სისხლძარღვებთან, კერძოდ, მარცხენა პარკუჭიდან ამომავალ აორტასა და მარჯვენა პარკუჭიდან ამომავალ ფილტვის არტერიასთან. აქ სამ-სამი ნახევარმთვარისებრი სარქველი მდებარეობს. სარქვლების მთავარი დანიშნულებაა, არ დაუშვან სისხლის უკუდენა პარკუჭებიდან წინაგულებში, აორტიდან და ფილტვის არტერიიდან პარკუჭებში. გულის ზოგიერთი დაავადების დროს ეს ხვრელები ვიწროვდება ან დეფორმირდება, რაც გულის ნორმალურ მუშაობას არღვევს. ამ პათოლოგიებს  გულის მანკებს უწოდებენ.


სისხლის მოძრაობა გულში
მარცხენა გულში (მარცხენა წინაგულსა და მარცხენა პარკუჭში) არტერიული სისხლი მოძრაობს, ხოლო მარჯვენაში (მარჯვენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუჭში) - ვენური. მარჯვენა წინაგულში ჩაედინება ორი მსხვილი - ზემო და ქვემო - ღრუ ვენა, აგრეთვე - გულის საკუთარი ვენები. მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის ორი  არტერია გამოდის. მათ, ფაქტობრივად,

You must have Flash Player installed in order to see this player.
ვენური სისხლი მიაქვთ ფილტვებისკენ ჟანგბადით გასამდიდრებლად, მაგრამ ვინაიდან გულიდან გამოდიან, არტერიებად იწოდებიან. მარცხენა წინაგულში ფილტვის ვენები ჩაედინება. მათაც ფილტვის ვენებს იმიტომ უწოდებენ, რომ გულში ჩაედინებიან. მარჯვენა პარკუჭიდან გამოდის ყველაზე დიდი არტერიული სისხლძარღვი - აორტა, რომელიც წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის დიდი წრის დასაწყისს და მისი გავლით მიედინება მთელი ორგანიზმისკენ ჟანგბადითა და სუფთა საკვები ნივთიერებებით მდიდარი არტერიული სისხლი.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
აშშ-ში მოუსვენარი ცხოვრება საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის ახალი მაჩვენებელია. ადრე მაღალი სტატუსის სიმბოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება და სადილის შემდეგ გოლფის თამაში იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
გულის შეტევის ამოცნობა არც ისე მარტივია. ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, არსებობს ერთი საინტერესო სიმპტომი, რომელიც ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს.
ვიაგრა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამედიცინო საშუალებაა. ის ეფექტურად გამოიყენება ერექციული დისფუნქციის დროს. ამჯერად მას კარდიოლოგებმა ახალი დანიშნულება მოუძებნეს იმ პაციენტებში, რომელთაც სტენტირება (არტერიების გაფართოება) ესაჭიროებათ.
ამერიკელმა ექიმებმა უეცრად გარდაცვლილი 302 ადამიანის სისხლის შედგენილობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომელთა გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები იყო, სისხლში მომატებული ჰქონდათ C-რეაქტიული ცილა.
1. საშუალო ასაკის ადამიანის გული ახორციებს დაახლოებით:

წუთში 72 დარტყმას;
დღეში 100 ათასს;
ახალი მეთოდი შეიმუშავეს ოჰაიოს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერის დახმარებით შეძლეს კონკრეტული პაციენტების გულის მოდელის შექმნა და მონაცემების ანალიზი. ამ მეთოდით შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, ადამიანი იმყოფება თუ არა გულში თრომბის ფორმირების რისკის ქვეშ.
07 აგვისტო 2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
22 აგვისტო 2017
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.