იოგა არითმიით დაავადებულთათვის - მკურნალობის საოცარი მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იოგა არითმიით დაავადებულთათვის - მკურნალობის საოცარი მეთოდი

სპეციალისტთა განცხადებით, არითმიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი რამდენადმე დაქვეითებულია. ისინი შეტევათა შიშით თავს ბევრი რამის უფლებას ვერ აძლევენ, ხშირად აცხადებენ უარს მეგობრებთან შეხვედრაზე, თავს არიდებენ კონცერტებსა და მნიშვნელოვან საღამოებზე ვიზიტებს, არ მოგზაურობენ და სხვ. არითმიის გავრცელებულ სიმპტომებს მიეკუთვნება თავბრუსხვევა, ქოშინი და ტკივილი მკერდის არეში.

სოფიაქემეტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  საინტერესო კვლევები ჩაატარეს. შეისწავლეს პაროქსიზმული მოციმციმე არითმიით დაავადებული 80 მოხალისე. მონაწილეები დაჰყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იოგათი გაავარჯიშეს, მეორე კი - არა. როგორც The Times of India იუწყება, ორივე ჯგუფის წარმომადგენლები ჩვეულ რეჟიმში იტარებდნენ სათანადო მკურნალობას: მედიკამენტურ თერაპიას, კარდიოვერსიას და კათეტერულ აბლაციას. ამასთან, პირველი ჯგუფის წარმომადგენლები 12 კვირის განმავლობაში  კვირაში ორჯერ თითო საათის განმავლობაში ვარჯიშობდნენ იოგათი გამოცდილი ინსტრუქტორის თანხლებით. პროგრამაში ჩართული იყო მსუბუქი მოძრაობები, ღრმა სუნთქვა და მედიტაცია.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ჯგუფის წევრთა ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა მეორე ჯგუფის წარმომადგენლებთან შედარებით. მათ დაუქვეითდათ არტერიული წნევა, შეუმცირდათ გულის შეკუმშვათა რიცხვი. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ღრმა სუნთქვა აწონასწორებს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემების ფუნქციას. ამის წყალობით კი გულის შეკუმშვათა რიცხვი იკლებს, გულის მუშაობა ნორმალიზდება, სუნთქვა და მოძრაობა ერთად კი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, აწესრიგებს მას.

თინათინ გოცაძე