რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
გულის დაავადებათა ყველაზე დიდი რისკფაქტოები
გულის დაავადებათა ყველაზე დიდი რისკფაქტოები
ამერიკელმა სპეციალისტებმა დაასახელეს გულის დაავადებათა ყველაზე დიდი რისკფაქტორები. მათ შორის პირველ ადგილზეა თამბაქოს მოხმარება. თუ ეს უკანასკნელი შეჭიდულია სისხლში ქოლესტერინის მომატებულ დონესთან, საფრთხე და რისკი კიდევ უფრო იზრდება.
მოწევა დაახლოებით 7 წლით ამოკლებს სიცოცხლეს. მწეველებთან უფრო ხშირია სისხლის წებოვნების ცვლილება, რაც თრომბების წარმოქმნას აძლიერებს. ცნობილია ისიც, რომ თამბაქოს მომხმარებელთა სისხლში გაზრდილია ნახშირჟანგის შემცველობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქსოვილებამდე ჟანგბადის მიწოდებას. გარდა ამისა, ნიკოტინი იწვევს არტერიების სპაზმს და ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას.

გულის დაავადებათა განვითარების მეორე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია შაქრიანი დიაბეტი. ამ
პათოლოგიის დროს ასევე ორჯერ იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. გულის იშემიური პათოლოგიის მქონე პირებს, რომელთაც იმავდროულად შაქრიანი დიაბეტიც აღენიშნებათ, სამწუხაროდ, გაცილებით ცუდი პროგნოზი აქვთ, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების შემთხვევაში.

დადგენილია, რომ პირებს, რომელთაც 10 ან მეტი წლის განმავლობაში აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, უფრო მეტად აქვთ გამოხატული ათეროსკლეროზული ცვლილებები. შესაბამისად, მიოკარდიუმის ინფარქტი უფრო ხშირია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. აღსანიშნავია ისიც, რომ შაქრიანი დიაბეტის ფონზე სისხლის შედედების უნარი იმატებს და თრომბების წარმოქმნა ძლიერდება. ამგვარად, შაქრის დონის კონტროლი და მოწევაზე უარის თქმა უმნიშვნელოვანესია!

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საკმარისია დღეში ერთი ბანანით ან ავოკადოთი მეტი მივირთვათ, რომ ინფარქტისა და ინსულტისგან დავიცვათ თავი. ამ დასკვნამდე მივიდნენ ალაბამას უნივერსიტეტის თანამშრომლები. საქმე ისაა, რომ ბანანი და ავოკადო კალიუმითაა მდიდარი, რაც ორგანიზმს არტერიების ელასტიურობის შენარჩუნებაში ეხმარება.
„ჭკვიან ბაქტერიებს“ გულით დაავადებულთა რეაბილიტაცია შეუძლია. სტენფორდის უნივერსიტეტში ინფარქტის შემდეგ, გულის სწრაფად აღდგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მეცნიერები ვარაუდობენ იმ ბაქტერიების ორგანიზმში ჩანერგვას, რომლებიც ფოტოსინთეზის შედეგად ჟანგბადს გამოიმუშავებს. მოცემული მომენტისთვის კვლევები ვირთხებზე ტარდება.
მეცნიერების მოსაზრებით, მედიტაცია ორგანიზმზე კომპლექსურ ეფექტს ახდენს. ექსპერიმენტის მსვლელობისას, ჩატარდა კვლევა, თუ როგორ მოქმედებდა ორგანიზმზე სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები, ცნობიერებაზე მიმართული მედიატაცია, ძენ-მედიტაცია, მოდუნებაზე მიმართული მედიტაცია და ტრანსცედენტული მედიტაცია.
29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) აღინიშნება. გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ეს დღე 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ, 29 სექტემბერს, ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის ორგანიზატორების მიზანია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ეპიდემიით გამოწვეული საშიშროებისა და პროფილქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ცოდნის ამაღლება.
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
გულის შეტევის ამოცნობა არც ისე მარტივია. ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, არსებობს ერთი საინტერესო სიმპტომი, რომელიც ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.